x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვინი ჰარლოუ უიშვიათესი დაავადების-ვიტილიგოს მქონე მოდელი, რომელიც მეგა კლასის სამოდელო სახლთან მუშაობს

image სოციალური ქსელი გადავსებულია გოგონების აქაუნტებით, რომლებიც არაბუნებრივი, თითქმის ერთნაირი გარეგნობით გამოირჩევიან-გაბერილი ტუჩები, პატარა ცხვირები, წაწვეტებული ნიკაპებით და გამოკვეთილი ღაწვებით.
პირველივე სურათის ნახვიდანვე გიჩნდებათ ეჭვი, რომ ამ გოგონების სარეგნობაში აშკარად ურევია პლასტიკური ქირურგის ხელი.
იგივე სურათია მოდის სამყაროშიც თუმცა არიან გამონაკლისები, თუნდაც კანადელი ფოტომოდელი და აქტივისტი ვინი ჰარლოუ, რომელიც ცნობილი გახდა ტაირი ბენქსის შოუში "ტოპ-მოდელი ამერიკულად" მონაწილეობის შემდეგ.
ვინი 25 წლისაა და მას იშვიათი დაავადება აქვს, რომელიც ჯერ მსოფლიოს არცერთ კლინიკაში არ იკურნება, მას აქვს ვიტილიგო ანუ გასაგებად, რომ ვთქვათ მას აქვს კანის პიგმენტაციის დარღვევა.
ვინის ტუჩების ირგვლივ დიდი ნათელი ნაქა აქვს, ასევე მთელ სხეულზე აქვს უზარმაზარი ნათელი ლაქები, თავად ვინი ფერადკანიანია.
ვინი წარმატებული მოდელია და დღეს ის "Desigua"-ს ოფიციალური სახეა, წარმატებით გამოვიდა "Diesel"-ის ბრენდის ტანსაცმელის კოლექციის ჩვენებაზე ზე ცნობილი მოდელის ადრიანა ლიმას გვერდით.
თუ ვინის ბავშვობა არ იყო დიდად სანატრელი, 4 წლის ასაკში მისი დაავადების გამოჩენის გამო, მაგრამ ცხოვრება მას უმზადებდა ბრწყინვალე მომავალს და კარიერას.
როგორც მოდელი ის უკვე შედგა და შედგა, როგორც ვარსკვლავი. ის "Victoria Secret"-ის "ანგელოზების დასს" შეუერთდა. ის ასევე ცნობილი აქტივისტია და ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე, სადაც 4 მილიონი ხელმომწერი ჰყავს ადამიანებს კომპლექსებთან ბრძოლის მეთოდებს ასწავლის, მისი თქმით: "არცერთი დაავადება განაჩენი არაა და მას არ უნდა შევეგუოთ, როგორც განაჩენს, არამედ უნდა ვიცხოვროთ მასთან ერთად, საკუთარი გონების კარნახით და საკუთარი მიზნების თუ ოცნებების ასრულების სურვილით.
ვინის მეგობარი მამაკაცი კი უკვე ლეგენდად ქცეული ბრიტანელი, "ფორმულა1"-ს პილოტი ლუის ჰემილტონია.
ვინი ემინემის და ბეიონსეს კლიპებშიც გადაიღეს, მას უკვე ფილმებშიც იწვევენ.
"მე ვარ კონკია, რომელსაც კეთილმა ადამიანებმა შეუწყვეს ხელი და მაღალ სიმაღლეზე აიყვანეს"-ასე განაცხადა საკუთარ თავზე ვინიმ.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


















0
105
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
105