x
image
რუსო ჩარექიშვილი
5 ზოდიაქო, რომლებსაც 2020 წელი უამრავ სურპრიზს უმზადებს. გაიგეთ, ხართ თუ არა მათ შორის?
ყოველი ახალი წელი უდიდეს სიხარულთან, მრავალი ბედნიერი დღის მოლოდინთან, სიახლეებთან, წარმატების სურვულთან, პირადი ცხოვრების გაუმჯობესებასთან თუ უამრავ დადებით ემოციასთანაა დაკავშირებული...

სწორედ ამ ემოციებით ველოდებით თითოეული ჩვენგანი 2020 წლის დადგომას.image

აღ­მო­სავ­ლუ­რი ჰო­როს­კო­პის მი­ხედ­ვით, 2020 წელს თეთ­რი ვირ­თხის წე­ლი­წა­დის შე­მობ­რძა­ნე­ბას ვე­ლო­დე­ბით. ვირ­თხა აღ­მო­სავ­ლურ ჰო­როს­კოპ­ში პირ­ვე­ლი ნი­შა­ნია. სა­ინ­ტე­რე­სოა, რას გვპირდება იგი

2020 წელი ისევე როგორც სხვა წლები უამრავ სიახლეს უმზადებს თითოეულ ადამიანს, თუმცა არიან ადამიანები, რომლებისთვისაც მოცემული წელიწადი უამრავი სურპრიზის, წარმატებების, წინსვლის მომტანი იქნება...


მაშ ასე, იხილეთ იმ ზოდიაქოების ჩამონათვალი, რომლებსაც 2020 წელი უამრავ სურპრიზს უმზადებს:

1. ქალწული - შეიძლება ითქვას, რომ ქალწული ზოდიაქოს ის ნიშანია, რომელსაც 2020 წელს ყველაზე მეტად გაუმართლებთ. ახალ ძალებს, მოზღვავებულ ენერგიას, სიახლეებთან შერკინების სურვილს ისინი ახალი წლის დადგომასთან ერთად იგრძნობენ. მათ შესაძლებლობებს საზღვარი არ ექნება. 2020 წელი არაჩვეულებრივი პერიოდია კარგად დაფიქრებისათვის, საკუთარ თავში ახალი ძალების აღმოსაჩენად, რაც თქვენივე მომავლის განსაზღვრის საშუალებას მოგცემთ. არაჩვეულებრივი პერიოდი გიდგათ კარიერის კუთხითაც, დროა ახალი საქმე წამოიწყოთ და თავი დააღწიოთ რუტინას. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, დროა გააქტიურდეთ, რადგან 2020 წელი უამრავ შანსს გთავაზობთ, მთავარია ყურადღებით იყოთ და შანსი ხელიდან არ გაუშვათ.image

2. მორიელი - რა შეიძლება ვთქვათ მორიელზე, მისთვის ხომ ყოველი წელი ისედაც სურპრიზებით, სიახლეებით, თავგადასავლებითაა სავსე. ამ ყველაფრის შემოქმედი კი რაღათქმაუნდა თავადაა. 2020 წელი მორიელისთვის კარიერული წინსვლის პერიოდია, ერთადერთი რაც გმართებთ ყურადღებით ყოფნაა, რადგან ხშირად მოექცევით ისეთ სიტუაციებში, სადაც წამიერი ყურადღების მოდუნება(რაც მორიელს არ სჩვევია) და მარცხი გარდაუვალი იქნება.რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ამ კუთხით უამრავი თავგადასავალი გელით, თუმცა 2020 წელი არაჩვეულებრივი პერიოდია, კარგად დაფიქრდეთ, არჩევანი გააკეთოთ და ბოლოს და ბოლოს არჩევანი შეაჩეროთ სტაბილურ პარტნიორზე, რადგან დამდეგი წელი მორიელებისთვის ოჯახის შესაქმნელად არაჩვეულებრივი პერიოდია.image

3. ლომი - პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ ლომებისთვის წარმატების ხანა დადგა, როგორც კარიერული, ისე პირადი ცხოვრების კუთხით. რა მიზანი შეიძლება დაისახოს ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანმა, რომელსაც იგი 2020 წელს ვერ მიაღწევს, ერთადერთი რაც მას მოუწევს, საკუთარი შესაძლებლობების, ძალების აღიარება, დაჯერება და წარმატებაც გარანტირებული აქვს. შესაძლოა რაღაც ეტაპზე ლომს საკუთარ ძალებში ეჭვი შეეპატოს, სწორედ ამ დროს გჭირდებათ ყურადღების მობილიზება, რადგან საკუთარი თავის რწმენის ნაკლებობამ შესაძლოა დიდ მომავალზე გათქმევინოთ უარი. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, დამდეგი წელი საშუალებას მოგცემთ ბოლოს და ბოლოს იპოვოთ სტაბილური პარტნიორი, ხოლო ვისაც უკვე გვერდით გყავთ მეორე ნახევარი დროა დაოჯახებაზე იფიქროთ.image

4. მერწყული - მისთვის შემოქმედების, ფანტაზიების, ნოვაციების, შთაგონებით აღსავსე წელი დგება. სწორედ საკუთარი თავის იმედი, საკუთარ თავში აღმოჩენილი ძალა და შესაძლებლობები მისცემს მას საშუალებას მიაღწიოს უკვე დიდი ხნის ნანატრ ოცნებებს. ცხოვრება მას არაჩვეულებრივ შანსს აძლევს ახალი ბიზნესის წამოსაწყებად, რომლის წარმატებით განხორციელებაში იღბალთან ერთად, საკუთარი შრომისმოყვარეობაც დაეხმარება. რაც შეეხება პირად ცხოვრებას - ამ კუთხით დიდხანს ფიქრი და "ტვინის ჭყლეტვა" გელოდებათ, რადგან 2020 წელს შეხვდებით რამდენიმე პარტნიორს, რომელთაგანაც სტაბილური პარტნიორის არჩევა გაგიჭირდებათ, ამიტომ ამ საკითხში ყურადღება გმართებთ.image

5. მშვილდოსანი - მოცემული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის ყოველი წელი ისედაც ბედნიერებით, თავგადასავლებით და სიახლეებითაა სავსე, რადგან ამ ყველაფრის შემოქმედი თავადაა. სადაც მშვილდოსანია იქ მხიარულებაცაა, სადაც მშვილდოსანია იქ ბედნიერება და პოზიტივია. 2020 წელი ამ თავგადასავლების მოყვარე ნიშანს "ოქროს ხანას ჰპირდება", საკუთარ თავში ისეთ შესაძლებლობებს აღმოაჩენთ, რაზეც აქამდე არც კი დაფიქრებულხართ, სწორედ ეს დაგეხმარებათ კარიერული კუთხით წინსვლაში. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ცხოვრება აქაც არ გაკლევთ სურპრიზებს, სწორედ დამდეგი წელი თქვენთვის ოჯახის შესაქმნელად არაჩვეულებრივი პერიოდია, ასე რომ დროა მშვიდ, სტაბილურ ურთიერთობაზე დაფიქრდეთ და ცხოვრებისგან ბოძებული ნიჭი, რასაც უზღვავი ენერგია ჰქვია - კარიერას მოახმაროთ.image


0
13065
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
13065
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0