x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134425
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
რუსეთში ე.წ გამოსაფხიზლებლის აღდგენას აპირებენ

image

რუსეთის ფედერაციის დეპუტატი, გენადი ონიშენკო პარტია "ედინაია რასიიდან"დუმაში წინადადებით შევიდა აღდგეს სამკურნალო-შრომითი პროფილაქტორია იგივე "გამოსაფხიზლებელი", რომელიც ალკოჰოლიზმთან ბრძოლას შეუწყობს ხელს.მსგავსი პრაქტიკა დანერგილი იყო საბჭოთა პერიოდში.


ონიშჩენკოს განცხადებით, რუსეთში 3 მილიონი მოქალაქე დაავადებულია ალკოჰოლიზმით, ამასთანავე ბევრი არა არის აღრიცხვაზე აყვანილი, არა და ფაქტობრივად ავად არიან და დამოკიდებულები არიან სპირტიან სასმელებზე.ისინი ვნებენ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ გარშემომყოფ პირებს.


ონიშჩენკო დარწმუნებულია, რომ ასეთი მოქალაქეების იძულებით მკურნალობა აუცილებელია.


ონიშჩენკომ ისიც დასძინა, რომ საბჭოთა პერიოდის ანალოგის გადმოტანაა დღეს აღარ გამოდგება, გათვალისწინებული უნდა იყოს სხვა ქვეყნების გამოცდილება.

პროექტს მხარს უჭერს თანაავტორი "ედინაია როსიიდან" ალექსანდრ ხინშტეინი, თუმცა აღნიშნავს, რომ მოქალაქეების იძულებითი იზოლაცია პროფილაქტიკურ დაწესებულებაში შეიძლება განხილული იქნეს, როგორც კონსტიტუციური უფლების დარღვევა.


იურიდიული კომპანია BMS Law Firm-ის პარტნიორი ალექსეი გავრიშევი აღნიშნავს, რომ ალკოჰოლიზმი არ არის მოქალაქის იზოლაციის საფუძველი.


0
133
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0