x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134374
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
გიორგი გაბუნიამ სასულიერო პირი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა - რა თქმა უნდა, დავეთანხმე, გამიხარდა კიდეც
image
ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ სასულიერო პირი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან პოსტფაქტუმის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

გაბუნიას არ დაუსახელებია, თუ სად მოხდა შემთხვევა და ვინ იყო ის სასულიერო პირი.

"ეს ხდება წლების წინ, ძალიან-ძალიან ბევრი წლის წინ. არ დავაკონკრეტებ არც ადგილს, არც დროს. ბევრად უფრო პატარა ვიყავი, პირტიტველი ჭაბუკი, ფაქტობრივად.

შევდივარ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, ეს შემიძლია ვთქვა. პირველად ვარ ეკლესიაში და მეტყობა კიდეც, რომ უცხოდ ვგრძნობ თავს. ვეცნობი სიტუაციას და ცოტა ხანში ჩემთან მოდის მღვდელი, რომელმაც შეამჩნია, ალბათ, რომ უცხო ვიყავი. მეუბნება, მოდი მე დაგათვალიერებინებ ტაძარსო...


დაიწყო მოყოლა: აი, აქ ეს გამოსახულებაა, აქ ეს და ა.შ. ცოტა ხანში სრულიად მოულოდნელად ვგრძნობ, რომ წინ რაღაც შემეხო. რა თქმა უნდა, რეაქცია ისეთი მოულოდნელი იყო. ვიფიქრე, რომ რაღაცას დავეჯახე, მაგრამ დავიხედე და წინ არაფერი არ იყო. მივხვდი, რომ ეს მღვდელი იყო. ჩავთვალე, რა თქმა უნდა, რომ ამდენი ხელის ქნევაში, უბრალოდ, ხელი მოუხვდა უადგილო ადგილას მეთქი. თან ხალხში ვართ, რა უნდა მეთქვა.

ცოტა ხანი კიდევ რომ გავიდა ვიგრძენი აშკარა შეხება. ვიოლინოსავით ჩამისვა ხელი, აი, ესე.

შევედით საკურთხეველში და საკურთხეველში განსხვავება ტაძრისგან ის არის, რომ იქ სრულიად მარტო დავრჩით მე და მღვდელი. ისევ აგრძელებს ამ თავის მოყოლას, მეც არ ვიმჩნევ, ხომ იცით როგორც ხდება ასეთ სიტუაციებში, თითქოს არაფერი არ ხდება...

მათვალიერებინებს ყველაფერს და რაღაც ეტაპზე მიხვდა, რომ დაძაბული ვარ და მეუბნება, ნუ გერიდებაო, შეეხე რა, მოუსვი ხელი ამ ფრესკებსო, ნახეო, იგრძენი როგორი ტექსტურააო. მეც დავემორჩილე და ამ დროს თვითონ ისეთი მომისვა, ამას მოსმა აღარ ქვია. ჩვეულებრივად ჯოისტიკივით დაიჭირა ხელში ჩემი ერთი ადგილი.

სიტუაცია უკვე ისეთი იყო, რომ ნამდვილად ვერც ერთი ვერ მოვიტყუეობოდით, რომ ვითომ რაღაცა შემთხვევით ხდება. მე ავკარი ხელი, ავკარი კი არა ძლივს მოვაგლეჯინე. წარმოიდგინეთ, ფაქტობრივად მივხვდი, რომ უკვე იწყებოდა სექსი მღვდელთან ტაძრის საკურთხეველში".


0
625
შეფასება არ არის
ავტორი:ლაშა ვასაძე
ლაშა ვასაძე
625
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0