x
რჩევები: როგორ მოვახდინოთ საუკეთესო შთაბეჭდილება პირველი შეხვედრისას

image
დავუშვათ, გასაუბრებაზე მიდიხართ და გსურთ საუკეთესო პირველი შთაბეჭდილება დატოვოთ.გაითვალისწინეთ, რომ თქვენ შესახებ შთაბეჭდილების 90% გასაუბრების პირველ ოთხ წუთში იქმნება. ძირითადად შთაბეჭდილებას ვტოვებთ არავერბალური მანიშნებლებით.

ქვემოთ გაეცნობით რამდენიმე ოქროს წესს, რომლებიც დაგეხმარებათ პირველი შეხვედრისას.

1. მისაღები

თუ შესაძლებელია, მოსასხამი გაიხადეთ და მისაღებში ჩააბარეთ, ხელები გადატვირთული არ გქონდეთ.იდექით ზურგზე დაწყობილი ხელებით(თავდაჯერებას გამოხატავს).

2. შესვლა

თქვენი შესვლა აცნობებს დამხვედრებს, თუ როგორ მოპყრობას მოელით მათგან. როგორც კი ნებას დაგრთავენ, დაყოვნების გარეშე შედით ოთახში, ზღურბლზე არ გაჩერდეთ.სიარულის ტემპი არ შეცვალოთ.არათავდაჯერებული ადამიანები მოძრაობის ტემპს ცვლიან და ფეხები ერევათ.

3. მიახლოება

იარეთ მსუბუქად და თავდაჯერებულად, ხელი ჩამოართვით ამ პიროვნებას, შემდეგ კი დაჯექით, დაანახვეთ, რომ მიჩვეული ხართ ოფისებში თავდაჯერებით სიარულს. გავლენიანი პიროვნებები და ისინი, ვინც ყურადღებას იქცევენ, საშუალო სისწრაფითა და საშუალო სიგრძის ნაბიჯებით დადიან.

4. ჟესტები

თავშეკავებულ, მშვიდ და მიზანმიმართულ ადამიანებს ახასიათებთ ემოციების კონტროლი, მკაფიო და მარტივი მოძრაობები. მაღალი სტატუსის მქონე ადამიანები ნაკლებ ჟესტებს იყენებენ.

5. დისტანცია

პატივი ეცით სხვა პიროვნების პირად სივრცეს, დაიცავით ზომიერება, ნუ მიუახლოვდებით ზედმეტად, თუმცა არც ძალიან შორს იყოთ მისგან.

6. გამოსვლა

თქვენი ნივთები ჩაალაგეთ წყნარად, ხელი ჩამოართვით და გარეთ გამოდით.ადამიანები ყოველთვის გამოგაყოლებენ თვალს, იზრუნეთ, კარგად გამოიყურებოდეს თქვენი ტანსაცმელი და თმა. დაკვირვებებით დგინდება, რომ გასაუბრებიდან გამოსვლისას, მამაკაცებს ყველაზე ხშირად აკვირდებიან ფეხსაცმელზე, ხოლო ქალებს - საჯდომზე.

0
58
1-ს მოსწონს
ავტორი:თამარ ჯინჭარაძე 1996
თამარ ჯინჭარაძე 1996
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0