x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გაქცევა დასავლეთში - როგორ გააცურა ორმა ფეხბურთელმა გდრ-ის ყოვლისშემძლე შტაზი
image

ორიოდე დღის წინ ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წელი შესრულდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღი არა მარტო გერმანიაში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნეს, ამ მოვლენასთან დაკავშირებით შემოგთავაზებთ ერთ არაჩვეულებრივ ისტორიას ორ ფეხბურთელზე გდრ-იდან.



დირკ შლეგელი და ფალკო გიოტცი ბავშვობიდან მეგობრობდნენ და ერთადვე იზრდებოდნენ ბერლინში იმ კედლის სიახლოვეს, რომელიც 1961 წელს ააგეს და დილიდან საღამომდე თამაშობდნენ ფეხბურთს.


მათი ბავშვური მსოფლმხედველობა ხშირად გაორებული იყო, იყოფოდა ორად-კარგი და ცუდი, იმპერიალისტური კაპიტალიზმი და უტოპიური კომუნიზმი, ისიც კარგად იცოდნენ ბავშვებმა, რომ არავისთვის უნდა მოეყოლათ იმის შესახებ, რასაც დასავლურ ტელევიზიაში ნახულობდნენ, რომელსაც უჩუმრად უყურებდნენ სახლში.



ორივე მეგობარი ბერლინის ნორჩ "დინამოელთა" გუნდში ჩაირიცხა, ორგანიზაცია "დინამო", ისევე როგორც საბჭოთა კავშირში, ძალოვანების კუთვნილება იყო.იგი მჭირდოდ იყო დაკავშირებული შტაზთან - გდრ-ის საიდუმლო პოლიციასთან, რომელიც საბჭოთა კგბ-ს ანალოგი იყო. ბერლინის "დინამოს" საპატიო პრეზიდენტი თავად ერიხ მილკე იყო - სახელმწიფო უშიშროების მინისტრი.


მეგობარ ფეხბურთელებს კიდევ ერთი რამ აერთიანებდათ:სახელმწიფო ბიჭების მიმართ უნდობლად იყო განწყობილი.


"ჩვენ ორივეს პრობლემები გვქონდა "დინამოს" ხელმძღვანელობასთან, – იხსენებს შლეგელი - გიოტცის ნათესავები დასავლეთ გერმანიაში ცხოვრობდნენ, მე კიდევ დეიდა მყავდა ინგლისში, ეს მათში ეჭვს იწვევდა, ჩვენი მეგობრობა კი უფრო და უფრო მტკიცდებოდა"


გიოტცი 17 წლის იყო, როდესაც 1979 წელს "დინამოში" ჩარიცხეს, ორი წლის შემდეგ "დინამოს" რიგებში აღმოჩნდა შლეგელიც.


ძალოვანებს მიაჩნდათ, რომ "დინამო" აღმოსავლეთ გერმანიის უძლიერესი გუნდი უნდა ყოფილიყო.მართლაც, ბერლინის "დინამო" რეკორდსმენი იყო, იგი 10-ჯერ ზედიზედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი(1979-1988).


ასე რომ, "დინამოში" მოხვედრილს ნაკრებში თამაშიც გარანტირებული გქონდა, ორივე მეგობრის ტალანტის იგნორირება შეუძლებელი იყო და მალევე ისინი გდრ-ს ახალგაზრულ ნაკრებში მოხვდნენ.

imageფოტოზე:ფალკო გიოტსი 1979 წელი



'საკუთარ თავს კითხვებს ვუსვამდი:როგორ წარმომიდგენია ჩემი კარიერა?მსურს თუ არა ვითამაშო აღმოსავლეთ გერმანიის კლუბში, რომელიც მაინცდამაინც ჩემზე არ ზრუნავს და ნებისმიერ დღეს შეიძლება მითხრან:"გმადლობთ, ფეხბურთი შენთვის დამთავრებულია, იმიტომ, რომ შენ- შენ ხარ"-იხსენებს გიოტცი.


მის მეგობარ შლეგელსაც ეს აზრები აწუხებდა, მით უმეტეს მას შემდეგ, როდესაც 1982 წელს ახალგაზრდულ ტურნირზე გაემგზავრა საფრანგეთში.



ასეთ რამეზე საუბარი არავისთან არ შეიძლებოდა.შლეგელი და გიოტცი სულ ერთად დასეირნობდნენ და მხოლოდ განმარტოვებულები აწყობდნენ გაქცევის გეგმებს.

"გამუდმებით განვიხილავდით გეგმებს-იხსენებს შლეგელი-შეგვეძლო, მისი განხორციელება?გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო, ვუფრთხოდით შტაზს და თანაგუნდელებს ჩვენი კლუბიდან, ეს იყო ჩვენი დიდი საიდუმლო"


როგორც აღმოსავლეთ გერმანიის ჩემპიონი, ბერლინის "დინამო" ყოველწლიურად გამოდიოდა ევროპის ჩემპიონთა თასის ტურნირზე(ახლანდელი ჩემპიონთა ლიგა)


გეგმა ასეთი იყო: გაქცევა 1983-84 წლის სეზონზე, კენჭისყრაშიც გაუმართლათ, ლუქსემბურგის "ჟენესს" ხვდებოდნენ, ადვილად დასაძლევი კლუბი იყო, რაც გარანტიას იძლეოდა, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლას მოახერხებდნენ და ტურნირის განმავლობაში მოახერხებდნენ გაქცევას, იყო კიდევ ერთი გარემოება, ლუქსემბურგის საზღვრის სიახლოვეს საცხოვრებლად გადადიოდა მათი ნაცნობი, რომელსაც უფლება მისცეს ეცხოვრა დასავლეთში(იშვიათად, მაგრამ გამონაკლისის სახით ასეთი რამეებიც ხდებოდა) და იმედი ჰქონდათ, რომ ის დაეხმარეობოდა.


სახლში 4:1 მოიგეს, განმეორებითი მატჩი ლუქსემბურგში 1983 წლის 28 სექტემბერს იყო დანიშნული, 21 წლის გიოტცემ მარტო მამას გაუმხილა საიდუმლო, რაც შეეხება შლეგელს, რომელიც 22 წლის ხდებოდა, აბსოლუტურად არავინ გააფრთხილა, თუმცა გეგმა ჩაიშალა, ნაცნობმა დოკუმენტების შეგროვება ვერ მოასწრო, ხოლო ბიჭებმა ერთი პატარა "ფანჯარაც" ვერ ნახეს, რომ გამძვრალიყვნენ.


imageფოტოზე: შლეგელი "დინამოში"-1981 წელი


"არავითარი შანსი არ მოგვეცა-იხსენებს შლეგელი-სადაც არ უნდა ვყოფილიყავით-სასტუმროში, სასადილოში, ვარჯიშზე თუ სტადიონზე ყველგან დაგვყვებოდნენ "მეგობრები" შტაზიდან, თვითმფირნავიც კი პირადად ერიკ მილკესი გამოგვიყვეს, ეს არ იყო ჩვეულებრივი ტურისტული მოგზაურობა, ძალიან სახიფათო იყო"

"დინამომ" გასვლითი მატჩიც მოიგო(2:0) და შინ დაბრუნდა.


მორიგ მეტოქედ "დინამოს", ბელგრადის "პარტიზანი" შეხვდა, იუგოსლავია კომუნიტური ქვეყანა იყო, მაგრამ ერთი განსხვავებით, იგი არ იყო ვარშავის ხელშეკრულების წევრი, იქნებ შტაზის ხალხმა ყურადღება მოადუნოს იმის გამო, რომ იუგოსლავია სოციალისტური ქვეყანაა?-ეს ფიქრები აწუხებდა ბიჭებს.


"დინამო"-მ სახლში 2:0 მოიგო, გიოტცემ გოლი პირველსავე წუთზე გაიტანა, განმეორებითი მატჩი 2 ნოემბერს იყო ბელგრადში დანიშნული.


გუნდი ავტობუსით მიიყვანეს იუგოსლავიის დედაქალაქში, მოთამაშეებს ზუსტად ერთი საათი მისცეს დრო, რომ მაღაზიებში საყიდლებზე გასულიყვნენ.

შლეგელმა და გიოტცემ მრავალმნიშვნელოვნად, უსიტყვოდ გადახედეს ერთმანეთს.ეს იყო შანსი.

გრამფირფიტების მაღაზიაში შევიდნენ სხვა თანაგუნდელებთან ერთად, გიოტცემ შეამჩნია, რომ მაღაზიას მეორე გასასვლელი ჰქონდა, ბევრი აღარ უფიქრიათ, ერთმანეთს ანიშნეს და ნელ-ნელა ჩამოშორდნენ ძირითად ჯგუფს და მაღაზიის გასასვლელისკენ გაემართნენ, შემდეგ კი გაიქცნენ.


"დაახლოებით ხუთი წუთი გავრბოდით ერთი მიმართულებით, შემდეგ შეავამჩნიეთ ტაქსი, ჩავჯექით მაგრამ ტაქსი მძღოლმა უარი გვითხრა გფრ-ს საელჩოთან მისვლაზე, ცოტა შევშინდით, გავაჩერეთ სხვა ტაქსი, მძღოლს 10 მარკა მივეცი, მიგვიყვანა საელჩოსთან, თურმე 1 კილომეტრში ყოფილა, ფეხითაც კი მივიდოდით, თან სულ უკან ვიყურებოდით, ვინმე ხომ არ მოგვდევდა"-იხსენებს გიოტცი.


ასე აღმოჩდნენ გფრ-ს საელჩოში შლეგელი და გიოტცე, საელჩოს თანამშრომლებმა უცებ რაც მოიფიქრეს ის იყო, რომ ისინი სასწრაფოდ მოაშორეს ბელგრადს, რადგან მათ ძებნას პირველ რიგში გფრ-ს საელჩოში დაიწყებდნენ, ორივე 4 საათის სავალზე-ქალაქ ზაგრებში გადაიყვანეს, იქ კი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საკონსულომ ორივეს ყალბი დოკუმენტები გაუკეთა, ვითომ გფრ-ს მოქალაქეები იყვნენ და იუგოსლავიაში ტურისტული საგზურით იყვნენ ჩამოსულები.


ამასობაში გიოტცეს მამამ ბერლინში ჩართო ტელევიზორი, რომ ეცქირა მატჩისთვის "პარტიზანი"-"დინამო", მისი შვილი არ იყო ძირითად შემადგენლობაში, ეს იყო უცნაური, რადგან ის დინამოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო, არ ჩანდა შლეგელიც, ვერც სათადარიგო სკამზე აღმოაჩინა ისინი და მაშინ მიხვდა მამამისი, რომ მოხდა ის, რაც შვილმა საიდუმლოდ გაუმხილა.თუმცა მამა ნერვიულმა სტრესმა შეიპყრო, სად არიან ახლა ისინი?მოახერხეს გადასვლა? ან იქნებ შეიპყრეს?



ამასობაში მეგობრებს ბოლო წინაღობის გადალახვა უწევდათ, ისინი ქალაქ ლუბლიანაში მატარებელში ჩასვეს, შლეგელს ნორმან მაიერი ერქვა, ფალკო გიოტცეს კი არ ახსოვს რა დაარქვეს, ავსტრიის საზღვრამდე 30 კილომეტრი იყო.

მატარებელი შეჩერდა, დაიწყო შემოწმება.


"ორივენი ძალზე ვნერვიულობდით-იხსნებს გიოტცი-პოლიციელმა დახედა ჩვენს დოკუმენტებს და გვითხრა:"კარგით, ყველაფერი რიგზეა" და წავიდა, ეს გრძელდებოდა დაახლოებით 20 წამი, აი, ასე მარტივად"



დიპლომატებმა, რომლებმაც ყალბი დოკუმენტები გადასცეს გიოტცს და შლეგელს, მისცეს ინსტრუქცია რა უნდა გაეკეთებინათ შემდეგ. მეგობრები წავიდნენ ქალაქ გისენში, სადაც სპეციალური დაწესებულება იყო ლტოლვილებისთვის.

ისინი იქ დღის ბოლოს მივიდნენ. დაახლოებით 19 საათზე ორივეს შეეძლო მშობლებთან დაკავშირება. შლეგელმა დედას დაურეკა.

”ის ცოტათი განაწყენებული იყო, ეს ყველაფერი მისთვის მოულოდნელი იყო. მან არაფერი იცოდა ჩვენი გეგმების შესახებ და ინფორმაცია ჩვენი გაქცევის შესახებ გფრ-ს ტელევიზიისგან შეიტყო. ვუთხარი, რომ კარგად ვართ და მორჩა, ვიცოდი რომ შტაზი გვისმენდა".


"მე და ფალკომ გადავწყვიტეთ, რომ ყველა ინტერვიუში არ ვისაუბრებდით პოლიტიკაზე, არ გავაკრიტიკებდით აღმოსავლეთ გერმანულ ცხოვრებას, ვისაუბრებდით მხოლოდ ფეხბურთზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს მშობლებს საფრთხე ელოდა"-ამბობს შლეგელი.


ერთი წლის შემდეგ ორივე მეგობარი ლივერკუზენის "ბაიერის"შემადგენლობაში ჩაირიცხნენ.გიოტცემ 1988 წლამდე ითამაშა ამ გუნდში და უეფას თასიც მოიგო მათთან ერთად, შემდეგ კი "კიოლნში"გადავიდა, რაც შეეხება შლეგელს, მან 1985 წელს დატოვა კლუბი და ჯერ "შტუტგარტში" შემდეგ კი "ბრაუს-ვეის 1890"-ში თამაშობდა, მან მხოლოდ 1987 წელს შეძლო ჩეხოსლოვაკიაში მშობლების მონახულება, გიოტცე კი მშობლებს უნგრეთში შეხვდა 1988 წელს, მერე კი დადგა 1989 წლის 9 ნოემბერი და ყველაფერი შეიცვალა.

imageფოტოზე:გიოტცი მარცხნიდან მესამე და შლეგელი მარჯვნიდან პირველი "ბაიერის" შემადგენლობაში 1984 წელს.




P.S-სოციალისტური ბანაკიდან გაქცეული სპორტსმენების სია:



ფერენც პუშკაში (უნგრეთი), ფეხბურთელი, 1956 წელი


ვაცლავ ნედომანსკი (ჩეხოსლოვაკია), ჰოკეისტი, 1974 წელი


მარტინა ნავრატილოვა (ჩეხოსლოვაკია), ჩოგბურთელი, 1975წ.


ვიქტორ კორჩნოი(სსრკ) მოჭადრაკე, 1976წ.


ლუდმილა ბელოუსოვა და ოლეგ პროტოპოპოვი(სსრკ) ფიგურული სრიალი, 1979 წ.


პიტერ და ანტონ შტიასნი, ჰოკეისტები (ჩეხოსლოვაკია), 1980 წ


ვლადისლავ კოზაკევიჩი (პოლონეთი), ჭოკით მხტომელი, 1984 წ


ნაიმ სულეიმანოღლუ (ბულგარეთი), ძალოსანი, 1986 წ.


პიტერ ნედვედი (ჩეხოსლოვაკია), ჰოკეისტი, 1989 წ.


ალექსანდრე მოგილნი(სსრკ) ჰოკეისტი, 1989 წ


სერგეი ფედოროვი(სსრკ)ჰოკეისტი, 1990 წ

2
564
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
564
  
2019, 13 ნოემბერი, 23:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 12 ნოემბერი, 2:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2