x
image
Yoona
იაპონელებმა ძროხა ზებრასავით შეღებეს, რომ ბუზებს არ დაეკბინათ. ხრიკმა გაამართლა
დამკვირვებლები, რომლებიც ექსპერიმენტის ჩატარების ადგილას შემთხვევით აღმოჩნდნენ, ალბათ ვერც კი იფიქრებდნენ, რომ მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის მოწმე გახდნენ. ზებრასავით შეღებილი ძროხები ძალიან უცნაურად გამოიყურებიან.


image

ძროხა თუ ზებრა?

კვლევის მიზანია იმის დადგენა, ძროხის ფერის შეცვლა გავლენას მოახდენს თუ არა იმაზე, თუ ბუზები მას რამდენად ხშირად დაკბენენ. მეცნიერები ვარაუდობენ, ზოლებიანი ძროხების გადაადგილება ბუზების ყურადღებას არ მიიქცევს.



image

ამისთვის იაპონელმა ბიოლოგებმა 6 შავი ძროხა ზებრასავით შეღებეს. „ზებრა-ძროხათა“ ჯგუფს 3 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

კვლევის შედეგები ჟურნალში Plos One გამოაქვეყნეს.


ექსპერიმენტის შედეგები

image

დაკვირვებების ჩასაწერად ცხოველებს პერიოდულად მაღალი რეზოლუციით სურათებს უღებდნენ. მიღებული სურათებით ბუზების რაოდენობას ითვლიდნენ, რომლებიც ძროხებზე ჯდებოდნენ.

მეორე ნიშანი, რომელიც გაითვალისწინეს, ტიპიური მოძრაობა იყო, რომლითაც მსხვილფეხა ცხოველი სისხლის მსმელ მწერებს იგერიებს: ფეხების ბაკუნი და კუდის ქნევა.


image

მეცნიერების ვარაუდი გამართლდა: ზოლებიან ძროხებზე მკბენი ბუზების რაოდენობა ორჯერ უფრო მცირე იყო, ვიდრე შავი ძროხების.


იაფი და ნაკლებად ტოქსიკური ვარიანტი

image

კვლევამ აჩვენა, რომ ბუზებისგან ცხოველების დასაცავად ტრადიციულ საშუალებასთან შედარებით უფრო კარგი ვარიანტი არსებობს.

სოფლის მეურნეობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად პესტიციდებზე ძლიერ დამოკიდებულია.

პესტიციდების ნაცვლად საღებავის ქილების გამოყენება შეიძლება ალტერნატიული მეთოდი გახდეს, რომელიც ცხოველებს სისხლისმსმელი მწერებისგან დაიცავს.


image

რა თქმა უნდა, დამატებითი კვლევების შემდეგ, რადგან თავად საღებავმაც შეიძლება ცხოველის ორგანიზმზე გავლენა იქონიოს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს წყალში ხსნადი აკვარელი იქნება.


ასევე დაგაინტერესებთ:

სინგაპური მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდება, სადაც ტკბილი სასმელების რეკლამირება კანონით აიკრძალება

image

ტაილანდურ სუპერმარკეტებში პროდუქტებს პლასტმასის ნაცვლად ბანანის ფურცლებში ახვევენ

image

იაპონიაში წლის ბოლომდე ყველა მიკროტალღურ ღუმელს გაანადგურებენ და აი, რატომ

image

დიდ ბრიტანეთში პირველი 3D-“ზებრა“ გააკეთეს. ის ყველას აფერხებს!

image

აი, როგორ იყენებენ პლასტმასის თავსახურებს ესპანეთში

image

0
268
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
268