x
მეტი
  • 14.12.2019
  • სტატია:97359
  • ვიდეო:344176
  • სურათი:459354
თურქეთში რუსი ტურისტები დააკავეს, რომლებმაც სასტუმროდან კვების პროდუქტები მოიპარეს

image რუსი ტურისტების ამორალური ქცევა საკურორტო ქვეყნებში ახალი ამბავი არაა, მათ უკვე გაითქვეს სახელი-ლოთობით, დებოშით ღამის კლუბებში და ქურდობითაც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს.
როგორც თურქული "Haberturk" -ი იტყობინება თურქეთის ერთერთ საკურორტო ზონაში მდებარე სასტუმროს პერსონალმა შეამჩნია, რომ რუს ტურისტებს, რომლებიც სასტუმროს ტოვებდნენ დამატებით საკმაოდ მძიმე ჩემოდანიც მიჰქონდათ.
სასტუმროს პერსონალმა დაუყოვნებლივ მიმართა სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურს და რუსი ტურისტები სასტუმროს ფოიეში შეაჩერეს.
მათ სთხოვეს გაეხსნათ ჩემოდანი, რუსები თავიდან კატეგორიულ უარზე იყვნენ, მაგრამ როცა სასტუმროს მენეჯერმა პოლიციის გამოძახება დააპირა დაუყოვნებლივ გახსნეს ჩემოდანი, სადაც თურქების გასაკვირად სასტუმროს ნომრის მაცივრიდან მოპარული დიდი რაოდენობით საკვები პროდუქტი აღმოჩნდა.
სასტუმროს მენეჯერის განცხადებით, სასტუმროს ადმინისტრაციასა და სტუმარს შორის იდება ხელშეკრულება, სადაც გარკვევით წერია, რომ სასტუმროში საკვების არც შეტანა შეიძლება და არც გამოტანა.
"ჩვენ ვმუშაობთ სისტემით-ყველაფერი ჩართულია, რაც გულისხმობს, რომ შეგიძლიათ სავსე მაცივრიდან აიღოთ ნებისმიერი კვების პროდუქტი, ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერ დროს"-განაცხადეს რუსების მიერ მოპარული კვების პროდუქტების დანახვით გაოცებულმა სასტუმროს წარმომადგენლებმა.
ტურისტებს კვების პროდუქტები ჩამოართვეს, ჯარიმაც გადაახდევინეს და სასტუმროდან გაისტუმრეს.
imageimage

0
272
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
272