x
მეტი
  • 10.12.2019
  • სტატია:97244
  • ვიდეო:344106
  • სურათი:459230
დელფინების გუნდმა ზვიგენის კბილებისაგან ბრიტანელი, შორ დისტანციაზე მოცურავე, ადამ უოკერი გადაარჩინა

image არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული როცა დელფინმა ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა, დელფინი საერთოდ ადამიანებისადმი ნდობით გამოირჩევა, რითაც ადამიანები ვსარგებლობთ-ვატყვევებთ მათ და დელფინარიუმში რეზერვაციაში გვყავს.
დელფინები კარგად ექვემდებარებიან გაწვრთვნას და მაყურებლების თვალწინ ულამაზეს სანახაობასაც აწყობენ.
მუსიკის რიტმზე ცეკვავენ, მწვრთვნელების მითითებებს პირნათლად ასრულებენ, რასაც მაყურებელი აღტაცებაში მოჰყავს.
თუმცა ახლა ამაზე არ მექნება საუბარი, არამედ მინდა მოგითხროთ რეალური ისტორია, სადაც ცნობილი ბრიტანელი მოცურავე დელფინებმა უეჭველ დაღუპვას გადაარჩინეს.
შორ დისტანციაზე მოცურავე ადამ უოკერმა, რომელიც ახალ ზელანდიაში კუკის სრუტის გადაცურვას ახდენდა დაინახა თეთრი ზვიგენის ფარფლი, დაინახა და მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით ადგილზევე გაშეშდა, მოცურავე მისი პროფესიონალიზმის მიუხედავად განწირული იყო, რომ არა მოულოდნელად გამოჩენილი დელფინების გუნდი.
დელფინებმა უოკერის ირგვლივ რკალი შეკრეს და მოცურავის სისწრაფით დაიწყეს ცურვა, რათა ზვიგენისათვის თავდასხმის საშუალება არ მიეცათ.
სანამ უოკერი ნაპირამდე არ მიცურდა დელფინები მას გვერდიდან არ მოშორებიან და ეს ათეულობით ადამიანმა დაინახა და დააფიქსირა.
ზვიგენების ბასრ კბილებს ძნელია ზღვაში თუ ოკეანეში ვინმე გადაურჩეს, მაგრამ დელფინებს აქვთ საოცარი ტაქტიკა, მოგეხსენებათ ისინი, როგორც წესი გუნდებად დაცურავენ, ზვიგენის გამოჩენისას კი ზვიგენს შემდეგი ტაქტიკით უტევენ-დელფინები წყლის სიღრმეში ღრმად ჩადიან და სწრაფი მანევრით ამოდიან ზევით, ცხვირით ეჯახებიან ზვიგენისათვის ყველაზე მოწყვლად ადგილს-მის მუცელს, დელფინების გუნდის ეშელონირებული შეტევის შედეგად, ზვიგენი იღუპება.
P.S
ორი წლის წინ თურქი მეთევზეების მიერ მოკლული რამდენიმე დელფინი გამორიყა ზღვამ ანაკლია-განმუხურში.
თურქული სეინერები, რომლებიც დიდი რაოდენობით შემოდიან ანაკლიის აკვატორიაში ქაფშიის მოპოვების დროს, იყენებენ მტრალავ ბადეს ნორმების დარღვევით, მტრალავ ბადეში კი ხშირად დელფინებიც ხვდებიან.
იმის ნაცვლად დელფინი გაანთავისუფლონ, თურქი მეთევზეები საბრალო დელფინს "შტირავენ" და ზღვაში აგდებენ.

ჩემთვის გაუგებარია რა უნდა თურქულ სეინერებს ანაკლიის აკვატორიაში, სადაც უმოწყალოდ ნადგურდება ზღვის ფლორა

0
230
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
230