x
image
_K_
13 მსახიობი ქალი, რომლებიც როლის შესრულებისას ორსულად იყვნენ
imageფილმის გადაღება საკმაოდ რთული პროცესია; როცა მსახიობი ამ დროს ორსულადაა, ეს მას დამატებით სიძნელეებს უქმნის. ასეთი ძლიერი ქალები ჩვენს აღფრთოვანებას ნამდვილად იმსახურებენ. ზოგჯერ სცენარისტებს, ვიზაჟისტებს, დიზაინერებს და ოპერატორებსაც კი განსხვავებული ხერხების გამოყენება უწევთ მსახიობების ფეხმძიმობის დასამალად, ზოგჯერ კი მათი ორსულობა იდეალურად ეხამება ფილმის სცენარს.

სტატიაში გაგაცნობთ 13 მსახიობ ქალს, რომლებმაც როლის შესრულებას ფეხმძიმეებმა გაართვეს თავი.








ჯილიან ანდერსონი - "საიდუმლო მასალები"

ჯილიან ანდერსონმა გაიგო, რომ მიიღებდა როლს, რომელიც მის ცხოვრებას შეცვლიდა, თუმცა, გადაღებების დაწყებამდე ორსულობის შესახებაც შეიტყო. ამის შემდეგ მსახიობის შეცვლა სცადეს, მაგრამ მთავარი აღმასრულებელი პროდიუსერი კრის კარტერი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.


გადაღებების დროს ჯილიანის მუცლის დამალვას დიდი ზომის ტანსაცმლით ცდილობდნენ, თუმცა, ბოლო ეპიზოდებში სცენარიც შეიცვალა. სხვათა შორის, ჯილიანმა თავის ქალიშვილს პიპერ მარუ დაარქვა, რაც "საიდუმლო მასალების" ერთ-ერთი პერსონაჟის სახელია.


image






სინტია ნიქსონი - "სექსი დიდ ქალაქში"

ცნობილია, რომ ფილმის გადაღებებისას სარა ჯესიკა პარკერი მალავდა ორსულობის ფაქტს, მაგრამ მის გარდა სხვაც იყო პროექტის მიმდინარეობისას ფეხმძიმედ. თუმცა, რადგანაც სინტია ნიქსონის პერსონაჟისთვის შოუში ორსულობა მისაღები იყო, ამიტომაც მას ამის დამალვა არ მოუწია.

image






ლიზა კუდროუ - "მეგობრები"

"მეგობრების" მე-4 სეზონში ლიზა კუდროუს პერსონაჟი ფიბი თავის ნახევარძმას სუროგატ დედობაზე თანხმდება, რადგან მსახიობი ამ დროს სინამდვილეში ორსულად იყო. თუმცა, ფიბის 3 ტყუპი შეეძინა, ლიზა კი მხოლოდ ერთს ელოდებოდა, ამიტომაც ის მაინც ბალიშს იყენებდა, რათა გიგანტური მუცლის იმიტაცია შეექმნა.

image






ჯულია რობერტსი - "ოუშენის თორმეტი მეგობარი"

სასაცილოა ის ფაქტი, რომ ჯულია რობერტსმა ითამაშა ქალის როლი, რომელიც ორსულად აჩვენებდა თავს, მაშინ როცა მსახიობი სინამდვილეში ფეხმძიმედ იყო. ფილმში ორსულობა "ჩავარდა", თუმცა, სინამდვილეში ჯულიას ჯანმრთელი ტყუპები შეეძინა.

image






მარშა კროსი - "სასოწარკვეთილი დიასახლისები"

სანამ 45 წლის გახდებოდა, ცოტა ხნით ადრე მსახიობმა გაიგო, რომ ორსულად იყო ტყუპებზე. ამან სერიალის სცენარიც შეცვალა - ბრი ვან დე კამპი ყველას თავს აჩვენებს, რომ ორსულადაა, რათა საზოგადო შერცხვენა აირიდოს თავიდან.


ფეხმძიმობის ბოლოს მსახიობი თავს ისე ცუდად გრძნობდა, რომ მთელმა გადასაღებმა ჯგუფმა მის სახლში გადაინაცვლა, თუმცა, ყველაფერი კარგად დამთავრდა და მარშა კროსს ჯანმრთელი შვილები შეეძინა.

image






ელისონ ჰანიგენი - "როგორ შევხვდი დედათქვენს"

სერიალის გადაღებების დროს ელისონ ჰანიგენი ორჯერ იყო ორსულად. პირველად მის ფეხმძიმობას დიდი ზომის ტანსაცმლითა და სწორი გადასაღები კუთხით ფარავდნენ, მეორედ კი სცენარისტებმა გადაწყვიტეს, ზედმეტი თავის ტკივილი აეცილებინათ და ელისონის პერსონაჟი ლილი ბედნიერი დედა გაეხადათ.

image






ჰოლი ბერი - "იქს-ადამიანები 3"

ბლოკბასტერის გადაღებების დროს ორსულობა ჰოლი ბერისთვის მოულოდნელი სიურპრიზი იყო, რადგან მის გმირს დიდი მუცლით გამოჩენა არ შეეძლო.


რეჟისორმა ბრაიან სინგერმა ყველაფერი იღონა, რათა მსახიობის ფეხმძიმობა დაემალა: შტორმის როლი შეამცირა, მისი კოსტუმი შეცალა, ბრძოლის სცენებში კი მსახიობი დუბლიორით ჩაანაცვლა.

image






ქეით ბლანშეტი - "ინდიანა ჯონსი და ბროლის თავისქალის სამეფო"

ქეით ბლანშეტი უნიკალური მსახიობია. მან პირველი ორსულობის შესახებ "შარლოტა გრეის" გადაღებების დაწყებამდე გაიგო, მეორე ფეხმძიმობაზე ფილმზე "ცხოვრება წყალქვეშ" მუშაობისას, მესამეზე კი - "ინდიანა ჯონსი და ბროლის თავისქალის სამეფოს" გადაღებებისას, სადაც დამნაშავის როლს ასრულებდა.


ქეით ბლანშეტმა მოახერხა, ორსულობის მიუხედავად, ყველა როლი თავად შეესრულებინა და არასდროს დასჭირვებია დუბლიორი.

image






პენელოპე კრუზი - "კარიბის ზღვის მეკობრეები: უცნაურ ნაპირებზე"

კაპიტან ჯეკ ბეღურას მეოთხე ფილმში პენელოპა კრუზი ორსულად იყო. მართალია, იმ დროისთვის მუცელი დიდად არ ეტყობოდა, მაგრამ ოპერატორებმა მაინც კარგად იმუშავეს, რომ ფეხმძიმობის არავითარი ნიშანი არ გამოჩენილიყო ეკრანზე.


იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მსახიობებს დროის უდიდესი ნაწილის გატარება წყალში უწევდათ, მსახიობმა წარმატებით გადალახა ყველა სირთულე.

image





ნაომი უოთსი - "აღმოსავლური დაპირებები"

როგორც ბევრმა ქალმა, ნაომიმაც გადაღებების დაწყების შემდეგ შეიტყო ორსულობის შესახებ, თუმცა, გადაწყვიტა, ეს არავისთვის გაემხილა. ცოტა ხანში კოსტიუმების დიზაინერმა ეს მაინც შეამჩნია, როცა ნახა, რომ მსახიობს ტანსაცმელი აღარ ეტეოდა.

image






ჯუდი ფოსტერი - "შიშის ოთახი"

ჯუდი ფოსტერი არ აპირებდა ამ ფილმში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნიკოლ კიდმანმა გადაღებები დატოვა, დათანხმდა. კინოზე მუშაობისას მან გაიგო, რომ მეორე ბავშვზე იყო ორსულად. ჯუდის თქმით, ამან ხელი არ შეუშალა და უფრო გააძლიერა კიდეც. ყველა სცენა, სადაც მას მოტკეცილი მაისური უნდა ცმოდა, ორსულობის დასაწყისში გადაიღეს.

image






კირა ნაითლი - "ევერესტი"

მსახიობის ურთიერთობა ჯეიმს ბრიგტონთან მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც კირამ ბავშვის ეტლის ფოტო გამოაქვეყნა. ფილმ "ევერესტის" გადაღებისას ის ფეხმძიმედ იყო და ფილმშიც მთამსვლელის ორსული ცოლის როლს ასრულებდა. თუმცა, მისი ფეხმძიმობის ნამდვილობის შესახებ თავად გადამღები ჯგუფის წევრებმაც კი არ იცოდნენ.

image






გალ გადოტი - "ქალი-საოცრება"

გალმა შეძლო, წარმატებულად დაემალა ორსულობა გადამღები ჯგუფის წევრებისთვის. თუმცა, მოგვიანებით, რამდენიმე თვის შემდეგ, როცა მსახიობს სცენების გამეორება სთხოვეს, ყველაფერი ნათელი გახდა.


გალს მუცელზე სპეციალური მწვანე ნაჭერი ჰქონდა შემოხვეული, რათა მოგვიანებით კომპიუტერული ტექნიკის დახმარებით მისი მოშორება შეძლებოდათ.

image






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 10 მსახიობი, რომლებსაც თავიანთი როლების რცხვენიათ

image


2. მსახიობები, რომლებმაც ბევრად ახალგაზრდების როლი შეასრულეს

image


3. ეს წყვილები გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ, შემდეგ კი ერთმანეთი მართლა შეუყვარდათ

image


0
1047
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1047
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0