x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ტორტინა
ტორტინა

კულინარიაში ნამცხვრების ნაირსახეობას საზღვარი არ აქვს და მათი ასორტიმენტიც რეკორდულად მზრდადია - ფანტაზიისა თუ კვალიტეტის მიხედვით თითოეულის სამზარეულოში, მაგრამ ახლა ყველაზე გემრიელი ტორტინას სახეობას შემოგთავაზებთ, რომლის მომზადებაც არათუ მარტივია, არამედ იაფიც- მოკლე დროში მოსამზადებლად.ორი კვერცხის გულს 100 გრ. შაქართან ერთად შევზელთ გოგლიმოგლის პრინციპით, დავუმატებთ 200 გრ. გამდნარ კარაქს ასარევად, რომლის შემდეგაც 4ს/კ ნატურალურ იოგურტთან ერთად 1ჩ/კ სოდას და ძმარს შევურევთ ერთმანეთში და შესაზელად ფქვილს დავუმატებთ იქამდე, ვიდრე ცომი რბილი და ელასტიკური არ გამოვა. მზა მასას მოვათავსებთ ტარტალეტკის ცხიმიან ფორმებში და უკვე თბილ ღუმელში 180 გრადუსის ტემპერატურაზე გამოვავხობთ, სანამ ბაჯაღლოსფრად არ შეფერადდება. გაციებულ გამომცხვარ ნამცხვარს კი გულში თხლად წავუსვამთ კლასიკურ მოხარშულ კრემს და მოვრთავთ გასუფთავებული მარწყვით, ან კიდევ გემოვნებისამებრ, შერეული სხვა სუფთა ხილით და თქვენი ტორტინაც საკონდიტრო ნაწარმის უგემრიელეს პლატფორმას დაიკავებს, რომლის ავტორიც თავად იქნებით.


ჯორჯიანა


11.11.2019


ფლორენცია/იტალია

0
77
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკატერინე რამიშვილი
ეკატერინე რამიშვილი
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0