x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
განძის მაძიებლებმა საუკუნის წინანდელი 900 ბოთლი კონიაკი იპოვეს,თუმცა წვეთი არ დაულევიათ
image

ბალტიის ზღვაში დაივერებმა აღმოაჩინეს 900 ბოთლი კონიაკი და ლიქიორი, თუმცა ერთი ბოთლიც კი არ გასინჯეს.

გემი, რომელზეც აღმოაჩინეს ალკოჰოლური სასმელები, შვედეთს ეკუთვნოდა.

1917 წელს ხომალდს სახელად SS Kyros საფრანგეთიდან რუსეთში უნდა გადაეზიდა ალკოჰოლი, კერძოდ პეტროგრადში(ახლანდელი სანკტ-პეტერბურგი), თუმცა ბალტიის ზღვაში გემს თავს დაესხა გერმანული წყალქვეშა ნავი.


ჩაძირული გემი 1999 წელს აღმოაჩინეს 77 მეტრის სიღრმეზე, თუმცა მაშინ მასზე წუალქვეშა ექსპედიცია არ განხორციელდა.

2019 წლის ნოემბერის დასაწყისში განძის მაძიებელთა ჯგუფმა Ocean X, რომელსაც პიტერ ლინდბერგი ხელმძღვანელობდა ჩავიდა წყალქვეშ, გაათავისუფლა გემის ნარჩენები მეთევზეთა ბადეებისგან და სხვა ნაგავისგან, ისინი დღედაღამე მუშაობდნენ თითქმის ერთი კვირის განმავლობაში, საბოლოოდ ექპედიიციის ჯგუფმა წყლიდან ამოიტანა 600 ბოთლი კონიაკი De Haartman & Co და 300 ბოთლი ლიქიორი Benedictine.

image

ლინდბერგმა აღნიშნა, რომ ჯგუფი იკვლევს ნაპოვნი განძის ღირებულებას, ისინი დაუკავშირდნენ ბრენდ Bacard--ის, რომელიც Benedictine-ს მემკვიდრეა, რადგან 100 წლის კონიაკი არც თუ ცნობილი ბრენდისაა მისი დღევანდელი დასის დადგენა ცოტა გაძნელებულია.

"ჩვენ ერთმნიშვნელოვნად არ გავხსენით არცერთი ბოთლი-შესაძლოა თითოს ფასი 10 000 დოლარიც იყოს, ახლა ვიძიებთ ინფორაციას, გვინდა მათი გაყიდვა"-აღნიშნა ლინდბერგმა.


ალკოჰოლის გარდა გემზე იპოვეს ლიუგერის მარკის დაჟანგული პისტოლეტი.

0
265
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
265
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0