x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ავარიით გარდაცვლილ „გირჩის“ მღვდელმსახურს წესს არ აუგებენ - „წავიდეს გირჩი და თვითონ აუგოს“
image


უჩვეულო მოვლენა იმერეთში. პოლიტიკური პარტია “გირჩი“ განცხადებას ავრცლებს, სადაც ამბობს, რომ გარდაცვლილ ახალგაზრდას მართლმადიდებელი ეკლესია წესს არ უგებს იმიტომ, რომ ის “ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმთავარი იყო. ახალგაზრდა ავარიის შედეგად 5 ნოემბერს, სამტრედიაში გარდაიცვალა.


“გირჩი“ ამბობს, რომ ოჯახს გარდაცვლილი ახალგაზრდისთვის წესის აგება მართმადიდებლური წესით სურს. თავდაპირველად, მათ ეკლესიისგან უარი მიიღეს იმ დასაბუთებით, რომ მას, “ბიბლიური თავისუფლების” მოწმობა აქვთ აღებული. “გირჩი“ ამბობს, რომ ეს მოწმობა შემდეგ გააუქმეს:

.


“ოჯახმა დაკრძალვა იმის იმედით გადადო, რომ გამოჩნდებოდა სასულიერო პირი, რომელიც წესს აუგებდა გარდაცვლილს. ამ შემთხვევის გამო, კვირას “ბიბლიურმა თავისუფლებამ” გასცა ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შაკო ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გაუქმებულია და გარდაცვლილი პიროვნება აღარ ირიცხებოდა ჩვენი ეკლესიის მღვდელმსახურად.

.

აღნიშნული ცნობის შესახებ, ოჯახმა შეატყობინა როგორც სასულიერო პირებს, ასევე საპატრიარქოს და კიდევ ერთხელ ითხოვა წესის აგება, თუმცა კვლავ უარი მიიღო მათგან. გარდაცვლილი ოჯახს შაბათს უნდა დაეკრძალა, თუმცა დღემდე დაუკრძალავი რჩება და ოჯახი კვლავ ეძებს მართლმადიდებელ სასულიერო პირს, რომელიც წესს აუგებს გარდაცვლილს, “ – ნათქვამია განცხადებაში.

.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ:

.

“გირჩს შეეხმიანეთ, ისინი ხომ ამბობენ, ეპისკოპოსები ვართო და მღვდლები ვართო, წავიდნენ და თვითონ აუგონ წესი თავიანთ წევრებს, “ – უპასუხა ნეტგაზეთს მიტროპოლიტმა საბამ და სატელეფონო ზარი გათიშა.

.

მომხდარს ეხმაურება არჩილ გამზარდია და განმარტებებს აკეთებს. ის აღნიშნავს, რომ ყველა რელიგიაში ასე ხდება.

,

Iago Tertön Khvichia ვნახე სამწუხარო ინფორმაცია, რომ "რელიგიური თავისუფლების" ყოფილი წევრი გარდაიცვალა და მას მართლმადიდებელი მღვდლები წესს ვერ უგებენ. ძალიან ცუდი ამბავია, მაგრამ ერთ ფაქტორს მინდა გავუსვა ხაზი, როდესაც მართლმადიდებელი ახალ რელიგიას იღებს, ის ავტომატურად აღარ წარმოადგენს მართლმადიდებელ პირს, თუ ხელახლა არ მოხდება ეკლესიაში შეერთების წესი. ეს ხდება ნებისმიერი რელიგიური ნიშნის მიღების შემთხვევაში. რადგან ადამიანი აღარ ირიცხებოდა "რელიგიური თავისუფლების" წევრად, ის ავტომატურად ვერ დაუბრუნდებოდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრობას, თუ ხელახლა არ მოინათლებოდა. ძალიან მძიმე და სამწუხარო ამბავია, მაგრამ იდეაშივე მართლმადიდებელი მღვდელი ვერ აუგებს წესს არამართლმადიდებელ ადამიანს.

.

ნებისმიერი პირი, ვინც ახალ რელიგიურ ჯგუფში შედის (არ აქვს მნიშვნელობა "რელიგიური თავისუფლება" იქნება თუ სხვა...), კარგავს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრობის სტატუსს, თუ ხელახლა არ შესრულდება ეკლესიასთან შეერთების წესი, რაც ცალკე სირთულეებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ასეთ ადამიანს მართლმადიდებელი მღვდლები ვერ დაწერენ ჯვარს, ვერ მოუნათლავენ შვილებს, ვერ აუგებენ წესს, ვერ მიიღებენ ჯვრისწერისას მეჯვარედ და ა.შ.

.

თქვენს შემთხვევაში, თუ ის იყო ბოლოს "რელიგიური თავისუფლების" წევრი, მხოლოდ ამ რელიგიური ჯგუფის სასულიერო პირებს შეუძლიათ რაიმე რელიგიური რიტუალის ჩატარება ან არც მათ, თუ უარი თქვა წევრობაზე, შესაბამისად, ასეთი პირი არც ერთი რელიგიური ჯგუფის წევრადაც აღარ ითვლება, შესაბამისად არც მართლმადიდებლად.

ძალიან ვწუხვარ, სამწუხარო ამბავია. -- წერს არჩილ გამზარდია.

.

შეგახსენებთ, “ბიბლიური თავისუფლება” არის “გირჩის” მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც ნებისმიერ მსურველზე გასცემს მღვდელმსახურის მოწმობას. აღნიშნულ დოკუმენტს კი 18-27 წლის ბიჭები, ძირითადად, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გარკვეული პერიოდით თავის დასაღწევად იყენებენ.

1
1091
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1091
  
2019, 12 ნოემბერი, 2:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1