x
მეტი
  • 07.12.2019
  • სტატია:97179
  • ვიდეო:344046
  • სურათი:459147
მართალი იყო დიდი ოტია იოსელიანი როცა ბრძანა: "ჩვენ გვჭირს ეროვნული გამოთაყვანება"-ო

image რა სწორად ბრძანა სულმნათმა მწერალმა, რაოდენ გულდასაწყვეტი და სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს სიტყვები,
დიახ, ჩვენ ნამდვილად გვჭირს ეროვნული გამოთაყვანება და ამის დამადასტურებელ მაგალითებსაც მოვიყვან.
კაცმა, რომელიც თავის თავს პოლიტიკოსს უწოდებს და რომელიც ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს-პარლამენტის დეპუტატიც იყო შექმნა მოძრაობა თუ სექტა, რომელიც ოფიციალურად დაარეგისტრირა. და ეს ორგანიზაცია, პარტია თუ სექტა ქვეყნის დასაცავად ჯარში ახალგაზრდების გაწვევას უშლის ხელს, ახალგაზრდებს ჯარში გაწვევისაგან თავის ასარიდებლად აძლევს სასულიერო პირის მოწმობას.
ოღონდ როდის მერე გახდა ეს მოძრაობა, პარტია თუ სექტა რელიგიური ორგანიზაცია ვერ ვხვდები.
ვერც იმას ვხვდები ფარატინა ქაღალდს რატომ აქვს სამართლებრივ სახელმწიფოში მოქმედი დოკუმენტის სტატუსი.
მეორე უკიდურესობა ახლახან მოხდა, მართლმადიდებელმა მოძღვრებმა კატეგორიული უარი განაცხადეს ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდისათვის წესის აგებაზე იმ მიზეზით, ეს ახალგაზრდა "გირჩის" წევრი იყო და იმავე ორგანიზაციის "სასულიერო" პირებმა აუგონ წესიო!
ეროვნული გამოთაყვანებაა ეს აბა რა ჭირი და დოზანაა, ხომ იყო ის ბიჭი მართლმადიდებლად მონათლული და ჯარიდან თავის ასარიდებლად ფარატინა ფურცლის აღებით გახდა არაქრისტიანი?
გუშინ დავდე ოკუპირებულ აფხაზეთში, ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების თვალსაჩინო ნიმუშის-ბედიის მონასტრის უახლესი და სავალალო სურათები, სადაც აშკარად ჩანს თუ როგორ წაუშლიათ ტაძრის კედლებიდან სრულად ქართული ფრესკები.
სურათი სოციალურ ქსელშიც გავაზიარე, სამწუხაროდ სულ რამდენიმე ადამიანს უნახავს სურათი, მათი ყურადღება არ და ვერ მიიქცია ქართული ტაძრის მიმართ განხორციელებულმა ვანდალურმა აქტმა.
სამაგიეროდ, ვინმე კესარიაა პოპულარული და საინტერესო.
მე არა ვარ პროფესიონალი ჟურნალისტი, არც პრეტენზია მაქვს იმაზე, რომ ჩემი სტატია განსაკუთრებული და კითხვადია, მაგრამ როცა ქართველს შენი ერის დიადი ისტორიის ერთი ბრწყინვალე პერიოდის ტაძრის სავალალო მდგომარეობა არ შეგაწუხებს და არ დაგაფიქრებს, აშკარაა მენტალიტეტში გაქვს უკვე ბზარი გაჩენილი.
როცა შენი ქვეყნის სატკივარი არ გტკივა და არ გაწუხებს, ჩემი აზრით შენ თუ თქვენ ამ ქვეყნისათვის დაკარგული ხარ, გნებავთ ხართ.
სხვა არაფერი კი არ უთქვამს ბატონ ოტიას-ჩვენ გვჭირს ეროვნული გამოთაყვანება.

0
176
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
176