x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რას ნიშნავს სინამდვილეში ცნობილი ბრენდების სახელები და ლოგოები
იცოდით, რას ნიშნავს სახელი IKEA? ან რამ შთააგონა Android-ის გამომგონებელი, ეს სახელი აერჩია? სტატიაში გაიგებთ, რას ნიშნავს ცნობილი ბრენდების სახელები სინამდვილეში. ყურადღებით წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ!








ჩუპა ჩუპსი - Chupa Chups

ენრიკ ბერნატიმ შეამჩნია, რომ მშობლები ხშირად ეჩხუბებოდნენ ბავშვებს, როცა ხელები ტკბილეულში ჰქონდათ ამოსვრილი. ამიტომაც მოუვიდა იდეა, რომ შეექმნა ჯოხზე წამოცმული გემრიელი კანფეტი, რაც საკმაოდ პოპულარული გახდა და ენრიკ ბერნატის სიმდიდრეც მოუტანა.


ტკბილეულის სახელი ესპანური სიტყვიდან chupar მოდის, რაც გაწუწვნას ნიშნავს. ჩუპა ჩუპსის ლოგოს ისტორია კიდევ უფრო საინტერესოა. ის სალვადორ დალიმ თავად დახატა, რადგან ბერნატიმ სთხოვა. მხატვარმა გადაწყვიტა გვირილის დახატვა, ფერები კი ესპანეთის დროშის ინსპირაციით შეარჩია. ასეთი ლოგოს შექმნას განსაკუთრებული მიზეზი აქვს: სურათი მრგვალი ფორმის კანფეტს ზევიდან აქვს შემოხვეული, ამისთვის კი გვირილის ფორმა საუკეთესოა. მოგვიანებით, ლოგო უფრო გაამრავალფეროვნეს, მაგრამ ძირითადი ფორმა იგივე დარჩა.

image






პეპსი - Pepsi


პეპსის შემქმნელ დევის ბრედჰემის თქმით, მისი სასმელი, რომელიც წყლის, შაქრის, კარამელის, ლიმონის ზეთისა და მუსკატის კაკლისგანაა დამზადებული, მონელების პროცესს ეხმარება. ამიტომაც პროდუქტისთვის მან შეარჩია სახელი "პეპსი", რომელსაც საფუძვლად "დისპეპსია" (საკვების მონელების დარღვევა) უდევს.


თავისი არსებობის 100 წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე, პეპსის ლოგო ბევრჯერ შეიცვალა. დღეს ის წარმოადგენს წრეს ლურჯი და წითელი ფერებით, რომლებიც თეთრი ხაზითაა ერთმანეთისგან გამოყოფილი. საინტერესოა, რომ კომპანიამ ლოგოსთვის 1 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა. შემქმნელების თქმით, ის გამოხატავს დედამიწის მაგნიტურ ველს, პითაგორას თეორემასა და ოქროს კვეთის თეორიას. თუმცა, ბევრისთვის ლოგოს დაკავშირება აშშ-ის დროშის ფერებთან უფრო რეალურია.

image






ასუსი - Asus

ცოტა ადამიანმა თუ იცის ამ ტაივანური კომპანიის სახელის შექმნის საინტერესო ისტორია. თავიდან დამფუძნებლებს სურდათ, მისთვის მფრინავი ცხენის - პეგასის (Pegasus) სახელი დაერქმიათ. თუმცა, მოგვიანებით მას პირველი სამი ასო მოაკლეს, რათა კომპანია ნომრების (და სხვა ანბანის მიხედვით დალაგებულ სიებში) პირველი ყოფილიყო.

image






იკეა - IKEA

იკეას პროდუქტებს, რომლებსაც მაღაზიებში შეხვდებით, ხშირად ძნელად წარმოსათქმელი დასახელება აქვთ, თუმცა, თავად კომპანიის სახელი მარტივია. მისმა შემქმნელმა ინგვარ კამპარდიმ სახელწოდებისთვის საკუთარი სახელისა და გვარის პირველი ასოები გამოიყენა და დაუმატა თავისი დაბადების ადგილის (ელმტარიდი აგუნარიდში) პირველი ასოები.


კომპანიის ლოგო მარტივია და შთაგონებულია შვედეთის დროშის ფერებით.

image






ანდროიდი - Android

ლეგენდის თანახმად, კოპმანიის შემქმნელ ენდი რუბინს რობოტებისადმი სიყვარულის გამო ანდროიდს ეძახდნენ. ამიტომ, როცა მან ოპერატიულ სისტემებზე მუშაობა დაიწყო, თავისი კომპანიისთვის სწორედ ეს სახელი შეარჩია.


ანდროიდის ლოგო ირინა ბლოკიმ შექმნა. მისი თქმით, იცოდა, რომ რობოტი უნდა დაეხატა, მაგრამ საბოლოო ინსპირაცია საპირფარეშოს კარზე განთავსებული ქალისა და მამაკაცის ნიშნისგან მიიღო. აი, ასე შეიქმნა ცნობილი ანტენებიანი მწვანე რობოტი.

image






სთარბაქსი - Starbucks

ცნობილი ყავის კომპანიის სახელი თითქმის შემთხვევით შეირჩა. დამფუძნებლები ერთ-ერთ ღონისძიებაზე შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, მოეფიქრებინათ "st"-ზე დაწყებული სახელები. მათი აზრით, ასეთ სიტყვას კარგი ჟღერადობა ექნებოდა. შემდეგ ვიღაცამ ძველი წიაღისეულის რუკა იპოვა, რომელზეც ქალაქი "სტრაბო" აღმოაჩინეს. ამის შემდეგ კი მეგობრებს ერთ-ერთი "მობი დიკის" პერსონაჟი - სტარბაკი გაახსენდათ. იდეების შეჯერებით საბოლოო კომპანიის სახელად სთარბაქსი შეარჩიეს.


თუმცა, საინტერესოა, რატომ არის მის ლოგოზე გამოსახული სირენა ზღვაში? ეს წიგნზე მიუთითებს. სტარბაქსი "მობი დიკიდან" გემზე დამხმარე იყო. ამიტომ კომპანიის დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, გემის თემას მიჰყოლოდნენ და საბოლოოდ, ლოგოდ ორკუდიანი ქალთევზა აირჩიეს ბერძნული მითოლოგიიდან.

image






ინსტაგრამი - Instagram

აპლიკაციის შემქმნელი კევინ სისტრომი ფოტოგრაფიით იყო გატაცებული. მას განსაკუთრებით მოსწონდა პოლაროიდით გადაღებული მომენტალური (instant) ფოტოები. სწორედ აქედან მოდის სიტყვა "ინსტა". ფოტოების გაგზავნა შეიძლება მესიჯით ან ტელეგრამით. "ინსტას" და "ტელეგრამის" კომბინაციამ მოგვცა სიტყვა "ინსტაგრამი".


აპლიკაციის ლოგო რეტრო კამერა OneStep-ით არის შთაგონებული. მოგვიანებით ის უფრო მინიმალისტური გახდა, მაგრამ კამერის დანახვა ახლანდელ ლოგოშიც არის შესაძლებელი.

image






ვირჯინი - Virgin

დღეს რიჩარდ ბრანსონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენია. ის ავია-კომპანიების უზარმაზარ ქსელს ფლობს. მის კომპანიას სახელი თითქმის შემთხვევით დაერქვა. ერთ-ერთ წვეულებაზე რიჩარდს უცნობმა გოგონამ შესთავაზა, ბიზნესისთვის Virgin (ქალიშვილი) დაერქვა. ბიზნესმენმა არ იცოდა, გოგონამ იხუმრა თუ ეს სერიოზულად თქვა. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, მან გადაწყვიტა, გაერისკა და მართლაც დაერქმია თავისი კოპმანიისთვის ექსტრავაგანტული სახელი. სწორედ გამბედაობა და სიმამაცე დაეხმარა ბიზნესმენს დიდი წარმატების მიღწევაში.

image






ამაზონი - Amazon

ჯეფ ბეზოსიმ ონლაინ წიგნის მაღაზიის საიტი 1994 წელს გამოუშვა, რომელსაც სახელი "ამაზონი" მდინარე ამაზონის გამო დაერქვა. მოგვიანებით მისმა მაღაზიამ უდიდესი პოპულარობა მოიპოვა (როგორც მდინარემ) და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ-მარკეტი გახდა.


კომპანიამ ლოგო რამდენჯერმე შეცვალა. თანამედროვე ლოგოს თავისი მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში, ბეზოსი ოცნებობდა, მის მაღაზიაში გაყიდულიყო ყველა პროდუქი, A-დან Z-მდე. წარწერის ქვეშ გამოსახული ყვითელი ისარი სწორედ ამას მიანიშნებს.


ამას გარდა, ისარს ღიმილის ფორმა აქვს, რაც ნიშნავს, რომ ამაზონის მიზანია, მომხმარებლებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას, საჭიროებები დაუკმაყოფილოს და მუდამ სასიამოვნო ღიმილით მიესალმოს.

image



p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 12 ემოჯი, რომელსაც აქამდე არასწორად იყენებდით

image


2. 8 საოჯახო ნივთი, რაც WiFi-ის მუშაობას ხელს უშლის

image


3. 14 საჭირო კომპიუტერული ხრიკი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

image

0
326
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
326
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0