x
მეტი
  • 14.12.2019
  • სტატია:97359
  • ვიდეო:344176
  • სურათი:459354
უფლის რისხვა მალე დაატყდება თავს მათ, ვინც ხალხს რწმენა შეურყია

image

(ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი, გაგრძელება, ნაწილი 21)
2006 წელი, 8 ოქტომბერი
...მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდება. ყოველივე დანახული სრულდება. ამინ!
საპატრიარქოს ძალიან გაუჭირდება ასეთი „დემოკრატიული“ გზით სიარული, თუმცა ეს მათი არჩევანიც იყო. ეკლესიები მრევლს კარგავენ... ქაოსია, თუმცა საპატრიარქოში მალე ყველაფერი შეიცვლება. ძალიან რთული პერიოდები ელის ეკლესიას – ანუ საპატრიარქოს.
რუსეთი ჭკუას კარგავს და ამით ძალიან ცუდ იმიჯს იქმნის მსოფლიოში. მას არავინ ენდობა, ვხედავ.
დიდი პოლიტიკური ომი გაჩაღდება ორ პრეზიდენტს შორის: რუსეთი და საქართველო. საერთო ჯამში, რუსეთი წააგებს პატარა საქართველოსთან.
2006 წელი, 18 ოქტომბერი
რუსეთი დატოვებს საქართველოს. საქართველოს საზღვრები იკეტება. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! რუსი აქედანაც წავა. მათი ყველა ცდა ჩაშლილია. ვხედავ, რომ დადგა დრო მოქმედებისა. რაც რუსეთმა საქართველოს გაუკეთა, იმაზე უარესს ვეღარ მოიმოქმედებს, აღარაფერი დარჩათ გასაკეთებელი. ისინი ქართველი ერის მტრებად ჩაეწერებიან ისტორიაში. ფაშისტებს გაასწრეს!
საქართველოს მთავრობა არ გაჩერდება. ამერიკა თამაშობს რუსეთის დასანახად, ვითომ არ ემხრობა ქართულ პოლიტიკას, მაგრამ არ დაიჯეროთ, ყველა ქმედება საქართველოს პრეზიდენტისა შეთანხმებულია. ამერიკის პრეზიდენტი რუსებს ვერ იტანს.
რუსეთი და ამერიკა კავკასიას იყოფენ. ევროპა და ამერიკა რუსეთის ქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ ძალზე გაახმოვანებენ, ილაპარაკებენ უკვე ხმამაღლა. რუსეთი წააგებს.
2006 წელი, 14 ნოემბერი, დილის 10 საათი
ქართველების დეპორტაცია რუსების მხრივ ღმერთსაც კი გააოცებს. ვხედავ, რუსები ვეღარ მოზომავენ და კავკასიელთაგან არა მხოლოდ ქართველების, არამედ სომხების, აზერბაიჯანელების, ჩრდილოეთი კავკასიის ხალხების დევნასაც იწყებენ. მთავრობა ამ პროცესს ვერ შეაჩერებს.
ჰოდა, ჰყავდეთ ჩინური სახეები და არა ქართული, ლამაზი გენი. ჩინელები მთელს რუსეთს მოედებიან, მერე კი ავტონომიას ქმნიან და მე – ლელა კაკულია გეუბნებით თქვენ, რუსეთო, რომ ვხედავ, დიდი ბრძოლები გელით მომავალში თქვენი მიწების გამო. როგორც აფხაზეთს, სამაჩაბლოს, მესხეთ-ჯავახეთსა და სხვა მიწებს გვედავებით ჩვენ დღეს, ამაზე უარესი დღე დაგადგებათ მომავალში.
„ჩინური ჭირი, ქოლერა“ – ასე დაარქმევენ რუსები ჩინელებს.
ჩვენი მთავრობა აირევა, დიდი ბრძოლები წავა, კლანებად იყოფიან... დიდი თამაშები იწყება. „გუნდი ერთად ვართ! ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ!“ – ვხედავ, რომ პრეზიდენტი ცრუობს, იტყუება. ეშინია...
2006 წელი, 27 ნოემბერი, დილის 5 საათი
მოულოდნელი არეულობა იწყება საქართველოს მთავრობაში. „ნაციონალები“ ორად იყოფიან. ვხედავ, ხალხი გაოგნებულია. ვხედავ მაღალი თანამდებობის პირის სიკვდილს. უბედურ შემთხვევას დაარქმევენ, მე კი ვხედავ, რომ მას მოკლავენ...
რუსეთი უკან არ იხევს. იგი განაგრძობს ბინძურ პროვოკაციებს საქართველოს მიმართ. გაზის საკითხს ისე გადაწყვეტს, როგორც თვითონ აწყობს. გაზის გაშვებას შეწყვეტს, მაგრამ ხალხი, მთელი საქართველო, ვხედავ, ითმენს, უგაზობა არავის აშინებს.
რუსეთი წააგებს! ქართველი ხალხს რუსეთი სძულს, ვხედავ. „დიდმა რუსეთმა“ უდიდესი შეცდომები დაუშვა. იძაბება აფხაზეთი და სამაჩაბლო.
ხალხი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ხალხი დაშინებულია. საშინელი პერიოდებია. დაჭერები განახლდება, მაგრამ ის ეფექტი აღარა აქვს, რაც ჰქონდა წარსულში...
2006 წელი, 28 ნოემბერი
რუსეთი ძალიან ააფორიაქებს ევროპას. იწყებს, ასე ვთქვათ, ლამაზ ბრძოლას. გაზია რუსეთის კოზირი (პუტინი ჰგავს სადამ ჰუსეინს). ფრთხილად, რუსეთის პრეზიდენტო! ევროპა-ამერიკა არ აპატიებს რუსეთს. წავა დიდი დაპირისპირებები. მსოფლიო დაიძაბება. რუსეთს არავინ აღარ ენდობა, ვხედავ. რუსეთი წააგებს.
...უკრაინა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მოდიან რუსები — კრემლი... რუსეთი მართავს უკრაინას — ასე ჩანს, მაგრამ ქალი დიდ თამაშს იწყებს და მოიგებს კიდეც.
საქართველოში კი მოულოდნელად იცვლება მთავრობა. დიდი დარტყმა აწერია პრეზიდენტს, პირდაპირ ვხედავ...
დიდ ქაოსს ვხედავ. წართმეული ქონების უკან დაბრუნებას მოითხოვენ. კანონით თუ ვერას გახდებიან, ძალადობას მიმართავენ, ერთმანეთს დახოცავენ.
სამაჩაბლოში ომი გაჩაღდება. ეს, ვხედავ, რუსების ბოლო თამაშია.
ვხედავ, მთელი კავკასია აუმხედრდება რუსეთს. კავკასიონი იკეტება. ოსები გარბიან. მაგრამ, სად? ჩრდილოეთ ოსეთიც ხომ რუსეთის ავტონომია, ეს რუსეთის მიწაა და არა ოსებისა. ასეთივე დარტყმა აფსუებსაც ელით. ამინ!
საქართველოში პრემიერ-მინისტრი იცვლება, პენსიაზე უშვებენ; ხოლო მისი ბანკი – „სახალხო ბანკი“ იხურება. მისი მეპატრონე რუსი ქალბატონი ციხეში ამოყოფს თავს...
2006 წელი, 29 ნოემბერი
ხალხს რწმენა შეერყა, ვხედავ. უფლის რისხვა ძალიან მალე დაატყდება თავს ბევრს, ვინც ხალხს რწმენა შეურყია, რადგან ეს უფლის სიტყვებია:
„ბევრმა უსახურმა და ურცხვმა, უსინდისომ და არაკცმან დაისადგურა ჩემს სახლში. ადამიანებს თავგზას უბნევენ, ჩემი სამწყსო დაფანტულია და ვაი თქვენ, მოგივლენთ დიდ გასაჭირს! დაისადგურებს დიდი სიშავე არა ხალხისთვის, არამედ თქვენთვის. ამინ!“
ვხედავ, მოდის პატრიარქად ახლაგაზრდა, ძლიერი მამაკაცი. მე ვიცნობ კარგად, ისიც მიცნობს და მაფასებს. აღფრთოვანებულია. მთავრობა ზურგს უმაგრებს. რეფორმები საპატრიარქოსაც შეეხება. სამართალი იმარჯვებს. ყველაფერი სუფთავდება.
ს-ი? ჩვენ გვესმის და ვხედავთ მას და ვეთანხმებით, უფლის ნებით. იგი ჭკვიანი, უგანათლებულესი ადამიანია, რომელიც სიბინძურესა და უცოდინრობას გაექცა. მას სხვა გზა არ ჰქონდა. იგი, თუ კი რამეს მიიჩნევს დაკარგულად, ყოველივეს იბრუნებს. პრეზიდენტი მის კანდიდატურას ნომერ პირველად მიიჩნევს საპატრიარქოში. აი ნახავთ. ყველაფერი მალე შეიცვლება.
ამბობს უფალი: „ჩემამდე სავალი გზა ბევრია. რომელსაც ირჩევს ადამიანი, ყველა ერთია. მაინც ჩემთან მოხვალ, რა მრწამსიც უნდა გქონდეს. ამინ!“
ს-იც თავისი გზით მივიდა უფალთან და მან მიიღო თავისი შვილი ღირსეულად. ამას ვხედავ მომავალში. ამინ!
2006 წელი, 30 ნოემბერი
რუსები პოლიტიკაში დიდ შეცდომებს დაუშვებენ, ვხედავ. ბევრი რამ თავში აუვარდებათ, მსოფლიო კი ამის უფლებას არ მისცემს. ფრთხილად! რუსეთი ევროპა-ამერიკას გადაიკიდებს. არც ისე ბევრი გაზი აქვს რუსეთს, რითაც თამაშობს და რაც წაგებით დამთავრდება.
მუსლიმები ქრისტიანებს საერთოდ არ ენდობიან, განსაკუთრებით კი ირანი. რუსეთსა და ირანს შორის შავი კატა გაირბენს. ამას ამერიკა მიაღწევს. რუსეთი წააგებს მსოფლიო პოლიტიკას.
რუსეთი ჩინელებით ივსება – ქართველები მოენატრებათ!
ვხედავ ამერიკა-რუსეთის დიდ დაპირისპირებას, როგორიც არასდროს ყოფილა. ამერიკას ევროპაც აჰყვება. ვხედავ, ევროპაში გაზი რუსეთიდან აღარ შეედინება. ევროპა უარს იტყვის რუსულ გაზზე. ევროპაში კვლავ ძველი გზა აღდგება გაზისა.
საქართველოს ამერიკა არ თმობს, არც რუსეთი. ერთი, რასაც რუსეთი შეძლებს, ეს მკვლელობაა... თუმცა ამით რუსეთი ვერაფერს მიაღწევს. პროცესები საქართველოში გრძელდება და ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს...
მოდიან მეცნიერები თავისი საქმისა, მოდის „გიორგი“, „დავით აღმაშენებელი“ პრეზიდენტად. ჭკვიანია. ჩვენი მეგობარია. აი აქედან იწყება საქართველოს აღზევებისა და გაბრწყინების პერიოდი.
ძველი პოლიტიკოსები საერთოდ გაქრებიან – ოპოზიციაც და პოზიციაც...
2006 წელი, 2 დეკემბერი
...ქართულ პოლიტიკაში დიდი ცვლილებები იქნება. მოკლედ, „ნაციონალები“ პოლიტიკიდან მიდიან. ვხედავ, ახალი მთავრობა, ახალი ხალხია სათავეში. მოწყობა ისეთია, როგორიც ისრაელში, ზუსტად ისეთი მოდელია, ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე...
ვხედავ, ქონებრივ გადანაწილებასთან დაკავშირებით დიდ ქაოსს. ძალიან ბევრი სიბინძურე ამოტივტივდება, მთელი საქართველო გაოგნდება. ერთმანეთს სასამართლოებს გაუმართავენ, ერთმანეთს დახოცავენ, არაფერს შეარჩენენ. ამერიკელებს კი ეს სულ არ ანაღვლებთ, სხვა კანდიდატურა ჰყავთ შერჩეული. ძველი სახეები ქრებიან, როგორც პოზიციაში, ისე ოპოზიციაში. მოკლედ, ყველაფერი იცვლება.
რუსეთი დიდი დარტყმისთვის ემზადება. ყოველივე ასრულდება...
კორეა და რუსეთი ერთმანეთს დაეჯახებიან. ეს ამერიკას ძალიან აწყობს. თუმცა ყველაფერი ისედაც მათი ჩაწყობილია. რუსეთს ბევრ ქვეყანასთან აერევა ურთიერთობა. არც ისე ჭკვიანია მათი პრეზიდენტი.
საქართველოში კი სასამართლოები გაიმართება და რაც ხალხს წაართვეს, ყველა ყველაფერს იბრუნებს. იქნება დიდი დაპირისპირებები, გარჩევები სამართლიანი. ვაი მათ!
2006 წელი, 9 დეკემბერი
საქართველოს პოლიტიკაში მოულოდნელად დიდ ცვლილებებს ვხედავ, ვერც კი წარმოიდგენთ, ისეთს. ყველაფერი არც ისე კარგად კი არა, ძალიან ცუდად არის. ქართული ტვინი, ქართული ელიტა ნადგურდება. მათ ადგილს იკავებენ, უკაცრავად, მაგრამ მსუბუქი ყოფაქცევის, უგვარო, უნიჭო და გაურკვეველი ეროვნების ადამიანები. ამ უნიჭობის გამო მათ არავითარი მომავალი არ ეხატებოდათ წარსულში არც მედიცინაში, არც არქიტექტურაში, არც ეკონომიკაში და საერთოდ არაფერში.
მართლაც ღირსნი ხართ, ქართველნო, რომ დაუშვით ასეთი განადგურება ერისა და რწმენისა. მაგრამ დიდია უფლის წყალობა საქართველოს მიმართ და ვხედავ, რომ მალე საქართველოს გაასუფთავებს კრავის ტყავში გახვეული ეშმაკებისგან. ამინ! დიდება უფალს! და ძალიან ახლოსაა დრო იგი.
მოდიან, მოდიან მეცნიერები, მხოლოდ მეცნიერები! მოდის ჩემი მეგობარი „გიორგი ბრწყინვალე“ და გადაივლის იგი სიშავე საქართველოსგან.
ფრთხილად, პატრიარქი ცუდად ხდება! ოპოზიცია იყვირებს, რომ იგი მოწამლეს. ვხედავ, რომ პატრიარქი ჩვეულ სიფრთხილეს კარგავს და სარისკო ნაბიჯებს დგამს. ფრთხილად!
ყოფილი მინისტრი, ვხედავ, ზის და მემუარებს წერს. წიგნი – ეს არის უდიდესი გაშიშვლება ყოველივესი და დიდი დარტყმა. მინისტრი ინგლისში ზის.
ძალიან სწრაფი ცვლილებებია... აღსრულდება ყოველი წინსაწარმეტყველება, გინდათ თუ არა. საქართველო ძლიერია და თავისუფალი!
2006 წელი, 20 დეკემბერი
ადამიანი ბოლომდე ვერ აცნობიერებს წინასწარმეტყველებას, მის ძალას. ყოველივე მაინც ასრულდება, გინდათ თუ არა ეს, ყოველი დანახული და ნათქვამი მთელ მსოფლიოზე. ასეთია ნება უფლისა, ამინ!
მიიღეთ ისე, როგორც ვწინასწარმეტყველებ! ამას ვერავინ გაექცევით.
მე მთელი ჩემი ცხოვრება დედამიწაზე გავატარე საქართველოზე, ჩემს ხალხზე ფიქრსა და წერაში. ასეთი იყო ნება უფლისა. და წარმომგზავნეს მე, რათა ვამცნო ქვეყნიერებას ყოველი, რაც ხდება და რაც მოხდება. და ვაი მას, ვინც მე შემეხება, რადგან ის მამას შეეხება. ვაი მას!

2007 წელი

ვხედავ, როგორ გაბოროტდებიან ადამიანები, როგორ სცოდავენ და მათ სისასტიკეს ზღვარი არ აქვს. ფრთხილად! ბოროტება ბოროტებას თესავს. ვხედავ, თქვენივე სისასტიკე როგორ განადგურებთ!
2007 წელი, 16 იანვარი
ხალხს ეშინია წინააღმდეგობის გაწევისა. მათ არავინ დაიცავს, დასაჭერად რომ მიადგებიან. უბრალოდ, მათი დაცვის მექანიზმი არ არსებობს და ყველაფერი ეს წარსულში რჩება. მოკლედ, კისრებიც გიტეხიათო, მთავრობას ფეხებზე კიდია ყველა და ყველაფერი. ისინი თავიანთ პოლიტიკურ კურსს არ გადაუხვევენ, თუნდაც ყველა ამოიხოცოს.
ჟურნალისტებს და ტელევიზიებსაც დაერევიან. ვხედავ, ჟურნალ-გაზეთები იხურება, ასევე რამდენიმე ტელევიზია; იყიდება გამომცემლობა „საქართველო“ – უცებ დაიწყებენ გამოყრას შენობიდან. ირგვლივ ნგრევაა, საკუთრებას ხელყოფენ, ართმევენ კანონის სახელით. დიდი ცოდვის ბორბალი ტრიალებს. მოკლედ, ვხედავ, საქართველოში ქართველები ლტოლვილები არიან.
იწერება ტომები, რომლებიც, ვხედავ, მომავალში აუცილებლად გაირჩევა. ჩივის მთელი საქართველო და ყველა ყველაფერს იბრუნებს. ფრთხილად! „დრონი მეფობენ და არა მეფენი“. არსებობს ის, რაც თქვენ, ადამიანებო, არ იცით და ვერც წარმოიდგენთ. როცა გადახვალთ იმ ცხოვრებაში, ნახავთ, რომ იქ ყველაფერი სულ სხვანაირად არის: „აგეთ პასუხი!“ ფრთხილად! წუთისოფელში ცხოვრობთ დღეს...
2007 წელი, 18 იანვარი
ვხედავ, ახალი სახეები ჩნდებიან ქართულ პოლიტიკაში. ამაზე ჩვენი მთავრობა და პრეზიდენტი ძალიან აფორიაქდებიან. მაგრამ ბრძოლა, ვხედავ, ძალიან გაუჭირდებათ. იქმნება ახალი პარტია, დიდი ფული აქვთ, დიდი ძალები დგანან მათ უკან.
ზეციური ხედვა
„ჰე, მეომრებო, დროშა გაშალეთ, დროშა ქართული, დროშა ლაზური,
ცეცხლით, მახვილით მოვდივართ — ფრთხილად! მტერს გავუთენებთ სისხლიან დილას“.
რუსეთი ძალიან აქტიურობს, ვხედავ...
2007 წელი, 19 იანვარი, ნათლისღება
რუსეთი, ვხედავ, მომავალში იწყებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხის განხილვას, მაგრამ უკვე სულ სხვა ხალხს ვხედავ მთავრობაში. ასე რომ, საქართველოში დაიწყება დიდი ცვლილებები ქართველი ხალხის სასარგებლოდ.
უცებ ძალიან სწრაფი ცვლილებები წავა. რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს. აქ ყოველივე ამერიკის ჩარევის შემდეგ ხდება, იმიტომ, რომ ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებებს ვხედავ მომავალში, რომელიც საქართველოს ეხება.
იმ დროისთვის მუსლიმები, ვხედავ, ძალიან მომძლავრებულები არიან. მათ რუსეთის თანადგომა აღარ სჭირდებათ. ისინი მარტო დარჩენას არჩევენ. მათ იციან, რომ რუსეთის მხარდაჭერა ბალანსია რუსეთ-ამერიკის თამაშში მუსლიმების წინააღმდეგ. ეს ასეა, ასე ვხედავ. ცალკე მდგარი, კონტროლის გარეშე დარჩენილი მუსლიმები კი მთელი საქრისტიანოსათვის ძალიან საშიშნი არიან. და აქ საქართველოს ტერიტორია ბრწყინვალე ბაზაა მუსლიმური სამყაროს გასაკონტროლებლად. ამიტომ რუსეთი დატკბება, ყველა დათმობაზე წავა.
აფსუები საერთოდ ქრებიან, ოსები კი ჩრდილოეთ ოსეთია და ყველაფერი თავის ადგილზე დგება.
მომავალში ვხედავ დიდი პიროვნების სიკვდილს. მას პირდაპირ ესვრიან. ისევ ტაძარი და ისევ პანაშვიდები...
2007 წელი, 20 იანვარი
საპატრიარქო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება მომავალში. მათ მოუწევთ „დემოკრატიის“ თამაში, რომელიც საერთოდ მიუღებელია მართლმადიდებლობისთვის. შავი ძალები აკონტროლებენ საპატრიარქოს. ეს დიდ ქაოსს გამოუწვევს. ვხედავ, ტელევიზია და ჟურნალ-გაზეთები ამაზე ალაპარაკდებიან, მაგრამ ეს ყოველივე დროებითია.
ვხედავ ამ წუთში, როგორ დაეშვა იესო დედამიწაზე. იგი ფეხშიშველია და გრძელი, თეთრი სამოსი აცვია, წელზე უბრალო ბაწარი აქვს შემოხვეული. ღმერთო, რა ლამაზი და ნათელია იესოს სახე! სადაც კი ფეხს დგამს, ვხედავ, ყველაფერი იცვლება და სუფთავდება. ღმერთო, თვითონ უფალი ასუფთავებს საქართველოს! მან გამიღიმა და მითხრა:
„დაე, აღსრულდეს შენი დანახული ყოველი, უკვე ხილული და ჯერ კიდევ არახილული. ყველა მოკვდავი მიხვდება, სად არს ნათელი. ნუ შეგეშინდება! ყოველივე, რასაც ხედავ, ამცნე ქვეყანას და ხალხებს და ვაი მათ, ვინც შენ მოგეკარება — სწრაფად აგებენ პასუხს სხვების დასანახად. ამინ!“
ვხედავ, უფალმა მთელ საქართველოს შემოუარა, მერე ბზა დამიდო ფეხებთან და გაქრა ზეცაში. ღმერთო, რა ლამაზი იყო ეს ყველაფერი!
ეს არის გაფრთხილება მსოფლიოს მიმართ. ყველაფერი შეიცვლება: ჩრდილოეთითა და აღმოსალეთით, სამხრეთითა და დასავლეთით. ფრთხილად, ადამიანებო!
2007 წელი, 21 იანვარი
გერმანიის მთავრობაში კრიზისი იწყება, ვხედავ. მათი კანცლერი დიდ შეცდომებს დაუშვებს. არც ისეთი დიდი პოლიტიკოსიაო, ასე იტყვიან გერმანულ გაზეთებში და ტელევიზიითაც. ეს ჩანს რუსეთთან ურთიერთობაში. თითქოს ამერიკას ზურგი შეაქცია და რუსეთთან უფრო მეგობრული ურთიერთობები დაამყარა. ამერიკა არ აპატიებს ამას ქალბატონს და დიდ ხაფანგს დაუგებს.
ერთი პერიოდი წავა დიდი დაპირისპირება. რუსეთი გაზთან დაკავშირებით ისევ აურევს, ვხედავ. დაიწყებენ ვაჭრობას, არღვევენ ხელშეკრულებებს, მაგრამ რუსეთი ამ თამაშში წააგებს. „დიდ რუსეთს“ აიძულებენ, შეწყვიტოს თამაში და ვალდებულებები შეასრულოს. ეს ასე იქნება!
სხვა საინტერესო გზაც არსებობს ევროპისთვის გაზის მისაღებად აღმოსავლეთიდან. ასეთ ნახაზს ვხედავ: ირანი−აზერბაიჯანი−საქართველო−თურქეთი−ევროპა
ეს პროექტი ყოველთვის არსებობდა, მაგრამ წარსულში მისი განხორციელება შეუძლებელი იყო. ეს პროექტი მომავალში, ვხედავ, სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს ევროპისთვის. და საქართველო, მით უმეტეს, რომ ისიც ევროპაა, ვხედავ, დიდ მხარდაჭერას ღებულობს ევროპიდან ამ პროექტის საფასურად. ევროპა თვითონ ხდება შუამავალი ირანი-ბაქოს გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირებისა თურქეთის გავლით. ამინ!
2007 წელი, 10 თებერვალი
ვხედავ, მომავალში ამერიკა, როგორც ყოველთვის, არ დათმობს პოზიციებს და მთელ აღმოსავლეთში ისევ საკუთარ პოლიტიკას გაატარებს. მაგრამ რუსეთთან ურთიერთობები ძალიან დაიძაბება. ამერიკა რუსეთს ძალიან სერიოზულად დაადანაშაულებს ბევრ რამეში.
იძაბება ევროპაც (ისინი დამოუკიდებულები ხდებიან რუსეთისგან ნავთობისა და გაზის საკითხში), მაგრამ ამ თამაშს გერმანია მოუღებს ბოლოს. ვითომდა თბილ ურთიერთობას რუსეთთან მოულოდნელად შეწყვეტს კანცლერი და წავა დიდი პოლიტიკური თამაში. რუსეთი წააგებს. რუსეთს ბედისწერაზე ევროპის მართვა არ აწერია!
რუსეთის ამ პოლიტიკურ თამაშში დამარცხება დაძაბავს აღმოსავლეთს. მათ რუსეთის იმედი აქვთ, ვხედავ. ისინი წააგებენ. ეს ასეა. ვხედავ, მომავალში ამერიკა მართავს აღმოსავლეთს, მთელს აზიას...
რუსეთში, ვხედავ, პრეზიდენტი ძლერ და გავლენიან მინისტრებს იშორებს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მას ისევ სურს პრეზიდენტობა და აი აქ აუსრულდება ადრინდელი წინასწარმეტყველება... ეს ყოველივე იმ გავლენიანი თანამდებობის პირებისგან წამოვა. ასე აწერია დიდ რუსეთს.
2007 წელი, 15 თებერვალი
ვხედავ, რუსეთი ორად იყოფა, ანუ რუსეთის მთავრობა. რუსი გენერალი ვითომ პრეზიდენტს ემორჩილება, სინამდვილეში კი, გამწარებული და განაწყენებული, შურისძიებაზე ფიქრობს. დროზე ადრე წარმოიდგინა თავი მომავალ პრეზიდენტად. საერთოდ მას პრეზიდენტობა არ აწერია, მაგრამ არევით კი აურევს.
რუსეთის პრეზიდენტი ძალიან უცნაურ და მოულოდნელ ნაბიჯებს გადადგამს. იგი განაცხადებს, რომ საკმაოდ ენერგიულია, ახალგაზრდაა და პოსტის დატოვება არ სურს. აი აქ წააგებს პრეზიდენტი, აქაა მისი სიცოცხლის დასასრული.
საკუთარ პრეზიდენტზე რუსეთს უარყოფა არ აქვს, მაგრამ ევროპა და ამერიკა არ მიესალმება მის არჩევნებს. ჩუმად, ლამაზად წავა დიდი ბრძოლები. ბოლო ჯამში, რუსეთის პრეზიდენტი წააგებს.
რუსეთს ჯარი არ ჰყავს, ხალხს ატყუებენ. პრეზიდენტი ბევრ რამეს ატყუებდა რუს ხალხს. ამაზე ილაპარაკებენ.
უკრაიანაში მათი კაცი თითქოს მთლიანად „რუსია“, მაგრამ, რაც ადრე ვიწინასწარმეტყველე, დღესაც იგივეს ვხედავ: ის რუსეთს უღალატებს! იგი გაატარებს უკრაინულ პოლიტიკას და არა რუსულს. ეს დიდი და წარმოუდგენელი დარტყმაა რუსეთისთვის. რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა დაიძაბება. რუსეთი წააგებს...
2007 წელი, 16 თებერვალი
უკრაინაში მკვეთრი პოლიტიკური ცვლა წავა. ვხედავ, მთელი მთავრობა იცვლება. დიდი ბრძოლები წავა მთავრობაში. მკაფიოდ ჩანს, თუ ვის უფრო უმუშავებს თავი. ვხედავ, რომ ტიმოშენკო უფრო რუსული მხარეა. იანუკოვიჩის თამაშით რუსეთთან (იგი გამოიყენებს ამ მომენტს) წინა პლანზე წამოიწევს. რუსეთი იანუკოვიჩს არ აპატიებს და ასე ჩანს, რომ იულია ტიმოშენკო რუსეთის მხარდაჭერით ხდება უკრაინის პრემიერი. დიახ, ასე ვხედავ, ოღონდ ვერც იუშენკოა მომავალში პრეზიდენტი და არც იულია ტიმოშენკო პრემიერი. მოდის ახალი, ნამდვილად უკრაინული მთავრობა – უკრაინელები, რევოლუციის გარეშე.
უკრაინა არც ევროპა-ამერიკას გაუწვება და არც „დიდ რუსეთს“. ეს იქნება ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო რუსების გარეშე. რუსეთი, ვხედავ, ვეღარ ჩაერევა უკრაინის საქმეებში. უკრაინა მოიგებს ომს რუსებთან. დიახ, ეს ასე მოხდება.
რუსეთი ძალიან სუსტდება. კი ჰყავს ბევრი მილიონერი და მილიარდერი, მოსკოვი ბრწყინავს, მაგრამ მხოლოდ მოსკოვი. რუსეთი? სად არის რუსი ხალხი? ისინი როგორ ცხოვრობენ? რუსეთი თითქმის კარგავს აღმოსავლეთს და მალე აფხაზეთი და სამაჩაბლო დაავიწყდება. ამინ!
კავაკასია იძაბება. რუსულმა პოლიტიკამ ვხედავ, რომ წააგო. მათ მუსლიმები არ ენდობიან.
2007 წელი, 17 თებერვალი
მომავალში ამერიკელი ქალი-პრეზიდენტი ძალიან ფიცხია და კაპასი. სანდომიანი, სიკეთით სავსე იერი აქვს, მაგრამ შინაგანად – მტრის კარს! შეუპოვარია, შეცდომებს არავის პატიობს და უკან არ იხევს. იგი მუსლიმების რისხვაა, ვხედავ, მომავალში.
ფერადკანიანი პრეზიდენტი დღეს ამერიკას არ სჭირდება, არც დამთმობი კაცი, რომელსაც, უკაცრავად, მაგრამ პოლიტიკა არ ესმის. გიკვირთ? ასე ვხედავ.
მომავალში ქალი-პრეზიდენტი ძალიან ელეგანტურად და მომხიბვლელად, მაგრამ სასტიკად დაამთავრებს მუსლიმებთან დიდ პოლიტიკურ თამაშს. ასეთი რამ „დემოკრატებს“ არ ახსოვთ. ქალი-პრეზიდენტი ყოველთვის გამოძვრება ურთულესი მდგომარეობიდან, ოსტატურად მოიხმარს ქალურ ვითომდა სისუსტეებს.
საოცარია, რასაც ვხედავ. ამერიკა კრიზისიდან ძვრება ქალის ჭკუის მეშვეობით. სანამ აღმოსავლეთი აზრზე მოვა, ანუ მუსლიმები, ყველაფერი დამთავრდება ქალი-პრეზიდენტის გამარჯვებით. იგი ისე დაარტყამს ირანს, რომ მათ ბუში მოენატრებათ.
ქალ-პრეზიდენტს ოჯახის წევრი გარდაეცვლება და ეს მას ძალიან მოტეხს. ჩამოწვება დიდი სიჩუმე, მაგრამ იგი სწრაფად წამოდგება ფეხზე და იქნება ძალიან დაუნდობელი.
ვხედავ დიდი პოლიტიკოსის სიკვდილს. მას მოწამლავენ.
ამერიკას ელის გასაოცარი მომავალი. ამერიკის ქალღმერთი – თავისუფლების ქანდაკება, გაშავდება... რატომ?
2007 წელი, 19 აპრილი
რუსეთი ყველა წამოწყებულ ტერორს საქართველოს მიმართ წააგებს ასი პროცენტით. ამას ყოველთვის ასე ვხედავდი და ასეც ასრულდება. თვითონ რუსეთს უჭირს. პრეზიდენტი პუტინი სხვა კანდიდატს ვერ ხედავს საკუთარ პოსტზე და იწყებს დიდ თამაშს. იგი კიდევ მოდის, მაგრამ ბედისწერაზე გამართლება აღარ აწერია, როგორც წარსულში იყო.
ყოველივე იცვლება. რუსეთი კარგავს აფხაზეთს, სამაჩაბლოს, საერთოდ კავკასიას. კავკასია კი საქართველოდან იწყება.
საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვერავინ შეარყევს!
დღეს საქართველო გადის რთულ პერიოდს. ყველაფერი კიდევ უფრო დაიძაბება. ხალხის გაოგნებისა და დაშინების პერიოდი უცებ გაქრება... ვიმეორებ, ხალხი ერთიანდება. ვხედავ, რომ გაჭირვება აერთიანებს მათ და მეტი არაფერი...
ფრთხილად! ფრთხილად! ფრთხილად!
2007 წელი, 22 აპრილი
...ვხედავ დიდ გამოსვლებს, მასშტაბურ აქციებს. მთავრობას უკვე მართლა შიში შეიპყრობს. ახლოვდება წინასწარმეტყველების აღსრულების ჟამი. ამინ!
2007 წელი, 24 აპრილი
მომავალში პარლამენტში სულ სხვა ხალხს ვხედავ. მინდა ავხსნა ეს ხედვა: ის პარლამენტარები, რომლებიც უკვე 10-15 და მეტი წელია პარლამენტში სხედან, აგრეთვე ძველი პარტიებიც, არენიდან ქრებიან. ისინი პარლამენტში ვეღარ მოვლენ. ბევრი დაკარგავს ქონებას.
ვხედავ ახალი მოწყობის პარლამენტს. ეს ჯერ კიდევ1992-1994 წლებში ვიწინასწარმეტყველე. დიახ, ასეა, ყველაფერს ბოლომდე შეცვლის ჩვენი მთავრობა.
რუსეთი ძალიან რთულ მდგომარეობაშია. იგი საბოლოოდ წაეჩხუბება ევროპას. აი, აქ გამოადგება საქართველოს ბაქო-ჯეიჰანის მილები (ასევე სხვა მილებიც, გაზისაა ეს თუ ნავთობისა). ყველაფერი სრულდება.
რუსეთი, სადაც მარტო მოსკოვში ცხოვრობენ კარგად, ძალიან დასუსტდება. პუტინს უჭირს უკვე, ბევრი გაილაშქრებს მის წინააღმდეგ, ყველას მისი წასვლა სურს. ვხედავ, იგი ცდილობს, რომ კონსტიტუცია შეცვალოს.
საქართველოში კი ხალხს ძინავს... მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ ყოველივე დროებითია. საქართველო ძალიან მალე გამოიღვიძებს, ძალიან მალე!
(გაგრძელება იქნება. P.S. მასალის მთავარ ფოტოდ გამოყენებულია ქალბატონ ლელას კაკულიას კოსმიური ნახატი)image
2
885
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
885
  
16 ნოემბერი, 0:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

14 ნოემბერი, 13:22
წლებია ვიძახი: მართალია გვაქვს ძალიან ლამაზი დროშა, მაგრამ ეს არაა ქართული დროშა, ესაა ჯვრებზე თავწაკვეთილი "იერუსალიმის დროშად" წოდებული ტამპლიერების ორდენის დროშა.
ჩვენ კი გვჭირდება თამაროვანი თეთრი დროშა-თეთრ ფონზე ცენტრში დიდი წითელი ჯვრით.

„ჰე, მეომრებო, დროშა გაშალეთ, დროშა ქართული, დროშა ლაზური,
ცეცხლით, მახვილით მოვდივართ — ფრთხილად! მტერს გავუთენებთ სისხლიან დილას“.
ეს მომეწონა განსაკუთრებით, რადგან ამაში წამითაც არ მეპარება ეჭვი.
0 1 2