x
მეტი
  • 19.11.2019
  • სტატია:96693
  • ვიდეო:343708
  • სურათი:458603
" თქვენ, სინამდვილეში, კ ო მ უ ნ ი ს ტ ე ბ ი ხართ!..." - ვალერი კვარაცხელიას მიმართვა ლევან ვასაძეს და გურამ ფალავანდიშვილს

image


"ზნეობისთვის მებრძოლთა საყმაწვილო სენი
(ბატონებს - ლევან ვასაძესა და გურამ ფალავანდიშვილს)


ბატონებო, თქვენ იმიტომ მოგმარავთ, რომ იმ მეორე მხარეს ყველაფერი გარკვეულია. ისინი ცხოვრობენ ისე, როგორც სურთ, რომ იცხოვრონ. ლოგიკაც მათ მხარესაა და კანონებიც, კონსტიტუციაც მათ იცავს და სახელმწიფოებრივი სისტემაც.


მე თქვენი ვერ გამიგია, თქვენ რა გინდათ და რას დარბიხართ ქუჩებში ჯვრებით, ქამრებით და კომბლებით?



გაუგებარია, ვის ებრძვით და რას ებრძვით, ისევე როგორც გაუგებარია თუ ვის იცავთ და რას იცავთ

.
რაო, საზოგადოებას იცავთ, საზოგადოებრივ მორალსა და სიწმინდეებს იცავთ?


კარგით რა, ნუ გვაცინებთ!


თქვენ მკითხავთ, ასე მკვახედ რატომ გველაპარაკებიო?


ახლავე აგიხსნით:

დემოკრატია ყველას სიტყვის, ყველას აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას ნიშნავს. თქვენ როდესაც ამბობთ, რომ მამათმავლობა და სხვა სექსუალური უკუღმართობები მიუღებელიაო, თქვენ ამის უფლება გაქვთ, მაგრამ სხვებსაც აქვთ უფლება ამტკიცონ, რომ ეს ყველაფერი დასაშვებია. თქვენ გაქვთ უფლება, რომ დაწეროთ მოთხრობები და რომანები ქალისა და მამაკაცის სიყვარულზე, გადაიღოთ ფილმები, დადგათ სპექტაკლები ჰეტეროწყვილებზე და ა.შ. მაგრამ მათაც აქვთ უფლება თავისებურად უმღერონ გეებსა და ლესბოსელებს, ბისექსუალებსა და ტრანსგენდერებს...


ესაა დასავლური, კაპიტალისტური დემოკრატია!


და როგორც მათ არა აქვთ უფლება შევარდნენ კინოთეატრში, სადაც "რომეო და ჯულიეტა", "ტრისტანი და იზოლდა", ან "აბესალომ და ეთერი" გადის და ჩაშალონ ფილმის დემონსტრაცია, ასევე თქვენ არა გაქვთ უფლება კინოთეატრებში ჩაშალოთ დემონსტრაცია ფილმისა, თუნდაც მას "და ჩვენ ვიცეკვებთ" ერქვას და საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელ ცხოვრების წესს ქადაგებდეს.


- ზნეობა, ადათი, ტრადიცია, ღმერთისგან ბოძებული და საუკუნეებში გამოტარებული შეხედულებები რომ დავიცვათ, ამის უფლება არა გვაქვს? - შემეკითხებით თქვენ და თვალწინ თქვენი გაკვირვებული სახეები მიდგას.


რამდენიც არ უნდა იტკიცოთ და როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, არა გაქვთ ზნეობის დაცვის უფლება, როცა ზნეობის დაცვა სხვას ეხება. კანონით არ გაქვთ.
აი, ესაა ბურჟუაზიული გაგება დემოკრატიისა!


დასავლურ დემოკრატიას ასეთი კანონები აქვს და როდესაც თქვენ ამ კანონების კონკრეტულ გამოვლენას ებრძვით, უნდა გესმოდეთ, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში, თქვენ ებრძვით - დ ე მ ო კ რ ა ტ ი ა ს!


ხედავთ, რა ცუდად შემოტრიალდა საქმე?!


ჯერ სადა ხართ, უარესი გელოდებათ:


არ შეიძლება დემოკრატიას ფიცულობდე და დემოკრატიულ წესებს უპირისპირდებოდე!


თქვენ სინამდვილეში დემოკრატიას ებრძვით, მაგრამ ამაში ხალხს კი არა, საკუთარ თავსაც ვერ უტყდებით.


მეტიც:


თქვენ ამერიკასა და ევროპას ებრძვით, დასავლურ ცხოვრების წესს ებრძვით, მაგრამ ამასაც ვერ უმხელთ თუნდაც საკუთარ თავს.


კიდევ უფრო მეტი:


თქვენ, ამ საკითხში, დღევანდელი რუსეთის პოზიციას იზიარებთ, მაგრამ ეს რანაირად წამოგცდებათ, მე რომ ვამბობ, იმაზეც ბრაზობთ, ცხადია, მაგრამ მე არც აქ გავჩერდები და... გაცილებით მეტსაც გეტყვით:


მერე რა, რომ ეს გაცნობიერებული არა გაქვთ, მერე რა, რომ სიტყვით კომუნისტურ იდეალებს უპირისპირდებით, თქვენ, სინამდვილეში, კ ო მ უ ნ ი ს ტ ე ბ ი ხართ!


იცით, რატომ?


მხოლოდ კომუნისტურმა სისტემამ შეიძლება რეალურად იზრუნოს საზოგადოების მორალურ სიჯანსაღეზე. მხოლოდ კომუნისტურ საზოგადოებას შეუძლია დააწესოს ცენზურა, ანუ აკრძალოს სიტყვა, რომელიც საზიანოა საზოგადოებისთვის. ეს რთული საკითხია და ამაზე მსჯელობას აქ არ გავაგრძელებ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ კაპიტალისტურ სისტემას საზოგადოებრივი ზნეობისთვის ზრუნვა არ შეუძლია, მას საზოგადოების მხოლოდ დეგრადაციისთვის ზრუნვა შეუძლია.


თქვენ თუ მორალურად ჯანსაღი საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად იბრძვით, მაშინ იმ სისტემას (კაპიტალიზმს) უნდა დაუპირისპირდეთ, რომელიც უზნეობას შობს და შემდეგ აკანონებს მას. ამისთვის კი ერთად-ერთი გზა არსებობს, ხელში წითელი დროშები დაიკავოთ და სოციალისტური ლოზუნგებითა და პროგრამით გამოხვიდეთ.


ასეთ შემთხვევაში, თქვენ ისეთი უმწეოები (სასაცილოებიც კი) არ გამოჩნდებით, როგორებიც აქამდე ჩანხართ, პირიქით, იმ სერიოზულ პოლიტიკურ ძალად წარმოჩინდებით, რომელსაც, მართალია, დიდი ბრძოლების გადატანის შემდეგ, მაგრამ მომავალი გააჩნია. მხოლოდ მაშინ შეძლებთ იმ კანონების მიღებას, რომელიც საზოგადოების მიზანმიმართულ გარყვნას აკრძალავს და მხოლოდ ეს იქნება საზოგადოებრივი ზნეობისთვის რეალური ბრძოლაც და ზრუნვაც.


ასეთ შემთხვევაში მე დიდი სიამოვნებით დავდგებოდი თქვენთან ერთად და ჩვენ ყოველდღიურად გავძლიერდებოდით, მაგრამ თქვენ ჯერ დასავლეთის, დემოკრატიისა და კაპიტალიზმის "საყმაწვილო სენი" გაქვთ მოსახდელი. ვიდრე ამ სენს არ მოიხდით, ვიდრე ავადმყოფობის ნაცვლად ავადმყოფობის სიმპტომთან გამართავთ დონ-კიხოტურ ლაშქრობას, თქვენდა სამწუხაროდ და ჩვენდა სამწუხაროდაც, მუდმივად დამარცხებული დარჩებით.


მეტსაც მოგახსენებთ:


თქვენ, თქვენდა უნებურად, მაგ თქვენი ეკლექტიკური და უმწეო პოზიციით, საქართველოსთვის თავსმოხვეულ უზნეობასთნ მებრძოლ რაინდებად კი არა, მის ცოცხალ, მოარულ რეკლამად ჩამოყალიბდებით...


პატივისცემით,
ვალერი კვარაცხელია

7
249
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
249
  
გეთანხმებით, და მაგ მართლაც მოღალატეთა პირდაპირი თუ ირიბი შთამომავლობაა დღესაც ქვეყნის სათავეში... ხოლო ამ წრიდან რომ ვერ ვახერხებთ გამოსვლას, ეს ვერ ამიტანია... თუმცა, ალბათ არ ვართ ღირსნი თავისუფლებისა და როდესაც რეალურად გავიგებთ მის ფასს, ვშიშობ მერე გვიან არ იყოს.
14 ნოემბერი, 13:30
სწორედ ამისი და მისნაირების დამსახურებით დაიხია უკან ქვეყნის განვითარებამ მინიმუმ 50 წლით, სამოქალაქო ომზე არაფერი, რომ არ ვთქვათ და ქართული გენოფონდის განადგურებაზე პუტჩისტების მიერ წამოწყებულ ომებში.
არა და თავადაც რომ "დემოკრატობის" საბაბით ებრძოდა{ ყველანაირი მეთოდით!} პირველ დამოუკიდებელ ხელისუფლებას, ეს მართლა გოშია!
10 ნოემბერი, 16:49
ამ მხრივ მეც ვეთანხმები ზურაბ, უბრალოდ როცა ასეთი "ჩამოფასებული" ინდივიდი გვმოძღვრავს ესაა ამაზრზენი.
10 ნოემბერი, 16:46
კანონგარეშეს ვეთანხმები, მაგრამ ამ შემთხვევაში,ეს არსება ერთადერთხელ მართალს ამბობს.
9 ნოემბერი, 21:32
არ ვიცი თქვენ იცნობთ თუ არა ამ არსებას ქალბატონო თამილა, მაგრამ ეს პოპულისტი ქვეყნის დადასტურებული მტერი და არაკაცია.
ესაა მეხუთე კოლონის ტიპიური წარმომადგენელი და ქვეყნის მოღალატის კლასიკური სახე.
კომუნისტების ნარჩენი.......
0 1 7