x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
  ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრას ევროპარლამენტარები დეკემბრის დასაწყისში გეგმავენ
ოქროირაკლი ოქრუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხვდება. საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოსანახულებლად საქართველოში ჩამოსვლას ევროპარლამენტარები დეკემბრის პირველ დღეებში აპირებენ. როგორც ცნობილია ევროპარლამენტარები ოქრუაშვილს ბიძინა ივანიშვილის პირად პარიმრად განიხილავენ და მის დაკავებას პირდაპირ უკავშირებენ რუსთავი 2-ის საქმეს.

პარალელურად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. პროცესის გადადების მიზეზი ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ბასილაშვილის სასამართლოში გამოუცხადებლობა გახდა.

რაც შეეხება თავად ირაკლი ოქრუაშვილს, ის არც ამჯერად გამოცხადებულა სხდომაზე. თავდაცვის ყოფილი მინისტრი კვლავ აცხადებს, რომ მას არ სურს პროცესებზე დასწრება.

ირაკლი ოქრუაშვილის შემდეგი სასამართლო სხდომა 29 ნოემბერს, 14:00 საათზე ჩატარდება.


ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს, პარლამენტთან 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მას აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ოქრუაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

0
15
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ადამიანი
გიორგი ადამიანი
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0