x
მეტი
  • 14.12.2019
  • სტატია:97359
  • ვიდეო:344176
  • სურათი:459354
10 დადებითი ჩვევა, რომლებიც ახლავე უნდა გამოიმუშავო
image


მთელი კვირა წინ გაქვს, შენ კი ისევ აჭიანურებ თუნდაც ერთი სასარგებლო ჩვევის გამომუშავებას. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ იმ ჩვევებს, რომელიც შენი ცხოვრებისა და ჯანმრთელობის უკეთესად დაგეგმვაში მოგეხმარება. მაშ ასე:


ჩვევა #1: დაგეგმე ფინანსები თვის დასაწყისში

გაანაწილე შენი შემოსავალი ხელფასის ჩარიცხვამდე ერთი დღით ადრე: გათვალე, რამდენი უნდა გადადო ბინის, კომუნალურების, სესხის გადასახდელად. აქვე არ დაგავიწყდეს, რომ შემოსავლის 10% აუცილებლად უნდა იყოს დაუგეგმავი ხარჯი.



ჩვევა #2: დალიე უზმოზე 1 ჭიქა წყალი

ნებისმიერი ფიტნესინსტრუქტორი უწევს რეკომენდაციას უზმოზე ერთ ჭიქა ცივ წყალს. ის არა მხოლოდ აკლებინებს წონას, არამედ, კარგია იმუნური სისტემისთვის, კანისთვის, თმისა და ფრჩხილებისათვის, ენერგიისთვის და ა.შ.


ჩვევა #3: არ წახვიდე პროდუქტების საყიდლად მშიერი

გარდა იმისა, რომ საყიდლებზე წასვლამდე აუცილებლად უნდა ჩამოწერო სია და გვერდით სავარაუდო ფასებიც მიუწერო, ნებისმიერი მარკეტოლოგი გეტყვის, რომ სუპერმარკეტში მშიერი შესული იქიდან ორმაგად შემცირებული ბიუჯეტით გამოხვალ, ვიდრე - გეგმავდი. ასე რომ, ჯერ დანაყრდი, საყიდლები კი - მერე!


ჩვევა #4: მოიწესრიგე ძილი

ძილი სრულფასოვანი ცხოვრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩამოიყალიბე რუტინა: დაძინებამდე 4 საათით ადრე ივახშმე, 3 საათით ადრე ისეირნე, 2 საათით ადრე სარელაქსაციო აბაზანა მიიღე, დაწოლით კი დაწექი წინა დღეს, ანუ შუაღამემდე!


ჩვევა #5: მიეჩვიე დროის მენეჯმენტს

აწარმოე დღიური, ჩამოწერე გასაკეთებელი საქმეები და დაყავი პრიორიტეტების მიხედვით. საქმეებს შორის გააკეთე 10-15 წუთიანი შესვენება, სამუშაო დღის ბოლოს გამოყავი 30-40 წუთი თვითგანვითარებისთვის.


ჩვევა #6: აკონტროლე დივაისებთან ყოფნის დრო

ამისათვის უამრავი აპლიკაცია არსებობს, რომელიც გაგიკონტროლებს სოციალურ ქსელებში ყოფნის დროს და შეგახსენებს, რომ ტელეფონის ან პლანშეტის გვერდზე გადადების დროა.


ჩვევა #7: მოამზადე კერძები სახლში თავად

ინტერნეტში დღეს უამრავი აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც ცნობილი შეფ-მზარეული, ჯეიმი ოლივერი თუ ვერ გამოხვალ, გემრიელად და გაცილებით იაფადაც ივახშმებ. თანაც კერძის მომზადება საყვარელ ადამიანთან ერთად ხომ ნამდვილი რიტუალია!


ჩვევა #8: ჩაანაცვლე ფასტფუდი ჯანსაღი სასუსნავებით

ჩიფსების და ხრამუნა მარილიანი ჯოხების ნაცვლად, სტაფილოს, ბულგარული წიწაკისა და სხვა ბოსტნეულის ჩხირები და ხილის კუბები გამოსაჩენ ადგილას ისე დადგით, რომ მთელი დღე ჯანსაღად და თამამად, წონაში მატების გარეშე ისუსნაოთ.


ჩვევა #9: სიგარეტის ნაცვლად წყალი

სიგარეტი რომ მავნებელია, ამაზე დღეს არავინ დაობს. თუკი ამ მავნე ჩვევის ჩანაცვლება სასუსნავებით არ გინდა, ძალიან მარტივ ხრიკს გასწავლით: სულ თან იქონიე წყლით სავსე ბოთლი, თანამშრომლებთან ერთად „მოსაწევად“ გასულმა კი უბრალოდ, წყალი დალიე! 1:0 ჯანსაღი ცხოვრების სასარგებლოდ!


ჩვევა #10: და ბოლოს, ჩვევად აქციე ლოტოს ბილეთის შეძენა

დაგვეთანხმე, რომ არაფერი უდგას წინ, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს ერთი 2-ლარიანი ლოტოს ბილეთის შეძენას, რიცხვების ამორჩევას და გათამაშებისთვის თვალის მიდევნებას„რუსთავი 2-ის“ პირდაპირ ეთერში, 20:50სთ-ზე. ვინ იცის, იქნებ შენ ხარ ის იღბლიანი, რომელიც მომდევნო კვირაში მილიონლარიან ჯეკპოტს იგებს?


გახსოვდეს, იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!

lotto.ge




0
114
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0