x
მეტი
  • 07.12.2019
  • სტატია:97179
  • ვიდეო:344046
  • სურათი:459147
ნამდვილი "ადამიანი-ობობა" 24 წლის ინდონეზიელი გოგონა არიეს სუსანტი, რომელმაც კედელზე ცოცვისას ფანტასტიური მონაცემები გამოავლინა

image მსოფლიო სპორტის სახეობებში ყოველთვის იყვნენ ფენომენალური მონაცემების მქონე ადამიანები, იქნებოდა ეს მამაკაცები თუ სუსტი სქესის წარმომადგენელები.
ინდონეზიელი კლდეზე მცოცავი გოგონა არიეს სუსანტი, როგორც ფენომენალური მონაცემების მქონე, დაფიქსირებულ იქნა ჩინეთში მიმდენინარე ჩემპიონატში-კლდეზე ცოცვაში.
24 წლის არიესმა 15 მეტრიანი ვერტიკალური კედელი 7 წამზე ნაკლებ დროში დალაშქრა, დაამყარა ახალი მსოფლიო რეკორდი და ოქროს მედალი მოიპოვა თავის დისციპლინაში.
ინდონეზიელის ფენომენალური გამარჯვების ნახვის მერე ათასობით ინტერნეტმომხმარებელმა დააფიქსირა თავისი აზრი კომენტარების სახით ვიდეოზე, რომელიც აიტვირთა არიეს სუსანტის მიერ დამყარებული მსოფლიო რეკორდის შემდეგ.
"ჩვენ ვნახეთ ნამდვილი ადამიანი-ობობა, რომელმაც წარმოუდგენელ დროში დალაშქრა 15 მეტრიანი ვერტიკალური კედელი, ამის გაკეთება ჩვეულებრივ მოკვდავს არ შეუძლია".
"ეს ადამიანი ბუნების მიერაა ფენომენალური მონაცემებით დაჯილდოებული".
"ვუყურებ და არ მჯერა, რომ ეს რეალური კადრებია".
"დაუჯერებელია ადამიანმა, მით უფრო 24 წლის გოგონამ მსგავსი რამ შესძლოს, მაგრამ მე ხომ ეს საკუთარი თვალებით ვნახე".
"ინდონეზიას შეუძლია იამაყოს არიესით, მისი სახით ფენომენალური ადამიანი ჰყავს ამ ქვეყანას"!
ასეთ, კომენტარებს აკეთებენ ადამიანები არიეს სუსანტის გამარჯვების ამსახველ ვიდეოზე.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კედელზე ცოცვა ოლიმპიური სპორტის სახეობებში შეიტანა და 2020 წელს ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე იქნება, როგორც სპორტის ერთერთი დისციპლინა.
image

0
146
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
146