x
მეტი
  • 10.12.2019
  • სტატია:97244
  • ვიდეო:344106
  • სურათი:459230
მეცნიერის ფანტასტიკური წინასწარმეტყველებები 100 წლის განმავლობაში (ვიდეო)
image



შესანიშნავ მეცნიერს ნიკოლა ტესლას, რომელიც ცნობილია გრანდიოზული აღმოჩენებით, შეეძლო მომავლის წინასწარმეტყველება.


26 წლის ნიკოლა ტესლამ გააკეთა რამდენიმე გახმაურებული განცხადება, რომელიც 80 წლის შემდეგ გაცხადდა. მაგალითად, მან ძალიან ზუსტად აღწერა მობილური ტელეფონის გამოგონება, რომლითაც ადამიანებს არა მხოლოდ კომუნიკაცია, არამედ ერთმანეთის შორიდან დანახვაც შეუძლიათ.


ტესლა დიდ ყურადღებას ამახვილებდა უკაბელო კომუნიკაციების განვითარებაზე. ინტერნეტი და კომუნიკაციები მთელს პლანეტაზე ქსელის მსგავსად არის მოდებული. ის ამბობდა, რომ დისტანციურად ადამიანი შეძლებს სხვადასხვა მექანიზმებისა და მანქანების, ასევე, საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაკონტროლებას.



ტესლას წარმოუდგენელი წინასწარმეტყველება არის 2100 წლისთვის, როდესაც მეცნიერი ვარაუდობს, რომ ადამიანთა მოდგმას შეუძლია სრულად გადალახოს დანაშაული. ყველა ბანდიტი და ასეთი კლასის ელემენტები საზოგადოებაში გარკვეულწილად სტერილიზებულ იქნება.


მომავალში ადამიანები უფრო ფრთხილად მიუდგებიან ჯანმრთელობის საკითხს, შეეცდებიან დაიცვან დიეტა და მოიხმარონ ნაკლები ალკოჰოლი. გასაკვირია, რომ ტესლას ვარაუდით, სწრაფი კვება, ანუ ფასტფუდი, გახდება მრავალი ადამიანის დომინანტური საკვები, რადგან, ის სწრაფია და დიდ დროს დაზოგავს. სხვათაშორის, ამ განცხადებებში, როგორც შენიშნეთ, არსებობს წინააღმდეგობებიც

.


image


ჯერ კიდევ 1890 წლის დასაწყისში, დიდი გამომგონებელი ვარაუდობდა, რომ რობოტები სიცოცხლის ყველა სფეროში წამყვან პოზიციას დაიკავებდნენ. დროთა განმავლობაში კი ადამიანის მონურ შრომას თავის თავზე აიღებდნენ. ნოსტრადამუსს ან აველიუსს ამგვარი პროგნოზები არც კი დასიზმრებიათ. თან ეს პროგნოზები ყველაფერი ასრულდა.


ამ ვიდეოში ნახავთ ნიკოლა ტესლას უფრო ზუსტ წინასწარმეტყველებებს, რომლებიც გამოქვეყნდა The New York Times-ში.



0
1668
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1668
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0