x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134362
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
რავი, წაიკითხეთ,არასდროს დამიწერია ეს, მაგრამ ჩემმა ახლობლებმა ეს ისტორია იციან -ნინო ლაბარტავა
imageჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა გიორგი გაბუნიას ვიდეომონოლოგს ეხმაურება, სადაც ტელეწამყვანი მღვდლის მხრიდან სექსუალურ შევიწროვებაზე საუბრობს და წერს:

"რავი, წაიკითხეთ ))) არასდროს დამიწერია ეს, მაგრამ ჩემმა ახლობლებმა ეს ისტორია იციან და ზოგი მათგანი აქაც მყავს მეგობრებში. ჯერ ეს უნდა ვთქვა: გიორგი გაბუნია ყვებოდა წეღან ეთერში, წლების წინ მღვდელმა სექსუალურად შემავიწროვაო და დეტალებს იხსენებდა. სიმართლეს ამბობს, თუ ტყუილს - არ ვიცი. ეს მისი სინდისის საქმეა, ცრუობს თუ ნამდვილად გადახდა ის ამბავი თავს.
მე რაც გადამხდა, სრულად ვერ დავწერ, მეზარება, მაგრამ რაღაცას მაინც მოგიყვებით.
წლების წინ, ერთ მამაოსთან ვიყავი ინტერვიუზე სახლში ასული. ნუ, ჯერ სახლი ჰქონდა ისეთი, პირი დავაღე - სტუდიოს ტიპის ზეთანამედროვე სტანდარტის "ზალა", თავის ბარის სტოიკით; პარკეტი ისეთი იყო, ფეხი რომ დავდგი ხალიჩა მეგონა - რაღაც საოცარი მასალისგან იყო გაკეთებული; კედელზე იმხელა ტელევიზორი ეკიდა, კინაღამ შპალერი მეგონა :დდდდ
თავად მღვდელი სპორტულებში იყო გამოწყობილი და ხელკავით შემიყვანა სახლში, კაი მოსასტავე მეგობარივით.
შევედით მის ოთახში და კედელზე უამრავი, ულამაზესი ხატი ეკიდა და იქვე მაგიდა იდგა. დავსხედით, მოვამზადე დიქტოფონი და დავიწყე ინტერვიუს ჩაწერა. საუბარში რაღაც წვრილი სიგარეტი დააძრო და მოწევა დაიწყო )))) მეც მითხრა - მოწიეო, არ მოგერიდოსო )))) არ მოვწიე, აშკარად მე უფრო დიდი რიდი მქონდა კედელზე დაკიდებული ხატების ????
მღვდლის ოჯახის წევრმა ყავა და ტკბილეული შემოგვიტანა და გავიდა. ძაან საინტერესოდ საუბრობდა და რაღაც მომენტში გამიარა დაძაბულობამ და უხერხულობამ. როცა ინტერვიუს ჩაწერას მოვრჩით, იყავი არ წახვიდეო, ვისაუბროთო. ვერ ვთქვი უარი და გავჩერდი. მიყვებოდა თავის საერო ცხოვრებაში ყოფნის ამბებს - მსახიობი ყოფილა ადრე, აღარ მახსოვს დეტალები. მერე მეკითხება - ქმარი გყავსო? არა, მარა შვილი მყავს-მეთქი. დისტანციურად დალოცა ჩემი შვილი და უცებ ღალატზე გადაიტანა საუბარი - არ მესმის, ღალატის გამო რატომ ინგრევა ოჯახებიო... და ბოდიალობდა რაღაცეებს.
გამოვშტერდი :დდ და ვეკითხები - ღალატი სახუმარო თემაა? ღალატი ერთ-ერთი ის დიდი მიზეზია, რის გამოც ეკლესია ჯვარდაწერილ წყვილს ჯვარს აყრის-მეთქი...
- ოოო კაი რა! - მპასუხობს... ერთხელ თუ გაფარჩხვალდა მეუღლე სხვასთან, ამის გამო ოჯახი რატომ უნდა დაანგრიოო?..
- მამაო, ღალატი ასეთი სახუმარო თემა გგონიათ-მეთქი?
(ცენზურას დავიცავ აქ)
- უიმე, გოგო, ეგერ ისეთზე (თავის საწოლისკენ იშვერს ხელს) რომ ქალი და კაცი დღნაურობენ, რაღაც უცებ დაწყებული ვნების გამო, ეგ რანაირადაა ღალატი? შეყოფს "იმას" "იქ", გამოყოფს და მორჩა! ამას უნდა გადაყვეს ოჯახიო?..
????????????????
აეეე ბლიიინ... მეთქი მამაო, ძმა, ბრატ ????????????
ის ისევ აგრძელებს რაღაცეებს ღალატზე და მე ვზივარ გამეხებული - პირველად ვნახე, რომ მამაო ღალატს აპრავებდა და თან - ასეთი ლექსიკით საუბრობდა :დდდ


ძლივს ბოლოს მოვიმიზეზე, წასასვლელი ვარ უკვე-მეთქი და ახლა რას მეუბნება:
- შენ ალბათ ძაან იღლები იმდენს მუშაობ. აგერ ცოტა ხანში ქალაქგარეთ ჩემი დაჩა დასრულდება და გეპატიჟები რამდენი ხნითაც გინდაო ???? დაისვენეო, მოგაქცევ ყურადღებასო, მეც იქ ვიქნებიო...
- კაი, ვეცდები, დიდი მადლობა-მეთქი ????????????
იმის მერე მინიმუმ სამჯერ მაინც დამირეკა - აბა, როდის წამოხვალ და როდის წამოხვალო
სულ დელიკატურად ვიშორებდი თავიდან და ბოლოს შემეშვა ))))



ხოდა, ახლა რა მინდა ვთქვა )))) დიდი მორწმუნე მე არ ვარ, ყოველდღე ეკლესიაში არ დავდივარ, მარა მწამს ღმერთის, მაქვს რწმენა, რასაც ყოველთვის სათუთად ვუფრთხილდები და ვიცავ ჩემებურად ვურთიერთობ ჩემს რწმენასთან და ღმერთთან და ამ ურთიერთობას ვერც ის იდიოტი მღვდელი დამინგრევს და შემირყევს და ვერც სხვა უღირსი მღვდლები ვერ უზამენ ვერაფერს იმას, რაც ჩემს შიგნითაა და რასაც ასე გამოვხატავ - ყოველღამე ძილის წინ ლაზარეს ჩემებური დალოცვით ვუსურვებ ტკბილ ძილს და პირჯვარსაც ვწერდა ძალიან მიყვარს მე ეს ყველაფერი.



ალბათ ერთ-ერთი ბოლო ვარ მათგან, ვინც სხვებისთვის სამაგალითო უნდა იყოს ეკლესიურ საკითხებში, არც არავის წავუკითხავ ნოტაციებს და არც ვიღაცაზე ვიტყვი - ჩემზე მეტი ცოდვილია-თქო. ის რწმენა, რაც და რა დოზითაც მე მაქვს, ჩემთვის საყვარელია და მნიშვნელოვანია ხოდა, ვერანაირი შტერი მღვდელი და საპატრიარქოს ინტრიგები ვერ წამართმევს ამას სუ არარსებულ ***ზე მკიდია, დაქცეულან თუ უნდათ, ჩემს ამ სათუთ შინაგან რწმენას და სარწმუნოების მიმართ პატივისცემის გრძნობას ვერაფერი შემირყევს
მე ის სასულიერო პირები მიყვარან, ფეხშიშველი რომ დადიან ტაძარში, ნაჩუქარ ჯიპებს რომ ყიდიან და ხალხს ეხმარებიან თავად რომ იკლებენ და სხვას უმართავენ ხელს, სიკეთეს და სიყვარულს რომ ასწავლიან მრევლს აი მაგათ შემოევლოთ ჩემი თავი, მათ უნდა მოვუფრთხილდეთ ზუსტად და დავიცვათ და არა იმ გაქსუებულ მღვდლებს, ერთ ჭამაზე 100 ლარი რომ არ ჰყოფნით და საკალმახეები რომ აქვთ გახსნილი გადაეწანით ერთმანეთს ასეთები .



და საერთოდ, ეკლესიას უნდა მოცილდნენ ესენი და ნამდვილ, ღირსეულ, წესიერ, კეთილ, მოყვასზე და სამშობლოზე მზრუნველ სასულიერო პირებს გაუთავისუფლონ გზა. იმათ გამოა ზუსტად, რომ ეკლესიის რეპუტაცია ასეა შერყეული."-წერს ლაბარტყავა.

image

1
895
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
895
  
2019, 12 ნოემბერი, 2:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1