x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ამპარტავნება და მისი სიმპტომები
image

ამპარტავნება საშინელი სულიერი დაავადებაა რომელიც უმეტეს შემთხვევაში ძალიან რთულად იკურნება. ღვთის წინაშე არ არსებობს ამაზე უფრო დიდი ცოდვა, ვიდრე ამპარტავნება. წმინდა მამები მას "სატანის თესლს" უწოდებენ. ამპარტავანს ისევე ეტყობა ამპარტავნება როგორც გიჟს ეტყობა ის, რომ გიჟია.

როდესაც ამპარტავანი, პატივმოყვარე, საკუთარი თავის მოყვარული, დიდებისმოყვარე, სასტიკი, მრისხანე, შურიანი, ქედმაღალი, ურჩი და სხვა ადამიანი ვერ კიმაყოფილებს თავის ვნებებს და საკუთარი "მეს" გამო სხვებს ანადგურებს, ამით თითქოსდა მახვილს იღებს ღვთის წინააღმდეგ და თი|თქოს ქრისტეს ეუბნება: "არ გვსურს, ვიყოთ მოკრძალებულნი და კეთილნი! არ მოგვწონს შენი კანონი!.. დაე, ისინი გვემსახურებოდნენ ჩვენ და არა ჩვენ - მათ!" ასეთი ადამიანიები თავს იტყუებენ, რომ თუთქოსდა არ სჭირდებათ უფლის მფარველობა და თვითონვე განერიდებიან მათ, რითიც უფრო დიდ ცოდვაში ვარდებიან! მათ ეს ესმით მაგრამ არ უნდათ ცოდვიდან გამოსვლა და უფლისათვის პატიების თხოვნა, რაც კიდევ უფრო დიდი დანაშაულია!

ამპარტავნების სიმპტომებია: შექების სურვილი, მხილების, შეგონებისა და ყვედრების მოუთმენლობა და ვერატანა, ეჭვიანობა, ბოროტის ხსომა, სხვების განკითხვა, გასაჭირი შენდობის თხოვნისა, იოლი გზების ძიება, ყურადღების მიპყრობა და თავისი გარეგანი კეთილის დანახება, გამუდმებული თამაში სხვების თანდასწრებით როგორც სცენაზე, იმ მიზნით, რომ სხვებს თავისი კეთილშობილი მხარე დაანახოს და დამალოს თავისი ნაკლოვნებები.


ადამიანი ვეღარ ხედავს საკუთარ ცოდვებს, ვერ ამჩნევს საკუთარ ნაკლოვნებებს, ამცირებს ანდა საერთოდ უარყოფს თავის დანაშაულს, ზოგჯერ მას სხვებსაც გადააბრალებს. აზვიადებს საკუთარ ცოდნას ნიჭსა და სათნოებებს...

ეს ყველაფერი კი რისი უფლის განრისხებისა და მისი მფარველობის დაკარგვის საწინდარია!.. ასე რომ... გავფრთხილდეთ!

4
903
3-ს მოსწონს
ავტორი:დაჩი.ჩარგეიშვილი
დაჩი.ჩარგეიშვილი
903
  
2012, 14 აგვისტო, 15:58
არაჩვეულებრივია
2012, 11 აგვისტო, 17:10
კარგია.....
2012, 8 აგვისტო, 15:51
მაგარია
0 1 4