x
image
მარიამ პირველი
თვითნასწავლი ხელოვანი სოფიო პირველი: ,,ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმული ბედნიერი და კმაყოფილი ადამიანები არიან''
image

ბოლო რამდენიმე წელია ხელნაკეთი ნივთები საკმაოდ მაღალი პოპულარობით სრგებლობს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ყურადღება შევაჩერო ერთ-ერთ თვით ნასწავლ ხელოვან – სოფიო პირველზე, რომელის პროფესია ბიზნესის მართვა და ორგანიზაციაა. იგი საკმაოდ წარმატებით მოღვაწეობდა ერთ-ერთ დიდ კომპანიაში მრავალი წლის მანძილზე.

სოფია ქმნის სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს, აქსესუარებს და სახლის დეკორაციებს. მისი ხელნაკეთი ნივთები, თუ აქსესუარები, ცნობილია როგორც Sof Artის შემოქმედებით, რომელიც გამოირჩევა ინდივიდუალიზმით, მის შემოქმედებაში ხშირად დომინირებს სვანეთის თემატიკა, სახასიათო სვანური კოშკით, რაც უფრო მეტად სახასიათოს ხდის მის შემოქმედებას.

image



- ჩემი სპეციალობა, ჩემი შემოქმედება დაიწყო ძალიან დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ მაშინ როცა სკოლაში ვსწავლობდი, ყოველთვის მიზიდავდა ხელოვნება, ხელნაკეთი ნივთები, ის რაც სხვებისთვის უსარგებლო ნივთები და უხეშად რომ ვთქვათ გადასაგდები ნივთები იყო, მე ასეთ ნივთებშიც კი ახალ სიცოცხლეს ვხედავდი და ყოველთვის მქონდა რაიმეს კეთების სურვილი და იდეები, თუმცა აქტიურად უფრო მოგვიანებით დავიწყე ხელნაკეთი ნივთების კეთება.

რაც შეეხება SofArt-ს 2012 წლიდან არსებობს, თუმცა უფრო აქტიური დაახლოებით 3 წელია რაც გახდა ეს გვერდი სოციალურ ქსელში.

image

ძალიან კარგად მახსოვს ნივთი და ადამიანი ვინც პირველად შეიძინა Sof Art-ის შემოქმედება. ეს იყო შინდისფერი ბარხატის ბურთულებისგან შექმნილი საყურე და ერთი საყვარელი, დინჯი გოგონა(ვინც შეიძინა).

image

ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმული ბედნიერი და კმაყოფილი ადამიანებია, რომლებმაც შეიძინეს ჩემი შემოქმედება და ძალიან კმაყოფილები არიან და გამოხატავენ დადებით ემოციას . ამ დროს ასმაგად კმაყოფილი და მოტივირებული ვარ.

ძირითადად მეხმიანებიან ადამიანები ვისაც საჩუქრად უნდათ, რომ შემიკვეთონ რაიმე ნივთი, თუმცა კონკრეტულად არ იციან რა ნივთი უნდათ.

image

ასეთი შემთხვევის დროს ვიწყებ გამოკითხვას თუ რა უყვარს ადრესატს, რა ფერი? რა სფერო, რა ყვავილი, რა სიმღერა, შემდეგ ერთობლივად ვადგენთ ამ საჩუქრის ესკიზს და შედეგი ყოველთვის ამართლებს, საბედნიეროდ . რამოდენიმე ადამიანთან ვინც Sof Art-ის ხელნაკეთი ნივთი შეიძინა, დავმეგობრდი კიდეც, ამით იმის თქმა მინდა რომ ადამიანებს და საქმეს ყოველთვის გულით ვუდგები და საბედნიეროდ ეს მიფასდება.

დღეს ბევრი ხელნაკეთი აქსეუარების გვერდია ინტერნეტ სივრცეში და SofArt-ს გარდა ინდივიდუალიზმისა ვფიქრობ ის უპირატესობაც აქვს რომ კარგად ვიცნობ ადამიანების ფსიქოლოგიას და ვცდილობ ყველას ინდივიდუალურად მივუდგე და მათი სურვილები მათთვის მოსაწონ ნივთებად ვაქციო.

image

მე აქტიურად ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას და მაქვს ბევრი გეგმა, ბევრი იდეა და საამწუხაროდ ცოტა დრო. თუმცა დროის სიმცირეც არ მაჩერებს. ხშირ შემთხვევაში ჩემი უძილობის ხარჯზე იქმნება SofArtები, თუმცა მუზა ძირითადად ისედაც ღამე მოდის, სხვათაშორის ხშირად მესიზმრება იდეები, თუ რა უნდა გავაკეთო . სამწუხაროდ ზოგჯერ მავიწყდება და გული მწყდება.იმიტომ რომ ის მახსოვს, რომ ძალიან მაგარი იდეა იყო .

image

ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობისას ხშირად ვუსმენ სიმღერებს რომლებიც სპეციალურად მაქვს შერჩეული მუშაობის პროცესში მოსასმენად. ვფიქრობ მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში არ შევწყვეტ ამ საქმიანობას.უბრალოდ შესაძლოა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდეს.

0
88
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0