x
მეტი
  • 10.12.2019
  • სტატია:97244
  • ვიდეო:344106
  • სურათი:459230
"მიმიფურთხებია იმ რწმენისთვის, რომელიც გირჩის ხელმოწერილი ფურცლით იკარგება - ჯაფარიძე
image

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს: "დაკრძალეს ის ბიჭი წესის აგების გარეშე მიმიფურთხებია იმ სასულიერო პირისთვის, რომელსაც არ ჰყოფნის გამბედაობა ზემდგომი ინკვიზიტორის წინააღმდეგ წავიდეს ქრისტეს სახელით მიმიფურთხებია იმ რწმენისთვის, რომელიც გირჩის ოფისში ხელმოწერილი ფურცლით იკარგება მიმიფურთხებია იმ ღმერთისთვის, რომელიც შვილმკვდარ მშობლებს ბოლო იმედის გარეშე ტოვებს ამ ქვეყნად რომელი ჯოჯოხეთის გეშინიათ? ჯოჯოხეთში ხართ და ცხოვრობთ უკვე დიდი ხანია". სამტრედიაში 24 წლის ახალგაზრდას წესი არც ერთმა მღვდელმა არ აუგო. მოტივი, გარდაცვლილის ე.წ. “ბიბლიური თავისუფლების” წევრობა გახდა.

17
629
შეფასება არ არის
ავტორი:ლაშა ვასაძე
ლაშა ვასაძე
629
  
17 ნოემბერი, 13:54
და ვინ თქვა რო უნდა გაუქმდეს? ეკლესიას თავისი ადგილი უკავია ადამიანების ცხოვრებაში და ესეც უნდა დარჩეს,მაგრამ საუბარია ეკლესიის მხრიდან საერო საქმეებში ჩარევაზე და 25 მილიონის დაფინანსებაზე. აი ეს არ გესმით,თორემ ეკლესიასთან ვის რა უნდა. ასევეა,ჯარის თემაც,როცა სავალდებულოს გაუქმებაზე მიდის საუბარი. რუსის ჩმორი როდემდის უნდა იყოს ეს ქვეყანა? ან პრივილეგიები როდემდის უნდა იყოს ვიღაც ჩინოვნიკის შვილებისთვის. ამიტომ არის საუბარი გაუქმებაზე და მის არასამართლიან გამოყენებაზე. გირჩი არის ერთადერთი პარტია,რომელსაც თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა პირდაპირ მშპ ზრდაზე აქვს მიბმული და კიდევ მტერი გამოდის გირჩი. თანამედროვე მსოფლიოში,როცა ტექნოლოგიებზეა ყველაფერი დამოკიდებული,ქართული ჯარი შურდულით და ნიჩბებით არის შეიარაღებული. გამოდის,რომ რიცხოვნობას აქცევთ ყურადღებას და თუ ჯარში ხარ ნამყოფი მიხვდები რასაც ვამბობ. ჯარში ნამყფი ვარო და ამ სისტემას ემხორბი,ხოდა ორი ვარიანტია აქ ან იტყუებით ან მეჩამჩე ბრძანდებოდით. დღევანდელ ჯარს თავდაცვასთან არაფერი კავშირი არ აქვს და საზარბაზნე ხორცია ვიღაც ჩინოვნიკების ხელში. ჯარი დაფასებული,მიხედილი,ჩაცმული და დახურული უნდა გყავდეს ქვეყანას,რომელსაც ყველა პირობა აქვს შექმნილი თავისი საქმე აკეთოს. დღეს სულს ღაფავს ჯარი,ფორმები არ აქვთ და სავალდებულო ჯარი მშიერი,ჩაუცმელი და გაუწვრთნელია. მე და თქვენში მტერი ვინ არის გამოჩნდა :) თუ ვერ იაზრებთ,მაშინ სხვას დააცადეთ საქმე გააკეთოს,თუ არ გინდათ საზარბაზნე ხორცად ომში წასვლა. მე არ მინდა არც მე წასვლა ეგრე და არც ის მინდა ვინმე მიდიოდეს. ჩაკეტილი აზროვნებით,სტერეოტიპების პატივისცემით ის,რაც გინდათ იმას უფრო აფარჩაკებთ. მეც დავასრულე საუბარი,რადგან წაკითხულის გააზრება რო ადამიანს არ შეუძლია მასთან დებატში შესვლა ძნელია. მე ამ ქვეყნის განვითარება მინდა,არ მინდა ჯარში 18 წლის ბიჭები იღუპებოდნენ უაზრო გადაწყეტილებების გამო. მაშინ დავიფიცე,რომ ამას შევცვლიდი და მაშინ გირჩი შექმნილი არც იყო. სანამ მოვკვდები მანამდე შევცვლი,ამისათვის ვიღაც დაკომპლექსებულების გაგორებაც რო დამჭირდეს,რადგან ეს ხალხი თავისი უტვინობით ადამიანებს კლავენ
16 ნოემბერი, 13:03
რაც შეეხება ეკლესიას და მღვდელმთავრებს. დავითმა 200 მღვდელი ძელზე განა იმიტომ გააკრა რომ ეკლესიას ეკლესია და რელიგია არ უყვარდა? ის ხედავდა რომ ბერვი მღვდელი გადაბირებული იყო და ფარისევლობდნენ. რუის-უბნისის კრებაზე ამხილა სწორედ ისინი და დასაჯა, მან ამით ეკლესა უფრო განამტკიცა ქვეყანაში და ააგო გელათი. გახსნა გელათის სასწავლო აკადემია, სადაც ისწავლებოდა ღვთის მეტყველება. ფარისეველმა მღდლებმა გაყიდეს იესო და აწამეს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ეკლესია და მართლმადიდებლობა უნდა გაუქმდეს. ძალიან ცუდად მსჯელობთ და მართლა გულით მწინს ამის მოსმენა ქართველისგან. ამით დავამთავრე თქვენთან საუბარი.
16 ნოემბერი, 12:53
ჯარშიც ვარ ნამყოფი და 2008 წელს სენაკის ბაზაზეც ვმსახურობდი. კარგად ვიცი რა არის ჯარი. ჯარი ვაჟკაცობაა, ჯარში მსახურობით ვაჟკაცს სიამაყე გაწვება ყელში, გაქვს იმის გრძნობა რომ სწორედ შენ დგახარ ქვეყნის სადარაჯოზე, იმ ქვეყნის სადაც შენი ოჯახი ცხოვრობს, დედ-მამა, ცოლი, შვილები. ეს ძალიან დიდი გრძნობაა, მაგრამ ზოგზოგიერთები ამ გრძნობას ვერ გაიგებენ. ვერ გაიგებენ იმიტომ, რომ არ უყვართ პირველ რიგში ოჯახი. პატივს არ სცემენ ოჯახურ სიწმინდეს. მათ მხოლოდ საკუთარი თავი უყვართ და ამიტომაც გაურბიან ქვეყნის სადარაჯოზე დგომას. არ გინდა იქ დგომა იმიტომ, რომ არ გიყვარს. არ გიყვარს ქვეყანა, არ გიყვარს ოჯახი.
15 ნოემბერი, 21:16
გამომდინარე იქედან,რომ დავით ულუ უკანონო შვილი იყო,მას არ წყალობდნენ ეკლესიის მესვეურები და არც მის ოჯახს. დემეტრე II უამრავ პრობლემას უქმნიდნენ და ცუდი ურთიერთობა ქონდათ. ქვეყნის მტრადაც კი აცხადებდნენ,ქრისტიანობის მტრად. ამ მეფე ააგო მეტეხის ტაძარი და დარბევისგან იხსნა ქართველი ერი. მერე ეკლესიამ ეს უკანონო შვილის ნაშიერი წმინდანად შერაცხა. ხოლო მისმა შვილა გიორგი ბრწყინვალემ საქართველოს ხელმეორედ გაერთიანება მოახერხა. არავინ იცი,რა მოხდებოდა წვერიანებისათვის რო დაეჯერებინათ და დავით ულუ ტახტზე არ ასულიყო. ეკლესია ყოველთვის ახდენდა თავისუფლად მოაზროვნე მეფეების შევიწროებას და მერე ისტორიის გადაწერას. რომელმა მეფემაც მოახერხა მათვის წინააღმდეგობის გაწევა ის წარმატებასაც აღწევდა და ქვეყანაც მყარად იდგა ფეხზე. თავის დროზე ილია ჭავჭავაძე ლიბერალი კაცი იყო,რომელსაც მასონები მართავდნენ,ისევე როგორც ჯაფარიძეს,ხოდა ეგ ილია ჭავჭავაძე წმინდანათ გყავთ შერაცხული. გაეცანანით ილიას პუბლიცისტიკას და თუ მსგავსება ნახეთ გირჩთან მერე მაინც ხომ მიხვდებით რამეს. დავით აღმაშენებელსაც მასონები მართავდნენ თურმე და მაიგიტომ მოუწვევია რუის-ურბნისი. ამერიკელებმა უთხრეს თურმე დავით,რომ საქართველოში სარწმუნოება მოკალიო და ესეც ადგა ეპისკოპოსები დაშანთა. ეხლაც იგივე ხდება, მსოფლიოს დიდი სახელმწიფოები თურმე ცდილობენ ქართველები გაწყვიტონ და ეს წაკლოტი მიისაკუთრონ. ქართველები ყოფილან ზე ადამიანები თურმე და მათი დამარცხებით ანტიქრისტე გაიმარჯვებს. სად ცხოვრობთ ან რამე მაინც არ გაგიგიათ და წაგიკითხავთ?!
15 ნოემბერი, 21:04
ეკლესიამ გადაარჩინა საქართველო რომ გაჰყვირიხართ,ეხლა მოგიყვანთ რამოდენიმე ფაქტ რომელიც ამ თქვენს ცრუ ინფორმაციას ამხელს. ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი I,რომელიც ვერ იტანდა ბიზანტიელებს,რომელიც არ შეეგუა დავით კურაპალატისთვის ნაჩუქარი მიწების დათმობას. ცნობილია,რომ ამის გამო კონფლიქტი ქონდა კათალიკოსთან. შეგახსენებ,რომ გიორგი იყო ერთადერთი მეფე,რომელმაც ბოლომდე იბრძოლა ბასილი კეისრის ბუგართმუსვრელის წინააღმდეგ და არასოდეს მორჩილება არ გამოუცხადებია ბიზანტიისთვის. მით უფრო რო ბიზანტიელების საყრდენი ეკლესია იყო. არ მიიღო კურაპალატის ტიტულიც. ეხლა მეორე ფაქტი. რუსუდან დედოფლის სიკვდილის შემდეგ,ტახტზე ორი უფლისწული აცხადებდა პრეტენზიას დავით ლაშა-გიორგის ძე და დავით რუსუდანის ძე. ეკლესია და რუსუდანის ერთგული ხალხი სთხოვდნენ მონღოლებს,რომ ქართველთა ტრადიციებით გადაეწყვიტათ ტახტის ბედი. ცნობილი ფაქტია,რომ ლაშა-გიორგის ვაჟი უკანონოდ ყავდა(ქართული ტრადიებით),ამიტომ ეკლესიას სჯეროდა იმის,რომ თუ ამას მიაღწევდნენ,მაშინ რუსუდანის ძე გახდებოდა მეფე. ლაშა-გიორგის ძის ერთგულებმა მონღოლებს შესთავაზეს მათივე წესით მეფეთ კურთხევა. მონღოლებმა ასეც გადაწყვიტეს. მთავარი ტახტი ანუ აღმოსავლეთის მეფე დავით ლაშა-გიორგის ძე გახდა,ხოლო დავით რუსიდანის ძე დასავლეთი შეხვდა. ეკლესიის უშუალო ჩარევით მოხდა საქართველოს ორად გაყოფა.
15 ნოემბერი, 20:53
დავით აღმაშენებელი ვერაფერს გააკეთებდა თუ ის არ შექმნიდა რეგურალურ ჯარს,ვერაფერს გააკეთებდა თუ ეკონომიკურ რეფორმებს არ გაატარებდა,თუ ის არაბებს არ მისცემდა შეღავათებს თბილისის დაბრუნების შემდეგ,არ შემოიღებდა მულტი სავალუტო რეჟიმს. ასევე,თავის ადგილას არ მოსვამდა გაზულუქებულ ეპისკოპოსებს და ძელზე არ გააკრავდა. რუსების მიერ შემოგდებული ამორალური რაღაცეები ტრადიცია გგონიათ,სუფრაზე ბაქი ბუქი კი ადათ-წესი. კარგად დაფიქრდით,რომელია უფრო ქართული ტრადიცია,რასაც გირჩი ამბობს თუ რასაც რუსეთი საპატრიარქოს გავლით გტენით.
15 ნოემბერი, 20:47
ჩემზედ ამბობენ: ჩვენი ქვეყნისა სიავეს ამბობს,ჩვენს ცუდს არ მალავს,ეს ცხადი სიძულვილია! ბრიყვნი ამბობენ,მაგრამ კარგი გული მაშინვე სცნობს,ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია. სწორედაც,ამ ერმა მოკლა ილიაც და ზვიადიც,მერე მათ მკვლელებს ხელები დაუკოცნა. კგბშნიკი ივერიონი იყო,ვინც ედუარდას ხელები დაუკოცნა და ჯაბას მხედრიონის საეკლესიო ჯარად გადაკეთება შესთავაზა. ხოლო თქვენ და თქვენისთანები მათ ეთაყვანებით. ჯარში თუ მაინც ხარ ნამყოფი ეს მაინც მითხარი? თუ ხარ ნამყოფი,მაშინ რა მოგეწონა?
15 ნოემბერი, 20:13
ზოგზოგიერთები დაზომბირებულები რომ დადიან ეს სწორედ გირჩის დამსახურებაა რადგან ის აქტიურობს წამლის რეალიზაციისთვის და წამალი აზომბირებს ადამიანს. ამ ერს არ მოუკლავს ილია და ზვიადი. იმათმა მოკლეს ვინც ქვეყნის ჩამოშლას ცდილობდა, ვინც ეკლესიის ჩამოშლას ცდილობდა, ვინც ჩვენი წინაპრების დავიწყებას და ჩვენი ტრადიციაბი და ადათ-წესების ფეხქვეშ გათელვას ცდილობდა, ამათმა მოკლეს ილია და ზვიად გამსახურდია. უფლის წყალობით დღემდე ინარჩუნებს საქართველო ამ ყველაფერს და ეხლა სხვანაირად მიუდგნენ საკითხს, ახალგაზრდების გადაბირება ასე დაიწყეს და ათასნაირი უბედურებით უტრიალებენ ტვინს. სახელმწიფო არ აფინანსებსო, რაში ჭირდება გირჩს სახელმწიფოსგან დაფინანსება? მას ხომ მთელი ევროპული მასონები აფინანსებენ. აფინანსებენ რადგან მისი დავალებაა ამ უძველესი ერის წაბილწვა. ,,საქართველო ქართველის გარეშე", ამის მიღწევა უნდათ. ამას ცდილობენ მთელი მასონური სექტები და გირჩიც მათი შვილობილია. ხომ არ გიყვართ ეს ქვეყანა? ხომ არ გიყვართ ქართული კულტურა? ადათ-წესები? ტრადიციები? მართლმადიდებლობა? გაემგზავრეთ თბილ ქვეყნებში, ჩვენ აქ დავრჩებით რადგან გვიყვარს სიწმინდე, ტრადიციები, მართლმადიდებლობა და ამით ბედნიერები ვართ. დავრჩებით იმიტიმ რომ განცხრომით სხვაგან ყოფნას გვირჩევნია აქ სიკვდილი!..
15 ნოემბერი, 16:44
ქვეყნის საკუთრების დიდი ნაწილი სახელმწიფოს და ბიუროკრატის ხელშია,რომელსაც საკუთარი სურვილისამებრ განაგებს და ყიდის იმაზე ვისზეც უნდა. ვიღაცეები 1 ლარად იფორმებენ უზარმაზარ ტერიტორიას და არავის აზრადაც არ გასჩენია,რომ პრივატიზაცია გაეკეთებინა და ხალხს საკუთრების ქონის საშუალება მიეცათ. ყველაფერი ფულზე დადის და ბევრი ადამიანი ამოისუნთქავდა,მაგრამ ერთი გოჯი მიწის მიგდება მიაჩნიათ საოცრებად. ერთი მტკაველი მიწის გამო მე არ და ვერ ვიომებ,არც წინაპრების ხსენებაზე გული მიმდის და არც სხვისი საკუთრების დაცვას ვაპირებ. რისგამო უნდა იომოს ადამიანმა და მოკვდეს? ის პრივილეგირებული ფენა რო იმონებდეს ჩემს შვილებს და 300 ლარად მაღაროში ამუშვებდეს. მე ბოდიში მომითხოვია და არ ვაპირებ მაგას. წინაპრებმა ეს ქნესო და წინაპრებმა ის ქნესო,ხოდა ნოსტალგიებით ცხოვრობთ ამის გამო. თუ გახსენდებათ ძველ დროში ღირსეულ და ქვეყნის მოყვარულ ადამიანს კლავდნენ თუ გვერდზე ედგნენ?! ილია მოკლა ამ ერმა და ზვიადი ზედ მიაყოლა,მერე პრეტენზია აქვს ღირსებაზე. თანამედროვე ცხოვრებაშიც იყო მსგავსი ფაქტები,როცა ბენდუქიძემ რეფორმები გაატარა,რითაც ირმის ნახტომი გააკეთა ქვეყნის ეკონომიკამ და იუდას ეძახდა მთელი ერი. ეხლა კიდევ ჯაფარიძეს მიადექით,ხოდა საღოლ. გირჩი ერთადერთი პარტიაა,რომელიც ბიუჯეტიდან არ ფინანსდება და მთელი თავისი არსით ადამიანების გასაჭირზე ფიქრობს,როცა ვიღაცას მოწევის გამო იჭერენ,როცა პატიმრების დასაცავად ადამიანები მიყავთ პატრიოტული ლოზუნგებით,რაშიც უამრავი ფული იხარჯება. ამ დროს კი საპატრიარქოს უდგახართ გვერდზე,რომელსაც კაკებეშნიკი ივერიონი უდგას სათავეში და რომელიც 25 მილიონით ფინანსდება ბიუჯეტიდან. ამის მიზეზი მაგარია,სსრკ მიერ განხორციელებული დანაშაული,რომელიც ყველამ გამოიარა ამ ქვეყანაში. ადამიანებმა მიწები დაკარგეს და ეხლა ეგ მიწები სახელმწიფოს ხელშია და რომელიც არ არის საპატრიარქო განაგებს. ხოდა იბრძოლეთ,ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ეს ქვეყანა. მე კი წავალ სადმე თბილ ქვეყანაში,სადაც ადამიანები გაზომბებულები არ დადიან
15 ნოემბერი, 16:29
ჯარში ხარ ნამყოფი? როცა იწყებთ მორალზე საუბარს,მაშინ უკეთესი რამე მაინც უნდა შესთავაზო ადამიანს და სწორედ ეს ვუთხარი კომენტარში. ჯერ ერთი არ ნიშნავს მართმადიდებლობაზე უარის თქმას და რაღაც ბიუროკრატიული უაზრობებით აწვება საპატრიარქო იმ ბავშვებს. ეგ ყველაფერი ფურცელზეა მხოლოდ,რითაც კომისარს არ შეუძლია პატიმრობა ან ჯარიმა გადაახდევინოს პიროვნებას. ყარს ეგ თქვენი საპატრიარქო დიდი ხანია და ჯაფარიძემ ეს დაწერა მხოლოდ. ყველას თავის რწმენა აქვს და თვითონ უნდა გადაწყვიტოს ეგ ამბავი,ურჩევნია თუ არა წასვლას მეორის უარყოფა. გირჩი ამ შემთხვევაში მართალია,რადგან პრივილეგირებული ადამიანებზე ილაშქრებს. რამდენი ჩინოვნიკის შვილი იცით ჯარში რო წავიდა,რამდენს გადაახდევინეს ჯარიმა 2000 ლარი? ჯერ 2000 ლარად აფასებ პატრიოტობს ხომ მაგარია და მერე ჩინოვნიკის შვილი რო ჩემს ხარჯზე გულაობს ხო გლიჯავს საერთოდ. 28 წლის ვარ და ამ ქვეყანას ჩემთვის ისეთი არაფერი შემოუთავაზებია,რისთვისაც თავის გაწირვა ღირს. ბავშობა შიმშილში გამატარებინეს,სტუდენტობა კორუფციაში და როცა რამე უნდა მექნა ჩემს ცხოვრებაში ეკონომიკური კრიზისი დამახვედრეს. ამ ყველაფრიდან გამოდინარე რატომ მავალდებულებ რო ვიომო ან 1 წელი უაზრობაში დავკარგო. აი ეს არ გესმით,ვინც ზავკოს ქომაგობთ და გირჩს სექტას ეძახით.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10