x
image
ელენე გუმა
12 ნოემბერს სავსემთავრეობაა - რა გველოდება და როგორც გავატაროთ დღე
image
12 ნოემბერს სავსემთავრეობაა - ამის შესახებ ფეისბუქგვერდი Astrolabe წერს და ამ დღის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას აქვეყნებს.


როგორ გავატაროთ დღე და რა სიაახლები ელოდებათ ზოდიაქოს თითოეულ ნიშნას, ამას ქვემოთ მოყვანილი ტექსტიდან შეიტყობთ.


"12 ნოემბერს სავსე მთვარეა. პიკი - 17:34სთ.

სავსე მთვარე



სავსე მთვარე ყოველთვის ოპოზიციურ ენერგიებს უკავშირდება, როდესაც მზე და მთვარე ურთიერთსაწინააღმდეგო ნიშნებში იმყოფება. ეს არის სიმწიფის, ნაყოფიერების, კულმინაციის მომენტი. ასეთ დროს ადამიანები გაცილებით მეტ ენერგიას ვგრძნობთ, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ დონეზე. მძაფრია ჩვენი ემოციური რეაქციებიც (მათ შორის აგრესიული ფორმებითაც). ნებისმიერი სავსე მთვარის დროს კოსმიური მესიჯი ბალანსია. თუ ახალი მთვარე ერთ კონკრეტულ საკითხზე კონცენტრირდება, სავსე მთვარე ორ, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ენერგიას ააქტიურს ზოგადადაც და ჩვენს რუკებშიც. ამიტომ ასეთ დროს აუცილებელია ორივე ნიშნის (მზისა და მთვარის) თემებზე მუშაობა და იმ საკითხების გაცნობიერება, რომელიც ბალანსის მიღწევაში გვიშლის ხელს. თვისობრივად რაზეა საუბარი, ამას მზისა და მთვარის ნიშნები მიგვანიშნებენ, ხოლო ჩვენი ცხოვრების რომელ სფეროებს ეხება ეს საკითხები, პასუხები უკვე პირად რუკებში უნდა ვეძებოთ.


ამჯერად მზე მორიელში, მთვარე კი კუროშია (მე-20 გრადუსი).

სავსე მთვარე კუროში


კურო მიწის სტიქიას მიეკუთვნება და მას ვენერა მართავს, პლანეტა, რომელიც სილამაზესთან, სიყვარულთან, ფულთან, კომფორტთან და ღირებულებებთან ასოცირდება. კუროს უყვარს სიმარტივე და ცდილობს, ბედნიერების მიზეზები ყოველდღიურობაში დაინახოს (თუნდაც გემრიელი საკვებით ან სხვა ტიპის ფიზიკური სიამოვნებით), მაშინ, როდესაც მორიელი ყველაფერს კომპლექსურად უდგება. კურო მიწიერი, პრაქტიკული და ფრთხილია, მორიელი კი ემოციური, ღრმა, ინტუიციური და რისკიანი. წინა სტატიაში საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ მორიელის უნარზე, შეცვალოს ან შეიცვალოს. ახლა კი დადგა დრო, როდესაც ამ ტრანსფორმაციული ენერგიის ფონზე უნდა გავაცნობიეროთ, რა შევინარჩუნოთ და როგორ მივაღწიოთ სტაბილურობას ცხოვრებაში. კურო სწორედ ის ნიშანია, რომელიც მზადაა შრომითა და წარმატების ჯიუტი სურვილით ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდეს მიზნისკენ. ეს ნიშანი იმ ხარს წააგავს, რომელიც დილიდან ღამემდე შრომობს. ის აფასებს როგორც საკუთარ, ისე სხვის მონდომებას და ცდილობს, საკუთარი შრომით მიღებული სარგებელი ჭკვიანურად გამოიყენოს. ყველაზე ნაკლებად ალბათ კუროებს შევხვდებით ისეთ ადგილებში, სადაც ფინანსური დანაკარგების რისკი მაღალია. ეს ნიშანი საკმაოდ ფრთხილი და წინდახედულია.
კარგ შემთხვევაში, კუროს არანაირი პრობლემა არ აქვს რუტინასთან, ცდილობს, ჯანსაღად იკვებოს, ხარჯვის დროს მაქსიმალურად ითვალისწინებს თავის ფინანსურ გეგმას, ნაკლებად მძაფრი რეაქციები აქვს კრიზისულ სიტუაციებში, მეგობრობს მშვიდ და სტაბილურ ადამიანებთან, მშვიდად იღებს რჩევებსაც და სასიყვარულო ურთიერთობებს ამთავრებს მაშინვე, როგორც არასტაბილურობასა და არასანდოობას იგრძნობს. არამყარ ურთიერთობაში ყოფნას კურო მარტოობას ამჯობინებს. ამ ყველაფერს კი მხოლოდ იმ მიზნით აკეთებს, რომ სტაბილურობა მისთვის ტოპ პრიორიტეტია. კუროსგან ბევრი საჭირო რამ შეგვიძლია ვისწავლოთ.


რას ნიშნავს თქვენთვის სტაბილურობა?


რას აკეთებთ იმისთვის, რომ მიაღწიოთ სტაბილურ და მშვიდ ცხოვრებას?


კუროს მმართველი პლანეტა ვენერა ამჟამად მშვილდოსანში იმყოფება და კვადრატული ასპექტით უკავშირდება ნეპტუნს თევზებში. კუროსგან და მორიელისგან განსხვავებით, მშვილდოსანში ვენერა უფრო თავისუფლებისა და თავგადასავლების მოყვარული, ლაღი და მხიარულია. მართალია, ეს ნიშანი ღიაა სიახლების მიმართ და პროგნოზებიც ოპტიმისტური აქვს, მაგრამ ნეპტუნთან კვადრატი თავის მოტყუებისა და ცრუ მოლოდინების ტენდენციას აძლიერებს. ნუ მისცემთ ნურავის და ნურაფერს თქვენი იმედგაცრუების საშუალებას. ასეთ დროს ჯობია, მოლოდინებისგან თავი შევიკავოთ და სიტუაცია დავინახოთ და აღვიქვათ ისეთად, როგორიც რეალურად არის. ახალ ნაცნობობას ართულებს რეტროგრადული მერკურიც, რომელზეც წინა სტატიაში საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ.


ასპექტები


სავსე მთვარის დროს მზესა და მთვარეს ჰარმონიული ასპექტები აქვს სატურნთან, ნეპტუნთან და პლუტონთან, მზე კი რეტროგრადულ მერკურთან იმყოფება შეერთებაში. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ძველი პრობლემები შეგვიძლია, ახლებურად, განსხვავებულად დავინახოთ და მარტივადაც მოვაგვაროთ. მთავარია, გამოვიჩინოთ შესაბამისი ღიაობა, მტკიცე ხასიათი, მოვუსმინოთ საკუთარ შინაგან ხმას და მზად ვიყოთ, გეგმიურად, ორგანიზებულად მივუდგეთ ყველაფერს. ენერგიას, ენთუზიაზმსა და მოტივაციას გვმატებს მარსისა და იუპიტერის ზუსტი სექსტილიც, რომელიც სავსე მთვარისა და მერკურის ოპოზიიით გამოწვეული კომუნიკაციის პრობლემების მოგვარებაშიც დაგვეხმარება. მოვუსმინოთ ერთმანეთს, დავუკვირდეთ დეტალებს, ნუ ავჩქარდებით გადაწყვეტილების მიღების ან შეფასების გაკეთების დროს და შანსი გვექნება, ბევრი ოცნება ვაქციოთ რეალობად. პლანეტარული ასპექტები ამ სავსე მთვარის დროს ნამდვილად იმედისმომცემია.


აღნიშნული ტენდენციები ზოდიაქოს თორმეტივე ნიშანს ეხება, თუმცა სავსე მთვარის ენერგიას ყველაზე მეტად ის ადამიანები იგრძნობენ, ვისაც პირად რუკაში პლანეტები, ASC, DSC, IC და MC ფიქსირებული ნიშნების (მორიელი, კურო, მერწყული, ლომი) 15-25 გრადუსს შორის აღენიშნება.


კონკრეტული ადამიანისთვის მიმდინარე და უახლესი პლანეტარული გავლენის შესაფასებლად აუცილებელია პირადი რუკის შედგენა და მისი სიღრმისეული ანალიზი. ცვლილებები იწყება გაცნობიერებით. პირადი ასტროლოგიური რუკა კი სწორედ საკუთარი თავის შეცნობასა და პოტენციალის მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოყენებაში გვეხმარება.
იმ შემთხვევაში თუ ისარგებლებთ astrolabe-ს სერვისებით, გავაანალიზებთ როგორც თქვენს დაბადების რუკას, ასევე მიმდინარე და უახლოესი პერიოდის ასტროლოგიურ ტენდენციებს პირადად თქვენთვის, გაგიზიარებთ საჭირო პრაქტიკულ რჩევებს და ერთად დავგეგმავთ თქვენს წარმატებას.

სტაბილურობასა და კეთილდღეობას გისურვებთ!"

1
522
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
522
  
2019, 12 ნოემბერი, 2:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1