x
მეტი
  • 07.12.2019
  • სტატია:97185
  • ვიდეო:344045
  • სურათი:459147
„პატრიარქს ვთხოვე თანხა და ეს ვალი დღემდე მომყვება“ - მეუფე იოანე ილია მეორესთან დაკავშირებით ისტორიას იხსენებს

image

მეუფე იოანე გამრეკელმა რუსთავის ვახტანგ გორგასლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას საქართველოს პატრიარქთან დაკავშირებით ერთი ისტორია გაიხსენა გაიხსენა:

„ჩემს ცხოვრებაში იყო პრობლემა, მაშინ სტიქარში ვიყავი, არც ვიყავი ხელდასმული, ოჯახური პრობლემა მქონდა და სასწრაფოდ მჭირდებოდა თანხა, რომელიც არ მქონდა. მივედი პატრიარქს ვთხოვე, რომ ხვალ ან ზეგ ეს თანხა უნდა მივიტანო და არა მაქვს, დამეხმარეთ-მეთქი. ხელფასი მქონდა საპატრიარქოში, იქიდან დამიკავეთ და დავაბრუნებ თქო. პატრიარქი არც დაფიქრებულა, დაუძახა მოლარეს და უთხრა, თანხა მოიტანეო. მაშინ ეს დიდი ფული იყო. რომ გადმომცა, ვუთხარი, უწმინდესო, მე დავაბრუნებ ამ ფულს და მან მითხრა, შენთან რომ გაჭირვებული მოვა და დაეხმარები, მაშინ დაიწყებ ამ ვალის გადახდასო. ეს ვალი მე დღემდე მომყვება. ეს იყო გაკვეთილი ჩემთვის, რომელიც პატრიარქმა ჩამიტარა”.


2
636
1-ს მოსწონს
ავტორი:ლაშა ვასაძე
ლაშა ვასაძე
636
  
12 ნოემბერი, 2:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

11 ნოემბერი, 20:33
მერე რატომ არ დაუბრუნე, ფული გაკლია?
0 1 2