x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გოგონა, რომელიც თოჯინად «გადაიქცა»

XXI საუკუნე – ტექნოლოგიური პროგრესის და ექსპერიმენტების ეპოქაა... და არა მხოლოდ მეცნიერების და ტექნიკის სფეროში. არსებობენ ენთუზიასტები, რომლებიც ექსპერიმენტებს საკუთარ თავზე ატარებენ. ზოგი გაახალგაზრდავებას ცდილობს და ამისთვის, ყველა საშუალებას მიმართავს. ზოგს «ერთფეროვანი» კანი არ მოსწონს და სხეულს ტატუებით იფარავს. არსებობენ ისეთებიც, გარეგნობას რადიკალურად რომ იცვლიან და თან იმდენად, რომ ნაცნობები კი არა, უახლოესი ადამიანებიც ვეღარ ცნობენ.


image


ლულუ ხაშიმოტო (Lulu Hashimoto) სწორედ «რადიკალების» კატეგორიას მიეკუთვნება, რადგან მან საკუთარი თავი თოჯინად გადააქცია! რა თქმა უნდა, პირდაპირი გაგებით არა. მაგრამ, პოპულარობის მოსაპოვებლად, ამ იაპონელმა გოგონამ ნამდვილად რომ კარდინალურ ზომებს მიმართა.


image

imageლულუს ყველა მოქმედება იქითკენ არის მიმართული, რომ ის ყველამ თოჯინად ჩათვალოს. ქუჩაში გოგონა ყოველთვის ნიღბით დადის. ხოლო, ხელ–ფეხზე სპეციალური «სტრინგერები» აცვია, რომელიც თოჯინის კიდურების ილუზიას ქმნის. ერთი შეხედვით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ რეალური ადამიანი გაქრა და მისი ადგილი უსახო, უემოციო თოჯინამ დაიკავა. მაგრამ, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით...

ამ მომენტისთვის გოგონა ინტერნეტის და სოციალური ქსელების ნამდვილი ვარსკვლავია. Instagram-ზე საკუთარი გვერდი აქვს და 50 000 ხელმომწერიც ჰყავს. ბევრ ადამიანი დიდი ინტერესით აკვირდება ცოცხალი თოჯინის ექსპერიმენტებს. თავის მხრივ კი, ლულუმ ჰობი, უკვე მომგებიან ბიზნესად აქცია.


image


მას კონტრაქტები აქვს იაპონურ ბრენდებთან და ის სოციალური აქტივობის უკვე სხვა დონეზე გადავიდა. ლულუ მოდელია, რომელიც 50% ადამიანი და 50% თოჯინა. უფრო სწორედ არის მოდელი, რომელიც თოჯინად მუშაობს.imageimageimageimageimageimage


იაპონიაში «ცოცხალი» თოჯინის არსებობის შესახებ, ყოველმა მეორემ იცის. როდესაც ის ქუჩაში ჩნდება, თავდაპირველად, ყველას დიდი თოჯინა ჰგონია. თუმცა, როდესაც მოძრაობას იწყებს, ყველა ხვდება, ვინც არის და მასთან სურათის გადაღების სურვილი უჩნდებად და არც «თოჯინაა» ამის წინააღმდეგი.

ლული ისე გამოიყურება, როგორც ანიმე–პერსონაჟი, რომელიც არასდროს გასუქდება და ყოველთვის ახალგაზრდა იქნება. ეწორედ ეს ხიბლავთ იაპონელებს მასში.


image


ის, თუ, ვინ იმალება ნიღბის მიღმა, უცნობია და არც ლულუ ხაშიმოტოს (ეს ფსევდონიმია) შესახებ არის ბევრი რამ ცნობილი. ყველაზე გულმხურვალე თაყვანისმცემლებმა გაარკვიეს, რომ ის ბალეტით არის გატაცებული და კლასიკური ლიტერატურის კითხვა უყვარს და რომ თოჯინა მისთვის ფეტიშის საგანს არ წარმოადგენს და არავირტუალურ ცხოვრებაში ჩვეულებრივი ადამიანია.


imageimageimageimageimageimageimage








0
317
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
317
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0