x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ბოდიარტ მხატვარმა ქალმა ტანსაცმელი შიშველ სხეულზე დაიხატა და ერთი დღით კაფეში მიმტანად იმუშავა

image თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება ექსპერიმენტები, გამოწვევები და "ჩელენჯი", რაც საკუთარი თავის და საზოგადოების რეაქციის შემოწმებას ემსახურება.
უამრავი ასეთი ექსპერიმენტია ინტერნეტში განთავსებული და ვფიქრობ, თქვენც ნახავდით ბევრ მათგანს.
ამ სტატიაში მოგითხრობთ ერთ-ერთ თამამ ექსპერიმენტზე, რომელიც ბოდიარტ მხატვარმა და მისმა გოგონამ ჩაატარეს.
ცნობილმა ბოდიარტ მხატვარმა, ჯეინ სეიდლმა გადაწყვიტა საკუთარ სხეულზე დაეხატა ტანსაცმელი და ამერიკის შტატ მერილენდის ქალაქ პორტ-დეპოზიტის ერთ-ერთ კაფეში ემუშავა მიმტანად. მხატვარს ეს იდეა მიაწოდა მისმა შვილმა, რათა დედის ამ ფორმით მიმტანად მუშაობისას საზოგადოების რეაქცია გადაეღო და "YouTube"-ის საკუთარ არხზე აეტვირთა.
ჯეინის გოგონა დედის დახმარებით სწავლობს ბოდიარტის ხელოვნებას და სწორედ აქედან გამომდინარე გაუჩნდა იდეა, რომელიც დედას გაუზიარა.
დედა-შვილი დიდხანს ემზადებოდა ამ დღისათვის და ერთ დღეს ჯეინი შეუთანხმდა კაფეს მეპატრონეს, რათა ერთი დღით ემუშავა მიმტანად მის კაფეში, შიშველ სხეულზე (ტრუსი ეცვა) დახატული ტანსაცმლით.
თავიდან ჯეინი იღებდა შეკვეთებს და ყველაფერი მშვიდად მიდიოდა, სანამ ჯეინის რამდენიმე კოლეგა არ მივიდა კაფეში და არ შეამჩნია ჯეინის "ტანსაცმელი". ჯეინმა მათ ჩუმად აუხსნა ექსპერიმენტის მიზანი და ჯეინის მეგობრებიც, როგორც მაყურებლები ჩაერთვნენ ექსპერიმენტში.
კაფეს კლიენტები თავიდან ვერ ხვდებოდნენ, თუ როგორ იყო "ჩაცმული" მიმტანი. ჯეინმა ეს მოგვიანებით იმით ახსნა, რომ საზოგადოებას საკუთარი ყოველდღიური პრობლემები აქვს და ნაკლებად აინტერესებდათ მიმტანის "ჩაცმულობა".
თუმცა გარკვეული ხნის მერე კლიენტები მიხვდნენ, რაღაც ისე რომ არ იყო. ბევრს არ მოეწონა მიმტანის ასეთი სახით ნახვა, ზოგი გაბრაზდა, ზოგს უბრალოდ გულიანად გაეცინა.
საბოლოო ჯამში, ჯეინის შეფასებით საზოგადოების უმეტესობა პოზიტიურად შეხვდა მხატვრის ექსპერიმენტს და სითამამე და იდეა მოუწონა.
თავად კაფეს თანამშრომლები, რომლებმაც იცოდნენ ექსპერიმენტზე ყველაფერი, განზე იდგნენ და კლიენტებისაგან მალულად გულიანად იცინოდნენ მოფარებულ ადგილებში.

Девушка несёт заказ

როგორც კაფეს მეპატრონემ განაცხადა: "როცა ექსპერიმენტზე ჯეინმა კაფეს კლიენტებს თავადვე მოუთხრო, კაფეში კლიენტების რაოდენობამ ერთბაშად იმატა, ჩვენი ოფიციანტები შეკვეთის მიტანას ვერ აუდიოდნენ, ჯეინი კი იდგა და მშვიდად იღებდა სურათებს კაფეში მოსულ სტუმრებთან.
ჯეინის რამდენიმე საათიანმა მუშაობამ ჩემს კაფეს იმდენი შემოსავალი მოუტანა, რამდენსაც მთელი კვირის მუშაობა დასჭირდებოდა. მე შევთავაზე ჯეინს ემუშავა ჩემს კაფეში, თუმცა მალევე მივხვდი, ეს წინადადება სრული უაზრობა რომ იყო და ჯეინს ბოდიშიც მოვუხადე, რომელიც ჯეინმა ღიმილით მიიღო და მაგრძნობინა, რომ საბოდიშო არაფერი იყო.
ერთი სიტყვით, ეს დღე ძალიან კარგი და პოზიტიური იყო ჩემი და ჩემი კაფეს თანამშრომლებისათვის, ისევე, როგორც კაფეს კლიენტებისათვის".

კადრი, როცა კაფეს სტუმარი მიხვდა, მიმტანი თუ როგორ იყო "ჩაცმული".

Посетитель заметил подвох ჯეინი სადღეისოდ ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი ბოდიარტ მხატვარია მსოფლიოში და იმედია მის ახალ ექსპერიმენტებსაც ვნახავთ მისი ან მისი გოგონას არხებზე.

0
1131
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1131