x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორ გაიკეთა ქალმა საკეისრო კვეთა საკუთარი ხელით
image

ლიტერატურულ პრემიაზე 4 ნომინაციაში წარგენილია მიხეილ შიფრინის წიგნი:"100 მოთხრობა და ისტორია მედიცინაზე, უდიდესი აღმოჩენები, გმირობები და დანაშაული მედიცინის სახელით"გთავაზობთ ერთ-ერთ არაჩვეულებრივ ისტორიას, რომელიც ამ წიგნშიცაა შესული.


2000 წლის 5 მარტს მედიცინის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა: ქალმა თავად გაიკეთა საკეისრო კვეთა, იგი არა მარტო ცოცხალი გადარჩა, არამედ შვილიც გადაარჩინა.


ქალის სახელია ინეს რამირესი, ხოლო მის ვაჟს ორლანდო ჰქვია. ისინი საპოტეკები არიან-ამერიკელ ინდიელთა ტომის წარმომადგენლები, ამათი სოფელი რიო დე ტალეა მდებარეობს მექსიკის მთებში, 1869 მეტრის სიმაღლეზე.


image

ათასხუთას კაციან სოფელს ერთი სამედიცინო სპეციალისტი, სახელად ლეონ კრუზი ემსახურება . იგი ამაყად ატარებს მედიკოსის მუშაკის სტატუსს. მისი პროფესიული მოვალეობაა, პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტები მიაწოდოს თანასოფლელებს და ასევე რეკომენდაცია გაუწიოს მოსახლოებას მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში ან თუნდაც გართულებული მშობიარობის დროს , სწორედ საკეისრო კვეთა ურჩია სოფლის სანიტარმა ინეს რამირესს 4 მარტს, როდესაც ქალს წინასამშობიარო შეტევები დაეწყო.


ინესმა აქანდე უსაფრთხოდ გააჩინა ექვსი შვილი, ტრადიციულად მშობიარობას მისი მეუღლე ანტონიო კრუზი ესწრებოდა (სანიტარის ბიძაშვილი) მაგრამ ახლა ანტონიო ლოთობას გადაყვა, იჯდა ხის კანტინაში და უკვე რამდენიმე დღე იყო არც გამოფხიზლებულა. ინესმა რვა წლის ვაჟი - ბენტინო კანტინაში კი არ გააგზავნა, არამედ მაღაზიაში. ბავშვს დააბარა რაც შეიძლება მჭრელი და გრძელი დანა შეიძინეო.

image

ანესთეზიისთვის ჭიქა სპირტი დალია, შემდეგ აიღო დანა და მიიღო ინდოელებისთვის დამახასიათებელი პოზა. სწორედ ამან გადაარჩინა.

ინდიელები მჯდომიარე მშობიარობიარობენ, ოდნავ წინ გადახრილები. ამ მდგომარეობაში საშვილოსნოს კედელი პირდაპირ კანის ქვეშ ექცევა. ამიტომ, მუცელის გაჭრის დროს ინესს ნაწლავები არ დაუზიანდა.


მან დანა ქვედა მუცლის ქვედა ნაწილთან მიიტანა და გაჭრა ქვემოდან ზემოთ 17 სანტიმეტრი (არა და 10-იც საკმარისი იქნებოდა). შემდეგ დანით ყოველი მოძრაობით ჭრილობას თანდათანობით აღრმავებდა.

image

სისხლი შადრევანივით ასხავდა, აუტანელი ტკივილის მიუხედავად, ჭრილის ხაზს დანით აღრმავებდა, ერთ საათში საშვილოსნო გაჭრა, რა დროსაც მუცლის ღრუდან, როგორც ინესი იხსენებს„ნაწლავები და კიდევ რაღაც სხვა ორგანოები“ ამოვარდა. ინესმა "გვერდზე გაწია ორგანოები" და ბიჭუნა ამოიყვანა, რომელიც მაშინვე ატირდა, მაკრატლით გადაუჭრა ჭიპლარი, შეახვია საფენებში, ჩვილი გვერდით დადო, შემდეგ კ"ნაწლავები და ორგანოები" მუცლის ღრუში ჩააბრუმა და გონებაც დაკარგა.



გონზე მხოლოდ გამთენიისას მოვიდა. ჭრილობის გარშემო სვიტერი მოიხვია, და 8 წლის ბენიტო სანიტართან გაუშვა

მან მოიტანა ნემსი და ძაფი, რომლითაც მისმა მეუღლე ტანსაცმელს კემსავდა და როგორც შეეძლო, გაუკერა მუცელი. შემდეგ, ახლობლების დახმარებით, ინესი გაჩერებამდე მიიყვანა და "პასახერეოში" ჩასვა (ჩვნებური "მარშრუტკა) ერთ საათზე მეტი იჯაყჯაყა მიკროავტობუსმა გრუნტიან გზაზე, სანამ ის გზატკეცილზე არ გავიდა, სადაც უახლოესი სამედიცინო პუნქტი მდებარეობდა. მორიგე ქალმა როგორც გაიგო რაც ხდებოდა მაშინვე სან-პაბლოში, გადაგზავანა ურჩია, სადაც სრულყოფილი საავადმყოფო იყო ოპერატიული ბლოკით.

გამოიძახეს სასწრაფო, თუმცა ინსესი უკვე ისეთი მისავათებული და ძალაგამოცლილი იყო, რომ ლეონ კრუზმა ესაუბრა საწრაფოს ექიმებს.


ბამბის ძაფით 17 სანტიმეტრის მონაკვეთის დანახვისთანავე, განყოფილების უფროსმა ჰონორიო გალვანმა კამერა აიღო და დაიწყო ყველაფრის გადაღება, რასაც ქირურგი ხესუს გუსმანი აკეთებდა ჭრილობის დათვალიერების შემდეგ, ორივე თვალებს არ უჯერებდა: საშვილოსნო შეიკუმშა ნორმალურ ზომამდე, სისხლდენა შეწყდა და ინფექციის ნიშნები არ აღენიშნებოდა!

ინესს მუცლის ღრუ გამოურეცხეს, საშვილოსნოს მილები გადაუხვიეს, ახალი ორსულობის თავიდან ასაცილებლად. შემდეგ მუცლის ღრუ დახურეს, დრენაჟი ჩააყენეს და ანტიბიოტიკები დაუნიშნეს.

"ნაწლავების თავგადასავალი" უშედეგოდ არ დასრულებულა: მესამე დღეს განვითარდა შეხორცებები, რომლის მოკვეთაც გახდა საჭირო.

მე-10 დღეს ინესი საავადმყოფოდან გაწერეს.

მეან-გინეკოლგებმა გალვანმა და გუსმანმა აღწერეს ეს შეთხვევა სამეცნიერო სტატიაში, მაგრამ სამედიცინო ჟურნალის რედაქტორებს არ სურდათ ამ მასალების გამოქვეყნება, რადგან რაღაც მისტიფიკაციას უფრო წააგავდა და არ სურდათ თავის ატკივება

მხოლოდ სამი წლის შემდეგ, გალვანმა ჩიკაგოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა ვიდეო და ფოტომასალა, მაშინ დარწმუნდნენ მედიკოსები, რომ ეს არ იყო ხუმრობა და სინამდვილეში მოხდა. პირველად მსოფლიოს ეს არაჩვეულებრივი ამბავი International Journal of Gynecology and Obstetrics-ნა გააცნო.



რიო-დე ტალეას ჟურნალისტები მიაწყდნენ, ინესი იძლეოდა ინტერვიუებს და მასზე დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს, თუმცა ქალი იმასაც ვერ ხვდებოდა, რომ ამისთვის შეეძლო ჰონორარი მოეთხოვა.





0
95
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0