x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
აშშ-ს სამხედო-საჰაერო ძალებმა იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში შეწყვიტეს საწვრთვნელი ფრენები სასწავლო რაკეტი არასაშტატო ჩამოვარდნის გამო

image "აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალებმა იაპონიის ჩრდილოეთ ნაწილში ავიაბაზა მისავას რაიონში შეწყვიტა წვრთვნები, მას შემდეგ რაც გამანადგურებელ "F-16"-ს შეემთხვა ინციდენტი"-აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა- Twitter -ზე. «საწვრთვნელი ფრენები შეჩერებულია ავიაბაზა მისავაზე და მის შემოგარენში" იტყობინება იაპონიაში სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა. საწვრთვნელი ფრენებისას "F-16"-ს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალებს ეკუთვნის, იაპონიის პრეფექტურა აომორში დაკარგა სამხედრო-სასწავლო რაკეტა, დაშავებულებზე და დაზარალებულებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. ერთერთი წყაროს ინფორმაციით ამერიკელი სამხედროების სპეციალური ჯგუფი რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა ჩამოვარდნილ რაკეტას, მეორე ჯგუფი კი შეუდგა რაკეტის ჩამოვარდნის გამომწვევი მიზეზების შესწავლას და გამოძიებას. ეს პირველი ინციდენტი არაა იაპონიაში მდებარე ამერიკულ სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე.
2018 წელს "F-16"-ს, რომელიც ასევე მისავას ბაზიდან აფრინდა აომორის პრეფექტურაში, ძრავზე გაუჩნდა პრობლემა-ძრავს ცეცხლი მოეკიდა, მფრინავი იძულებული გახდა ორი საწვავით სავსე ავზი ოგავარას ტბაში ჩაეყარა.


0
200
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
200