x
"ტვინმკვდარი ნატო"?! - ანუ რა გვეცეკვება?

image

7 ნოემბერს, საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ ბრიტანული The Economist-ისთვის მიცემულმა ინტერვიუმ დიდი რეზონანსი გამოიწვია. გასაგებია რატომაც - ნატო-ს ერთ-ერთი მთავარი ქვეყნის პრეზიდენტმა ალიანსს "ტვინმკვდარი" უწოდა, ისაუბრა იმაზე, რომ ევროპა დღეს აღარ არის ქმედითი სტრატეგიული ერთეული, მას სჭირდება რეფორმირება და საჭიროა რუსეთთან თანამშრომლობა. ბუნებრივია, ასეთმა განცხადებებმა მსოფლიოს ლიდერების ყურადღება მიიქცია. გერმანიის კანცლერი და ნატო-ს გენერალურმა მდივანი ემანუელ მაკრონს არ დაეთანხმნენ, გერმანიაში სტუმრად მყოფმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ნატო-ს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რუსეთში

კი ძალიან გაუხარდათ ფრანგი პრეზიდენტის ასეთი ხედვის მოსმენა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ნატო-სა და დასავლური ინსტიტუციების კრიტიკისგან მაინც შეიკავეს თავი. სერგეი ლავროვმა ირონიულად აღნიშნა, - თუკი საფრანგეთის პრეზიდენტი ასე ლაპარაკობს, ბუნებრივია, ამის მიზეზი ექნებოდაო.

საინტერესოა, რომ საქართველოში ამ ინტერვიუმ ისე ჩაიარა, თითქოს არც არაფერი ყოფილა (ისევე როგორც ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიისთვის ევროკავშირის მხრიდან გაწევრებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე უარის თქმამ). არადა, საქმე შეეხება იმ სტრუქტურებს, რომელში გაწევრებაც ჩვენს პოლიტიკურ ელიტასა და საზოგადოების ნაწილს აუციელბლად მიაჩნია. რატომ არ მიაქციეს აქ ყურადღება ამ ყველაფერს? - ალბათ იმიტომ, რომ უფრო საინტერესო პროცესები ხდება, მაგალითად, პარლამენტში ხინკლით მიდის გოცირიძე, ერთმენთს თავ-პირს ვალეწავთ იმის გამო, ვიცეკვოთ თუ - არა, ვმსჯელობთ იმაზე ფილმის ჩვენების ჩასაშლელად კინოკომბლე კომბლით მივა თუ -უკომბლოდ, გაბუნიამ რა თქვა და ა.შ.

ემანუელ მაკრონის ინტერვიუში შეგვიძლია ჩვენთვის საინტერესო რამდენიმე მომენტი გამოვყოთ:


1. მაკრონის ხედვა ევროპაზე, ევროკავშირზე და მის როლზე თანამედროვე მსოფლიოში;
2. მაკრონის ხედვა ნატო-სთან დაკავშირებით;
3. მაკრონის ხედვა რუსეთთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით;

4. მცირე ახსნა-განმარტება იმაზე, თუ რატომ თქვეს უარი გაწევრებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის შემთხვევაში. იხილეთ ვრცლად
2
137
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
137
  
2019, 12 ნოემბერი, 10:17
ნატოს გაუვიდა ვადა, ყავლი, ვარგისიანობა... ამოწურა თავიც და იდეებიც(
2019, 12 ნოემბერი, 2:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2