x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134049
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
”სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს”: 4 ვარსკვლავი, რომლებმაც მშობიარობის შემდეგ საკუთარი პლაცენტა შეჭამეს

image


პლაცენტის სასწაულმოქმედი თვისებების შესახებ უამრავი ჭორი დადის, მაგრამ მას რომ ზოგჯერ ჭამენ კიდეც - ალბათ, ბევრი თქვენგან პირველად გაიგებს. ზოგმა ცნობილმა ადამიანმა, როგორც გაირკვა, იმ გარსის გემო მშვენივრად იცის, რომელიც მთელი 9 თვის განმავლობაში დედის ორგანიზმში პატარა სასიცოცხლო ფუნქციებს უზრუნველყოფს.



მაიმ ბიალიკი



image


სერიალ "დიდი აფეთქების თეორიის" ვარსკვლავი დარწმუნებულია, რომ ახალნამშობიარევი ქალის პლაცენტის ჭამა, სრულებით ბუნებრივია და ამ ქმედებაში მაიმ ბიალიკი კრიმინალურს ვერაფერს ხედავს.



image


ბევრი ძუძუმწოვარიც იგივეს აკეთებს, რაც მათ არაერთი დაავადებისგან იცავს. თავად მსახიობმა საკუთარი პლაცენტა დამუშავების გარეშე არ გამოიყენა, მან ის სპეციალურ ლაბორატორიას გადასცა, რომელმაც მისგან ვარსკვლავს სპეციალური აბები დაუმზადა.


image


მაიმი დარწმუნებულია, რომ პლაცენტისგან დამზადებული პრეპარატები პირველ რიგში, მეძუძური დედებისა და მათი პატარების იმუნიტეტს აძლიერებს.




ალისია სილვერსტოუნი


image


მსახიობმა, მაიმის მსგავსად, საკუთარი პლაცენტაც ლაბორატორიას გადასცა, რომელმაც 90-იანი წლების სუპერვარსკვლავს მის ბაზაზე აბები დაუმზადა.



image


ალისიამ მისი გამოყენება მშობიარობიდან მალევე დაიწყო. ვარსკვლავი დარწმუნებულია, რომ სწორედ ამ "ბედნიერების აბებმა" შეუწყო ხელი მას, ფორმაში მალე ჩადგომასა და მშობიარობის შემდგომი დეპრესიის თავიდან აცილებაში.


image




ტომ კრუზი



image


საენტოლოგიის ერთგულმა მიმდევარმა ტომ კრუზმა (სიტყვა "საენტოლოგია" მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან "Science" - მეცნიერება, და შეიძლება ითარგმნოს როგორც მეცნიერბათმცოდნეობა ან მეცნიერებათმეტყველება. შეგახსენებთ, რომ "დიანეტიკა", საენტოლოგიის შემადგენელი ნაწილია, რომლის მიხედვითაც, ადამიანის ცხოვრების უმთავრესი მიზანი "გადარჩენაა". საენტოლოგია საერთაშორისო მოძრაობაა, რომელიც დაფუძნებულია ფანტასტიკური ჟანრის ამერიკელი მწერლის, ლაფაიეტ რონალდ ჰაბარდის (1911-1986) მიერ შექმნილ რელიგიურ სისტემაზე. მას საფუძვლად 4 ძირითადი პრინციპი უდევს: 1. ადამიანი თავისი არსით კარგია; 2. ადამიანი იბრძვის თვითგადარჩენისთვის; 3. თვითგადარჩენა თავად ადამიანზეა დამოკიდებული და 4. მხოლოდ სული გადაარჩენს ადამიანს. საენტოლოგებს აქვთ თავიანთი ჯვარი და სიმბოლო. მოძღვრებაში ორი მიმდინარეობაა: "საენტოლოგიის ეკლესია" და "თავისუფალი ზონა". საენტოლოგიის ეკლესიაში გაერთიანებული 3200 თემი, მისია თუ ჯგუფი. წევრებსა და მომხრეებს შორის არიან კულტურის ცნობილი მოღვაწენი. როგორც ცნობილია, ტომ კრუზი, ჯერ კიდევ 1990 წლიდან "საენტოლოგიის სექტის" წევრია) - საკუთარი მეუღლის, კეტი ჰოლმსის პლაცენტა ზედმეტი ფიქრისა და ჭოჭმანის გარეშე შეჭამა. უფრო მეტიც, კეტის მშობიარობის პროცესი სწორედ, ისეთ საგანგებო გარემოში წარიმართა, როგორც "შეუსრულებელი მისიის" ვარსკვლავმა ჩათვალა.


image


ტომ კრუზის აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ მის მეუღლეს სრულ სიჩუმეში ემშობიარა, რათა ახალშობილს დედის ყვირილისგან არ შეშინებოდა. მისი აზრით, ხმაურსა და მაღალ ტონებს შეიძლებოდა, რომ ბავშვის ფსიქიკაზე უარყოფითად ემოქმედა, ასევე მის მოთხოვნებს შორის ის პუნქტიც იყო, რომ ჩვილისთვის პირველ კვირას ხმა არავის გაეცა.


image



სავარაუდოდ, "ეს ცოდნა", მსახიობმა თავის ავადსახსენებელ სექტაში შეიძინა, თუმცა, ამ ყოველივემ მის სამაგალითო მამად ჩამოყალიბებას ხელი არანაირად არ შეუწყო. სურის შესახებ მას გაგონებაც კი არ სურს და როგორც ცნობილია, ვარსკვლავი მასთან უკვე მრავალი წელია არ ურთიერთობს.



კიმ კარდაშიანი




image

ცნობილმა "ტელედივამ" მეორე მშობიარობის შემდეგ, მძიმე დეპრესიას თავი სწორედ საკუთარი პლაცენტის ჭამით დააღწია. კიმის თქმით, პლაცენტამ ის როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად უფრო გააძლიერა, ხოლო მისი - განწყობა კი, პოზიტიური გახადა.



image



0
667
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
667