x
მეტი
  • 14.12.2019
  • სტატია:97359
  • ვიდეო:344176
  • სურათი:459354
მსახიობები, რომლებიც პირადი ჰიგიენის ნივთებისგან შორს არიან.

image
როცა ცნობილი და მდიდარი ვარსკვლავი ხარ, წესით, ჰიგიენური საშუალებების, გამოყენების პრობლემა არ უნდა გქონდეს. ვარსკვლავს ისიც უპრობლემოდ შეუძლია, პროფესიონალების მთელი გუნდი დაიქირავოს პირად ჰიგიენაზე ზრუნვისთვის და ბევრი ასეც იქცევა. მაგრამ, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს არსებობენ სელებრითები, რომლებიც, სხვადასხვა მიზეზის გამო, ჰიგიენურ საშუალებებისგან შორს არიან.

გვინეტ პელტროუ
image
2013 წელს ოსკარის გამარჯვებულმა განაცხადა, რომ სცენაზე ძალიან ცხელოდა და ოფლისგან გაიღვარა. რეალურად კი მძიმედ ეს მომენტი გვინეთის გარშემო მყოფებმა გადაიტანეს. “საბრალო გვინეთი… უნაკლოდ გამოიყურებოდ, მაგრამ დიდი განათებები საშინლად აცხუნებდა, რის გამოც მას უსიამოვნო სუნი აუვიდა…” – განუცხადა საღამოს დამსწრემ National Enquirer-ს. “სავარაუდოდ, ამის შესახებ თვითონაც არ იცოდა, მე კი ვხედავდი, როგორ ინიავებდნენ ხელს ცხვირთან მის უკან მდგარი ადამიანები”. გვინეტის მეგობარმა მის ნაცვლად ბოდიში მოიხადა დისკომფორტისთვის და განმარტა: “გვინეთმა იცის, რომ ალუმინი კარცენოგენია, ამიტომ მის შემცველ დეოდორანტებს არ ხმარობს, რადგან მგრძობიარე იღლიიდან შეიძლება მკერდის სიმსივნეც განვითარდეს. იგი სხვა მასალით დამზადებულ დეზოდორანტებს ცდის. ისე კი, ურჩევნია, ოფლის სუნი ჰქონდეს, ვიდრე მოკვდეს.”


ჯულია რობერტსი
image
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მსოფლიოს ფავორიტი ვარსკვლავი არცთუ სასიამოვნო სურნელით გამოირჩევა. ჯულია ნამდვილი ჰიპია და უარს ამბობს ჰიგიენურ საშუალებებზე. მათ შორის, საპონზეც. გარემოს და რესურსების გაფრთხილების მიზეზით მას შეუძლია რამდენიმე დღე საერთოდ არ იბანაოს სამაგიეროდ, უყვარს ბუნებრივი ეთერზეთები. აღსანიშნავია ისიც, რომ თმასაც იშვიათად იბანს.


ბრად პიტი
image
ბრედ პიტის მეწყვილემ ფილმში “უსახელო ნაბიჭვრები'' ელი როთმა ჟურნალ People-ს განუცხადა, რომ ბრედს ხშირად ბანაობის დრო არ აქვს, ამიტომ რჩევებსაც კი იძლევა თუ როგორ გაძლო დაუბანლად. “ბრედმა მირჩია, როცა შხაპისთვის დრო არ გრჩება, უბრალოდ აიღე ბავშვის სველი ხელსახოცი და იღლიები გაიწმინდეო” – აღნიშნა როთმა.”მე ექვსი შვილი მყავს და ჩვილის ხელსახოცებთან ახლო შეხება მაქვს. მთელი დღე გადარბენაზე ვარ და შხაპისთვის დრო არ მრჩებაო, მითხრა ბრედმა”, – აღნიშნა ელი როთმა.


რობერტ პატინსონი
image
დღესდღეობით რობერტ პატინსონი უფრო სუფთად გამოიყურება, ვიდრე ბინდის საგის პოპულარობის ზენიტში, როცა ყველა ამბობდა, რომ ის უბრალოდ ყარდა. როგორც სანდო წყარომ განაცხადა, მსახიობს შეეძლო ექვსი კვირის განმავლობაში შხაპი არ მიეღო, როცა ამის შესახებ ჰკითხეს, რობერტმა უპასუხა: “შეიძლება, არ ვიცი. ვერ ვხვდები, რა მნიშვნელობა აქვს, თავი დაბანილი მექნება თუ არა, მაშინ როცა საერთოდ არ მაინტერესებს ეს… მე სახლსაც არ ვალაგებ, რადგან ესეც ფეხებზე მკიდია. ბინა დასაძინებლად მაქვს და თმა იმისთვის, რომ უბრალოდ თავზე მქონდეს. არ მანაღვლებს, სუფთაა ის თუ არა.”


მეგან ფოქსი
image
მეგანმა ინტერვიუში აღიარა, რომ ძალიან გულმავიწყია და ამის გამო საკმაოდ უხერხულ (და უხერხული სუნის მქონე) სიტუაციაში ხშირად ჩავარდნილა. კერძოდ, მას ტუალეტში ყოფნის შემდეგ წყლის ჩარეცხვა ავიწყდება. გულმავიწყობაა ეს თუ არაჰიგიენურობა?


ჯონი დეპი და ვანესა პარადი
image
ყოფილ ცოლქმარს ერთმანეთთან მართლაც ბევრი საერთო აქვთ – ჯონიც და ვანესაც დაბანასთან მწყრალად არიან. ჯონი იშვიათად ბანაობს, შესაბამისად, ყოველთვის ასდის სპეციფიკური სუნი. არც ვანესააა, დიდათ განსხვავებული. პირად ჰიგიენაზე მათ ერთნაირი წარმოდგენა ჰქონიათ. სამწუხაროა, რომ დაშორდნენ.

2
903
1-ს მოსწონს
ავტორი:ლაშა ვასაძე
ლაშა ვასაძე
903
  
16 ნოემბერი, 0:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

15 ნოემბერი, 17:34
ძალიან კარგი სტატია არის.
0 1 2