x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
9 მითი ძილის შესახებ, რომელიც უნდა დავივიწყოთ

ძილი — ყველაზე ჩვეულებრივი და ამავდროულად, ადამიანისთვის გაურკვეველი ქმედება და საჭიროებაა. ამიტომ, ის ყოველთვის ვარაუდებით და მითებით გარემოცული იყო და დღესაც არის.

აქ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ რამდენიმე მითს და ცრურწმენას განვიხილავთ და ძილთან დაკავშირებული, არასწორი მოსაზრების შეცვლას შევეცდებით.



თუ ვერ იძინებ — საწოლში დარჩი


image


საწოლში დარჩენა იმისთვის, რომ ძილი არ «დაფრთხეს», — გავრცელებული შეცდომაა იმ ადამიანებს შორის, რომლებიც უძილობას უჩივიან. სინამდვილეში, ამ დარგის სპეციალისტები გვირჩევენ, რომ თუ დავწექით და 20 წუთში არ დაგვეძინა, საწოლში წოლას ადგომა და რამის კეთება ჯობია. საწოლში დარჩენა კი, სიტუაციაში, როდესაც ადამიანს არ ეძინება, მის უფრო მეტ გაღიზიანებას და საწოლსა და სიფხიზლეს შორის არაჯანსაღ ემოციურ კავშირს იწვევს.

თუ არ გეძინებათ, შეეცადეთ წიგნი წაიკითხოთ, მუსიკას მოუსმინოთ... და ეს იქამდე გააკეთეთ, ვიდრე ძილი არ მოგერევათ.



ძილის დროს ტვინი ისვენებს


მართალია, ძილის დროს, ტვინს ნაკლები საქმე აქვს, მაგრამ უსაქმოდ ნამდვილად არ არის. ჩვენი ტვინი საერთოდ არასდროს ისვენებს. მაშინაც კი, როდესაც ადამიანს «მკვდარივით სძინავს», ის ორგანიზმის კონტროლს აგრძელებს და იმ ინფორმაციის გადამუშავებას ახდენს, რომელიც ადამიანმა დღის მანძილზე მიიღო.

ღამე აქტიურად მუშაობს ჰიპოკამპუსი, რომელიც მოკლევადიანი მეხსიერებიდან, ინფორმაციის გრძელვადიან მეხსიერებაში გადატანაზეა პასუხისმგებელი. ამიტომ არის, რომ რამის დაზეპირების მცდელობა ძილის წინ, უკეთეს შედეგს იძლევა.



სიზმრის ნახვა მხოლოდ ღრმა ძილის დროს შეიძლება


არც ეს არის სიმართლე. სიზმრის ნახვა, ძილის ნებისმიერ ფაზაში შეიძლება. ღამის მანძილზე რამდენიმე სიზმარს ვხედავთ. მაგრამ, ჩვეულებრივ, ნახევარსაც ვერ ვიმახსოვრებთ. ხოლო, სიზმრის ხასიათი იმაზეა დამოკიდებული, თუ დროის რა მონაკვეთში ხედავს მას ადამიანი: მაგ., ითვლება, რომ თუ სიზმრის ნახვა სწრაფ ფაზაში ხდება, — ის ემოციური, მკვეთრი და დასამახსოვრებელია, ძილის ნელ ფაზაში ნანახი სიზმრები კი, რეალობასთან უფრო ახლოს არის.



მთვარეულის გაღვიძება არ შეიძლება


ითვლება, რომ მთვარეულის გაღვიძება არ შეიძლება, რომ მათი ფსიქიკის დაზიანება და აგრესიის გამოწვევა არ მოხდეს. მაგრამ, ეს სახიფათო ცრურწმენაა. სინამდვილეში, ასეთი ადამიანის გაღვიძება შეიძლება და აუცილებელიც კი არის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მას გეზი ფანჯრისკენ ან კარისკენ აქვს აღებული. ამ მდგომარეობაში, მთვარეულს შეუძლია გარეთაც გავიდეს და საკუთარ თავს, გაუცნობიერებლად, ზიანი მიაყენოს – უფრო დიდი ტრამვა მიიღოს, ვიდრე ეს მოულოდნელი გაღვიძების შემთხვევაში მოხდება.

ყველაზე კარგი ვარიანტი, ასეთ სიტუაციაში, მთვარეულის ფრთხილად გაღვიძება და საწოლის მიმართულებით სვლისკენ ბიძგის მიცემა არის.



დასვენების დღეებში, მთელი კვირის მანძილზე «დაკლებული» ძილის ანაზღაურება შეიძლება


image
მითი, «დასვენების დღეებში გამოძინების» შესახებ, ადამიანს შეიძლება ლოგიკურად მოეჩვენოს, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიულად არის ასე. რეალურად, თავისუფალ დროს, ძილის დაკლებული საათების კომპენსირება არ ცვლის იმ ნეგატიურ შედეგს, რომელიც ორგანიზმს, სამუშაო დღეებში, ძილის ნაკლებობით ადგება. ბევრად უფრო სასარგებლო ძილის რეჟიმის დადგენა და მისი დაცვაა.



ალკოჰოლი უძილობის კარგი საშუალებაა


ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში, შეიძლება ადამიანმა სწრაფად დაიძინოს, მაგრამ ასეთი ძილი ხარისხიანი დასვენების გარანტია ვერ იქნება. ჯერ ერთი, ალკოჰოლური თრობის დროს, ადამიანს ხშირად ეღვიძება, თუნდაც ფიზიოლოგიური მოთხოვნილების გამო. გარდა ამისა, სიმთვრალე ორგანიზმს ძილის ღრმა ფაზაში შესვლის საშუალებას არ აძლევს. არა და, ორგანიზმში მიმდინარე ყველა აღდგენითი პროცესი, სწორედ ამ ფაზაში ხორციელდება. ასე, რომ, ალკოჰოლის მიღების შემდეგ, ადამიანმა შეიძლება ხანგრძლივად იძინოს, მაგრამ გაღვიძების შემდეგ, დასვენებული და ენერგიით სავსე ნამდვილად არ იქნება.



მანქანის მინის ჩაწევის ან კონდენციონერის ჩართვის შემთხვევაში, ძილის «დაფრთხობა» შეიძლება


ეს მითი კი არა, იმ ადამიანების ცრურწმენა უფროა, ვინც საჭესთან დიდ დროს ატარებს. მათი აზრით, სიგრილე მანქანაში მძღოლს ჩაძინების საშუალებას არ აძლევს.

ნებისმიერი რჩევის მიღებას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იმგზავროს ადამიანმა მთელი ღამის მანძილზე, რომ არ ჩაეძინოს და საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარებას, მანქანის გაჩერება და 30-45 წუთით «თვალის მოტყუება» ჯობია. ამ შემთხვევაში, ტვინის «გადატვირთვა» ხდება და ადამიანი თავს კარგად გამოძინებულად გრძნობს.



ძილის დროს ობობებს და სხვა მწერებს ვყლაპავთ


ეს საშინელი მითი, იმის შესახებ, რომ ძილის დროს, მწერის ჩაყლაპვა არის შესაძლებელი, — საბედნიეროდ, მხოლოდ მითია. სინამდვილეში, იმ ობობას, რომელიც შეიძლება საძინებელში იყოს, იმის შანსი უფრო მეტი აქვს, რომ დაძინებული ადამიანის (ისევე, როგორც ფხიზლად მყოფის) შეეშინდეს, ვიდრე იმისი, რომ მისი პირის ან ცხვირის სიახლოვეს აღმოჩნდეს.



ყველი და ტკბილეული ძილის წინ კოშმარული სიზმრების მიზეზი ხდება


ეს უცნაური მითი, არც ერთი კვლევით არ დასტურდება. ხოლო, ყველის შემთხვევაში, პირიქითაც კი არის: 1-2 ნაჭერი ყველი ადამიანს სწრაფად დაძინებაში ეხმარება. ეს კი იმიტომ ხდება, რომ მის შემადგენლობაში ტრიპტოფანი შედის — ამინომჟავები, რომლებიც სეროტონინის გამომუშავებაში მონაწილეობენ, რომელიც თავის მხრივ, სწრაფად დაძინებას უწყობს ხელს.

imageimageimageimageimageimageimage







0
309
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
309
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0