x
მეტი
  • 07.12.2019
  • სტატია:97179
  • ვიდეო:344046
  • სურათი:459147
მე ხვალ მოვკვდები ( საფუძვლად უდევს რეალური ისტორია) - ნაწილი XIII ( დასასრული)

image
ვალერი კაპანაძეს სიმსივნის დიაგნოზი 2011 წლის ივლისის თვის დასაწყისში დაუსვეს, თუმცა თავად არაფერი იცოდა, ყოველ შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრებს ასე ეგონათ. მესამე სტადიის სიმსივნე პროსტატიდან უკვე ფილტვებზე იყო ასული, ონკოლოგის თქმით, ქიმიო-თერაპიის ჩატარების შემთხვევაში, მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი მხოლოდ 1% იყო, ამიტომ ოჯახის წევრებმა უარი თქვეს მკურნალობაზე. ივლისის თვეში ვალერის ონკოლოგმა პაციენტის სიცოცხლის დრო მაქსიმუმ 3 თვე დაადგინა, თუმცა ის 2011 წლის 11 დეკემბერს გარდაიცვალა ( 5 თვის შემდეგ). თავად ხშირად ამბობდა, რომ ადამიანის ჯანმრთელობა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, რამდენად მედგრად დაუხვდება ამა თუ იმ დაავადებას. იხსენებდა ველორბოლაში ერთ -ერთი მსოფლიო ჩემპიონის ისტორიას, რომელსაც სიმსივნის ბოლო სტადიის დიაგნოზი დაუსვეს და რამდენიმე თვის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს, თუმცა სპორტსმენი არ დანებდა, ჩვეულებრივ ცდილობდა ევარჯიშა და არაფერი შეეცვალა მის ცხოვრებაში. სამი წლის შემდეგ ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადგინა, რომ სპორტსმენი სრულიად ჯანმრთელი იყო.


ვალერის გარდაცვალების შემდეგ ოჯახის წევრებმა მისი დღიური იპოვეს, სადაც ბოლო თვეების ჩანაწერები გახლდათ. მასში ამოხეული იყო რამდენიმე ფურცელი, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს იყო 15 სექტემბრის ჩანაწერი, როდესაც ვალერიმ საკუთარი ავადმყოფობის შესახებ სიმართლე გაიგო. ამ დღის 2 ფურცელი 3 წლის შემდეგ იპოვა ოჯახმა ბინის დაცლის დროს, ვალერის საწოლის ნაწილში.

თუმცა დღიურის არსებობის შესახებ დათომ მამის გარდაცვალებამდეც იცოდა, წაკითხული ჰქონდა პირველი დღეების ჩანაწერები, მაგრამ შემდეგ ვეღარ შეძლო ენახა, იცოდა თუ არა ვალერიმ საკუთარი ავადმყოფობის შესახებ, რადგან დღიურს საგულდაგულოდ მალავდა მამა.

დღიურის ყდაზე იყო წარწერა “მე ხვალ მოვკვდები". გაურკვეველია როდის იყო ის გაკეთებული.


ეძღვნება მამის ხსოვნას!

წინა თავები:

ნაწილი 1

ნაწილი 2

ნაწილი 3

ნაწილი 4

ნაწილი 5

ნაწილი 6

ნაწილი 7

ნაწილი 8

ნაწილი 9

ნაწილი 10

ნაწილი 11

ნაწილი 12



0
104
შეფასება არ არის
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
Mediator image
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0