x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
15 საინტერესო ფაქტი ლაბირინთების შესახებ და ლაბირინთიდან გამოსვლის წესი

ლაბირინთები ძალიან იდუმალი და ამავდროულად, მიმზიდველი ნაგებობებია. მათი ძირითადი დანიშნულება გართობაა. თუმცა, ის ფსიქოლოგიური, თუ სულიერი ძიების ხელშეწყობის ერთ–ერთი საშუალებადაც ითვლება. აქ კი, იმ ფაქტებს წარმოგიდგენთ, რომლებიც ამ უცნაურ ნაგებობებს უფრო ახლოს გაგაცნობთ.


1. ლაბირინთში სიარული სულიერ გზაზე სიარულის სიმბოლოდ არის აღიარებული. ბევრ კულტურაში განდობილების ლაბირინთში სიარულს ისე განიხილავენ, როგორც მათ სხვა მდგომარეობაში გადასვლას.


image


2. სიტყვა ლაბირინთი XIV საუკუნის დასაწყისიდან გამოიყენება და მას სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდა. მაგ., «მცდარ აზრი», «გაკვირვება», «დაბანგვა» ან «გაცბუნება».

ითვლება, რომ ეს სიტყვა ძველბერძნული სიტყვების: mæs «გაოცება» და amasian «არევა»-ს შერწყმით არის წარმოებული.


3. სიტყვა ლაბირინთი (laberynthe) წერილობითი სახით, XIV საუკუნის ბოლოს, ლათინური ფორმით – laborintus დაფიქსირდა. ის დიდ დავალებას ნიშნავდა და ბერძნულ მითოლოგიას უკავშირდებოდა.


4. ბერძნული ლეგენდის თანახმად, მინოსის ცნობილი ლაბირინთი, კნოსოსში, დედალოსმა (ხელოვანი, ხუროთმოძღვარი, მხატვარი, მოქანდაკე და გამომგონებელი), ლეგენდარული იკაროსი მამამ, ძვ. წ. აღრ. 2000 წელს ააშენა, რომ მასში მინოტავრი მოეთავსებინათ.


image


5. XX საუკყნის დასაწყისში, კნოსოსის სასახლის აღმოჩენის და შესწავლის შემდეგ, სერ არტურ ევანსმა (Arthur John Evans), ის დედალოსის ლაბირინთად აღიარა და მას შემდეგ, ამ თემაზე კამათი არ შეწყვეტილა. თუმცა, მკვლევართა უდიდესი ნაწილი, სასახლესთან არსებული გამოქვაბულების ბუნებრივი ქსელის არსებობის გათვალისწინებით, თვლის, რომ იქ მართლაც შეიძლებოდა, რომ ლაბირინთი ყოფილიყო.


6. ლაბირინთის შესახებ, პირველი ისტორია, ძვ. წ. აღრ. V საუკუნით თარიღდება და ის ჰეროდოტეს ეკუთვნის. ავტორი, თავის II წიგნში, ეგვიპტის ლაბირინთის შესახებ წერს, რომელიც «ნიანგების ქალაქის» (Faiyum) მახლობლად მდებარეობდა და რომელიც, მისი მტკიცებით, სიდიდით, პირამიდებსაც კი აღემატებოდა.


7. 16-ე საუკუნეში ევროპელმა დიდებულებმა, გართობის მიზნით, საკუთარ მიწებზე ცოცხალი ტიხრების გაკეთება დაიწყეს. ეს მინი ლაბირინთები იყო, რომლებსაც მალე, კიდევ ერთი ფუნქცია დაემატა, – ის ფარული შეხვედრების ადგილად იქცა.


image


8. 1901 წ. კლარკის უნივერსიტეტის (Clark University, აშშ) სტუდენტმა უილიამ სმოლმა ვირთხებისტვის შექმნა ლაბირინთი. ეს პირველი ლაბირინთი იყო, ლაბორატორიულ პირობებში, რომელიც ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში გამოიყენეს.


9. სამეცნიერო წრეებში, ვირთხების გამოჩენამდე, ექსპერიმენტები მწერებზე ტარდებოდა და ლაბირინთის მაგვარი მოწყობილობაც უკვე არსებობდა. ის 1882 წ. ჯონ ლაბოკმა (John Lubbock) ჩვეულებრივი საგნებით შექმნა და მას ჭიანჭველების ნავიგაციაზე დაკვირვებისთვის იყენებდა.


10. ამჟამად, მსოფლიოში ყველაზე დიდი, ცოცხალი და მუდმივი ლაბირინთი, ჰავიზე, «Dole»-ს ანანასის პლანტაციის ბაღშია. მისი ფართობი 1 ჰექტარს აღემატება, ხოლო გასასვლელების საერთო სიგრძე – 4 კმ-ია.


image


11. მსოფლიოში ყველაზე დიდი ცოცხალი ლაბირინთი დისქონსში (კალიფორნია, აშშ) შექმნეს. სიმინდის დროებითი ლაბირინთი 24 ჰა-ზე იყო განლაგებული.


12. თუ ლაბირინთში მოხვდით და შემთხვევით, დაიკარგეთ, «მარჯვენა ხელის» მეთოდი გამოიყენეთ:

მარჯვენა ხელით შეეხეთ ლაბირინთის კედელს და მას გაჰყევით. თუ გასასვლელი შეგხვდათ, ყოველ ჯერზე, მარჯვენა მხარეს მიბრუნდით და გზა გააგრძელეთ. ეს ხრიკი კარგად «მუშაობს» მარტივ ლაბირინთებში (მაგ., ისეთში, როგორიც I სურათზეა), უფრო რთულ ლაბირინთებში კი, ხშირ შემთხვევაში, «კუნძულებია» გამოყენებული, რაც ამ ხრიკის გამოყენებას შეუძლებელს ხდის.


13. ლონდონის ჰემპტონ კორტის ლაბირინთი (Hampton Court Maze) ყველაზე ცნობილი ლაბირინთია მსოფლიოში. ამჟამად, მასში არსებული ცოცხალი ტიხრები 1690 წ. არის დარგული. თუმცა, არსებობს მტკიცებულება, რომ ეს ლაბირინთი, მანამდე, დიდი ხნით ადრე, უკვე არსებობდა და XVII საუკუნის ბოლოს, მხოლოდ მცენარეების განახლება მოხდა.



image


14. ჩარტველის სასახლის ლაბირინთი, იოჰანესბურგის მახლობლად (სამხ. აფრიკის რესპუბლიკა), ჰემპტონ კორტის ლაბირინთზე 5-ჯერ დიდია. მისი ფართობი 6 000 კმ²–ია.


15. პარიზიდან 80 კმ-ის დაშორებით მდებარე, შარტრის საკათედრო ტაძართან (1140 წ.), შუასაულუნეების დროინდელი ლაბირინთია, რომლის გასასვლელების სიგრძე 11 კმ-ია. ის ყველაზე დიდი ლაბირინთია საფრანგეთში და საეკლესიო ლაბირინთებს შორის.imageimageimageimageimageimageimage






0
581
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
581
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0