x
მეტი
  • 16.12.2019
  • სტატია:97401
  • ვიდეო:344213
  • სურათი:459420
ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გიორგი გულუას პოეზიის საღამო გაიმართა

13 ნოემბერს ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის მართვის ცენტრისა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ჩატარდა ჩხოროწყუელი ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტის გიორგი გულუას პოეზიის საღამო. გიორგი დღეს გახლდათ იუბილარიც, მას 25 წელი შეუსრულდა და დამსწრე საზოგადოებას შემოქმედი წარუდგინეს ბიბლიოთეკის დირექტორმა ქალბატონმა მადონა მაქაცარიამ და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორმა გიორგი ფიფიამ. პოეტმა თავად წაიკითხა საკუთარი ლექსები ემოციურად, ალიტერაციული მშვენიერებისა და რიტმული ჟღერადობის თანხლებით. მსმენელმა მქუხარე ტაშით დააჯილდოვა, როგორც მისი ქართული, ისე მეგრულენოვანი ლექსები .
გიორგი გულუას შემოქმედებასა და პოეტურ ხერხებზე ისაუბრეს ქალბატონმა ნაირა ციმინტიამ, ბატონებმა ლაშა გვასალიამ, კოტე ნაჭყებიამ, გიორგი ჯიჭონაიამ, შოთა წურწუმიამ, ზურაბ კვარაცხელიამ .. ბატონმა ლაშა გვასალიამ ხაზი გაუსვა პოეტის ფერწერულ და გამომხატველობით შესაძლებლობებს, თემატიკის მრავალფეროვნებასა და სინტაქსურ სიმდიდრეს. ასევე ისაუბრა მეტაფორული და ალიტერაციული ხერხების ბუნებრივად და ოსტატურად გამოყენებაზე. პოეტის სიყმაწვილესა და მის პირველ ნაბიჯებზე ისაუბრა ბატონმა კოტე ნაჭყებიამ. მეტად საინტერესო შტრიხები გაავლო ქალბატონმა ნაირა ციმინტიამ, რომელმაც შინაურული, უბრალო რაკურსით დაგვანახა იუბილარი კალმოსანი. "ეს ბიჭი პოეტია, ჭამოყალიბებული და შემდგარი მუზის კაცი, დანარჩენი მაზეა დამოკიდებული, მის შრომაზე, პოეტურად ცხოვრებასა და შემოქმედებით წვაზე. მთავარია, რომ მან თავისი ადგილი პარნასში მოიძია!" - ასე მიმართეს პოეტს და მადლობითა და მქუხარე ტაშით მიესალმნენ დარბაზში მყოფ მის დედას. პოეტი კითხულობდა თავის დიდებულ ლექსებს, დარბაზი კი ქუხდა აღფრთოვანებითა და სიყვარულით!

image

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგიმეფარიძე123
გიორგიმეფარიძე123
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0