x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე უცნაური ტომი მსოფლიოში

პირაჰანის ტომის ინდიელები საკუთარ შვილებსაც კი ვერ ითვლიან და არა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ჰყავთ, არამედ, უბრალოდ, – თვალა არ იციან.


image


მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე 7 ათასზე მეტი ენა არსებობს და მათგან 40 ყველაზე გავრცელებულია, შეიძლება ითქვას, რომ პლანეტის მოსახლეობის 99% მეტყველება საღ აზრს ექვემდებარება და მართალია, განსხვავებული სიტყვებით, მაგრამ ერთნაირად საუბრობს. თუმცა, არიან ადამიანები, რომლთა «საღი აზრის» გაგება, კარდინალურად განსხვავდება საყოველთაოდ მიღებული საღი აზრისგან...

გაიცანით: პირაჰანის ტომი.

ლოკაცია – ბრაზილია, ამაზონის ჯუნგლები.

რაოდენობა – დაახლოებით, 500 კაცი.

ენის უნიკალურობა:
რაოდენობის აღსანიშნავად ენაში არ არსებობს ციფრები. არის მხოლოდ სამი სიტყვა: ცოტა, ბევრი და ძალიან ბევრი, რომლითაც 1-ზე მეტი საგნის აღნიშვნა შეუძლიათ. თუ რამის ყიდვა უნდათ (მათ სოფელში დროდადრო «მოძრავი მაღაზია» დადის), სავაჭროდ მისულებს, თევზი აქვთ მიტანილი და მაგ., თოკში შეიძლება 5 თევზი შესთავაზონ, მაისურში – 7 და ა. შ.

imageimageimageმათ ენაში არც ფერის აღმნიშვნელი სიტყვები არსებობს. თუმცა, ლინგვისტები ფიქრობენ, რომ პირაჰანები ფერებში შავს, თეთრს, წითელს და მწვანეს მაინც არჩევენ, რისთვისაც რამდენიმე სიტყვის კომბინაციას იყენებენ: მაგ., შავი – როგორც ჭუჭყიანი სისხლი არის. ხოლო, თეთრი – როდესაც ჩანს.

ამ ხალხს არ გააჩნია დროის ცნება. მათთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს წარსულს და მომავალს... და ამიტომ, მათ ენაში არც შესაბამისი გრამატიკული კატეგორია არსებობს.
პირაჰანებს არც დამწერლობა გააჩნიათ და რომც ჰქონდეთ, ალფავიტში სულ 10 სიმბოლო ექნებოდათ: 3 ხმოვანი და 7 თანხმოვანი. ისინი აზრს ყოველთვის მარტივივი წინადადებებით გამოთქვავენ, ყოველგვარი «თანწყობის» და «ქვეწყობის» გარეშე. imageimage


მათ არ სწამთ ღმერთის და შესაბამისად, არ გააჩნიათ ღმერთის და ნებისმიერი სხვა ზებუნებრივი არსებების ცნება, – არანაირი შამანები და წინაპართა სულები. არ გააჩნიათ ლეგენდები და მითები. მათთვის უმთავრესი თავისუფლებაა, ხოლო რელიგია, როგორც თავად ამბობენ, გარკვეულ მორჩილებას და შიშს მოითხოვს.

ამერიკელმა მისიონერმა დ. ევერეტმა (Daniel L. Everett) 25 წელი იცხოვრა მათთან. მაგრამ, ვერც ერთი პირაჰანელის რწმენაზე მოქცევა ვერ შეძლო და უფრო მეტიც, თავადაც ათეისტი გახდა. პროფესიით ლინგვისტმა, ანაფორა გაიხადა და სამეცნიერო მოღვაწეობა დაიწყო. ის ამაზონში პერიოდულად ბრუნდებოდა და ინდიელთა ტომის შესწავლას აგრძელებდა. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან – 2009 წლამდე, მეცნიერმა არაერთი საველე ექსპედიცია ჩაატარა და ამ ადამიანების შესახებ ბევრი რამ შეიტყო. როგორც ის აღნიშნავს, ამ ტომის ადამიანები უშფოთველად ცხოვრობენ და ამგვარი ყოფით, სრულიად კმაყოფილები არიან.imageimage


სოციოლოგების აზრით კი, ისინი ყველაზე ბედნიერი ადამიანები არიან დედამიწაზე. მათ არა აქვთ დროის შეგრძნება და არასდრის აწყობენ სამომავლო გეგმებს. ისინი მხოლოდ აწმყოში ცხოვრობენ და არც წარსულზე ფიქრით იკლავენ თავს. იმაზე, თუ რა გზა გაიარა ტომმა, ვინ იყო მათი ბელადი, 40–50 წლის წინ, ან იყო, თუ არა ვინმე – დღეს უკვე ვერავინ გაიგებს. არანაირი კოლექტიური მეხსიერება, არანაირი მოგონებები გუშინდელ დღეზე, – რაც იყო, – იყო და რაც იქნება – იქნება, – ამბობენ პირაჰანები.

ამ «ბედნიერ» ადამიანებს დღე–ღამეში მხოლოდ 4 საათი სძინავთ, რადგან თვლიან, რომ ძილი მათ სიცოცხლის ძვირფას დროს ართმევს: სიცოცხლე მეტისმეტად მოკლეა, რომ ის ძილზე დავხარჯოთ – თვლიან ისინი.imageimage


როგორც მეცნიერები ფიქრობენ, მათი ენა და კულტურა პალეოლითის გადმონაშთი არ არის. ეს ტომი ათასი წლის მანძილზე, სრულ იზოლაციაში მცხოვრები მცირერიცხოვანი ხალხების რეგრესის ტიპური ნიმუშია და როგორც ინგლისელები ამბობენ: If you don’t use it, you lose it (რასაც არ იყენებ – იმას დაკარგავ). საკუთარი განდეგილობით, ამ ტომმა ბევრი რამ დაკარგა... მათგან განსხვავებით, ყველაზე მიყრუებულ ადგილებში მცხოვრებ აფრიკულ ტომებშიც კი, დათვლაც იციან და ფერებსაც არჩევენ.


imageimageimageimageimageimageimage






0
2087
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2087
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0