x
მეტი
  • 13.12.2019
  • სტატია:97326
  • ვიდეო:344152
  • სურათი:459306
"ირანელი ჯოლი" საკუთარი ფოტოების გამო დააპატიმრეს, მას ბრალი მკრეხელობაში ედება

image

ინტერნეტმომხმარებლებისთვის ირანელი საჰარ ტაბარი ჰოლივუდელი ლამაზმანის, ანჯელინა ჯოლის არც თუ საუკეთესო ორეულად არის ცნობილია.


image


ინტერნეტში გავრცელებული ჭორების თანახმად, საჰარმა 50 – ზე მეტი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რათა საკუთარ კერპს როგორმე დამსგავსებოდა. გოგონას "გარდასახვის" ფოტოები მის ერთგულ თაყვანისმცემლებს პირდაპირი მნიშვნელობით თავზარს სცემდა, ყველა მათგანი ერთხმად, მას საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარების შეჩერებისკენ მოუწოდებდა.


image


თანდათანობით, საჰარის სახელი სოციალურ ქსელებს გასცდა და მისი პიროვნებით არც მეტი, არც ნაკლები ირანის პოლიცია დაინტერესდა. როგორც ირკვევა, სამართალდამცავები იძულებულნი იყვნენ გოგონას "ინსტაგრამზე" განთავსებული პოსტების გამო, პოლიციაში შესული დიდი რაოდენობით საჩივრების საფუძველზე ემოქმედათ.


image

ცნობილ ინსტაგრამ-ბლოგერს ბრალად საკუთარი პოსტებით საზოგადოების - ძალადობისკენ, მკრეხელობისა და მიუღებელი მეთოდებით გამდიდრებისკენ წახალისება ედება. აღნიშნული ბრალდების გარდა, ასევე ისიც ითქვა, რომ საჰარ ტაბარის ინტერნეტ - "მოღვაწეობამ" ხელი ახალგაზრდა თაობის მორალურ დეგრადაციას შეუწყო.


image


აღსანიშნავია, რომ ირანელი ინტერნეტმომხმარებლები სოციალური ქსელებით განებივრებული არ არიან, ამჟამად საჰარის მოქმედი ანგარიში ღიად რჩება და ის ჯერჯერობით, დაბლოკილი არ არის, ხოლო თუ რა სახის სასჯელი ელოდება გოგონას "ჩადენილი" ქმედების გამო ეს, ჯერ კიდევ უცნობია.


image


სხვათა შორის, თავად გოგონამ არაერთხელ აღნიშნა, რომ თავისი საზარელი და ერთი შეხედვით, შიშისმომგვრელი სურათები გრიმისა და ფოტოშოპის საშუალებით შექმნა.



image



საჰარმა რინოპლასტიკის გარდა, ასევე ლიპოსაქცია და ტუჩებიც გაიკეთა, რამაც მთლიანობაში გოგონას გარეგნობა რადიკალურად შეცვალა. საკუთარი სიტყვების დასამტკიცებლად კი, მან პირად გვერდზე თავისი რეალური ფოტო განათავსა.



image



0
246
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
246