x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთში კანიბალიზმის შემთხვევებმა იმატა, დააკავეს 51 წლის რუსი მამაკაცი, რომელმაც სამი ნაცნობი შეჭამა

image არხანგელსკში დაკავებულ იქნა მამაკაცი, რომელსაც ბრალად ედება სამი ნაცნობის მოკვლა და არა მარტო მოკვლა, დაკავებულმა მოკლულები დაანაწევრა, გარკვეული ნაწილი საკვებად გამოიყენა, ჩოჩხი და სხეულის გარკვეული ნაწილები კი პაკეტებში ჩააწყო და ისე გაიტანა მოშორებულ ადგილებში.
3 მამაკაცი 3 წლის წინ დაიკარგა, საძიებო მოქმედებებმა შედეგი ვერ გამოიღო, სანამ არხანგელსკის ერთერთმა მცხოვრებმა სრულიად შემთხვევით არ აღმოაჩინა ადამიანების თავის ქალები და დაუყოვნებლივ არ შეატყობინა პოლიციას.
გამოძიებამ დიდხანს გასტანა საქმის სიძველის და ნივთმტკიცებების არარსებობის გამო.
თუმცა მას შემდეგ რაც დაიკარგა რამდენიმე კატა და ძაღლი, იმატა საჩივრებმა პოლიციაში, საგამოძიებო ჯგუფმაც დაუყოვნებლივ დაიწყო მოკვლევა.
დამნაშავე რამდენიმე კვირიანი დაუზოგავი მუშაობის შემდეგ იქნა გაშიფრული, თუმცა დამნაშავის გამოვლენა მოხდა სრულიად შემთხვევით.
პოლიციაში შევიდა საჩივარი ადამიანზე, რომელიც სხვის ბინაში ცხოვრობდა და ბინის პატრონის ნათესავებს ბინაში არ უშვებდა, მათ ეუბნებოდა, რომ ბინის მეპატრონე მისი მეგობარი იყო და მან თხოვა სანამ მივლინებიდან დაბრუნდებოდა მისი ბინისათვის მიეხედა, რადგან მარტო ცხოვრობდა და ბინის გაქურდვის შიში ჰქონდა.
ბინის პატრონის ნათესავებმა ბინის პატრონის სამსახურს მიაკითხეს, სადაც გაიგეს, რომ მათი ნათესავი დიდი ხანია რაც სამსახურში არ გამოცხადებულა და, რომ სამსახურში გამოუცხადებლობის გამო სამსახურიდან განთავისუფლების ცნობა კურიერის ხელით მიაწოდეს.
სწორედ ამ ამბის შემდეგ მიმართეს ბინის მფლობელებმა პოლიციას საჩივრით.
ბრალდებულმა ბინის კარები არ გაუღო პოლიციას, რის გამოც გამოძახებულ იქნა სპეცრაზმი, რომელმაც სპეციალური საშუალებებით შეამტვრია ჩაკეტილი კარები და ბინაში მყოფი მამაკაცი დაკავებულ იქნა. ბინის მაცივარში კი აღმოჩენილ იქნა რამდენიმე ნაჭერი ადამიანის ხორცი (რაც ექსპერტიზამ დაადასტურა) ასევე პოლიეთილენის პაკეტებით ადამიანის ხორცთან ერთად აღმოაჩინეს კატის და ძაღლის ხორცი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამივე მამაკაცი მოტყუებით მიიპატიჟა სხვადასხვა პერიოდში, სასმელში საძილე საშუალება ჩაუყარა და სამივე მოკლა, რამდენიმე დღის შუალედში.
როგორც ავღნიშნე გარკვეული ნაწილი დაიტოვა, დანარჩენი კი ქალაქგარეთ გაიტანა.
სამი მოკლულიდან ქალაქში ორს ნათესავები არ აღმოაჩნდა და მათი ბინიდან თუ კი რამ იყო ღირებული ბრალდებულმა საკუთარ ბინაში გაზიდა, თუმცა მაინც მესამე მსხვერპლის ბინაში ცხოვრება არჩია.
სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ბრალდებული ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელია და მისი თითოეული ქმედება გააზრებული და წინასწარ მოფიქრებული იყო.
ბრალდებულს, 3 ადამიანის მკვლელობისათვის და კანიბალიზმისათვის სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
image image







0
212
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
212