x
image
_K_
Mediator image
12 რამ, რასაც კარგი მშობლები შვილებისთვის აკეთებენ
imageმართალია, ზრდასრულები ხშირად ადანაშაულებენ მშობლებს თავიანთ პრობლემებში, თუმცა, ფსიქოლოგების თქმით, ეს სულაც არ არის ჯანსაღი და პროდუქტიული მიდგომა. მშობლებს ეშინიათ, იქნებ მათი გაზრდის მეთოდები ბავშვს მომავალს უნადგურებდეს. შვილის აღზრდა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სამუშაოა. ეს ზუსტი მეცნიერება არაა, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ყველა კარგი მშობელი აკეთებს შვილის გასაბედნიერებლად.

სტატიაში გაგაცნობთ 12 ასეთ რამეს. თუ სიაში თქვენს ქცევებს ამოიცნობთ, ესე იგი სწორი მიმართულებით მიდიხართ.








1. ისინი შვილებს საკმარის თავისუფალ დროს აძლევენ.

ბევრ მშობელს უნდა, მისი შვილი წარმატებული იყოს, ამიტომაც ძალიან ტვირთავს სხვადასხვა რამით. მართალია, ფორტეპიანოს გაკვეთილები, მათემატიკაში მომზადება, ფეხბურთის ვარჯიში და ცეკვაზე სიარული სასარგებლოა ბავშვის განვითარებისთვის, მაგრამ ერთდროულად ბევრი რამის გაკეთების ვალდებულება მას სტრესავს. ბავშვები ინდივიდები არიან, ამიტომაც სჭირდებათ თავისუფალი დრო, თუნდაც, უბრალოდ თამაშისთვის. გადატვირთულმა დღის რეჟიმმა შეიძლება ბევრი პრობლემა გამოიწვიოს.

image






2. ისინი გადამეტებით არ ცდილობენ, იდეალური მშობლები იყვნენ.


მშობლად ყოფნა რთულია და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, შვილები გავაბედნიეროთ. თუმცა, დიდი განსხვავებაა "საუკეთესოს მცდელობასა" და "იდეალურად ყოფნას" შორის. როცა მშობელი საკუთარ თავს შეუძლებელს სთხოვს, ამით ბავშვს აუცილებელ და სასარგებლო გამოცდილებას ართმევს. ასეთი აღზრდის მეთოდი ხშირად აუთენტურია, რადგან მშობელი არ გამოხატავს ნამდვილ ემოციებს და ცდილობს, ყველაფერი კონტროლის ქვეშ ჰქონდეს. ხშირად ასეთი მშობლები თავს დამნაშავედ გრძნობენ, რადგან ვერ მოერგნენ შეუძლებელ სტანდარტებს.

image






3. ისინი არ სჯიან შვილებს, ამის მაგივრად - ასწავლიან.

ბავშვები მშობლების ქცევას ბაძავენ და მათგან სწავლობენ. თუ ის რამე ცუდს გააკეთებს, მშობელმა პოზიტიური აღზრდის მეთოდები უნდა გამოიყენოს და აუხსნას, რატომ არის ესა თუ ის საქციელი მიუღებელი. შვილის დასჯას არანაირი კარგი შედეგი არ მოაქვს, რადგან ის ვერ ხვდება, რა გააკეთა არასწორად. აჯობებს, მას საშუალება მისცეთ, გააცნობიეროს დანაშაული და თქვენი დახმარებით, შეცდომის გამოსწორებას ეცადოს.

image






4. ისინი შვილებისთვის ბედნიერ მოგონებებს ქმნიან.

ბავშვობის მოგონებები გვეხმარება სამყაროს აღქმაში. კვლევის მიხედვით, ბავშვები, რომლებსაც ბევრი პოზიტიური მოგონება ჰქონდათ, უფრო ჯანმრთელები გაიზარდნენ და ცხოვრებით მეტად კმაყოფილები არიან. ისინი ცხოვრებას პოზიტიურად უყურებენ და ნაკლებად ისტრესავენ თავს. ასევე, ნაკლებად მიდრეკილები არიან დეპრესიისკენ და უადვილდებათ ხალხთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბება.

image






5. ისინი გამოხატავენ სიყვარულს.

გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, რის მიხედვითაც მშობელმა შვილს ბევრი სიყვარული არ უნდა აჩვენოს, გეტყვით, რომ სითბოს გამოხატვა აუცილებელია, რათა ბავშვმა თავი ღირებულად იგრძნოს და ნაკლებად დაისტრესოს. ასევე, სიყვარულის გამოხატვა აძლიერებს ემოციურ კავშირს მშობელსა და შვილს შორის და ბავშვს თავს დაცულად აგრძნობინებს. ამ გზით მშობელი შვილს იმასაც ასწავლის, როგორ გამოხატოს სიყვარული და იზრუნოს ადამიანებზე.

image






6. მათთვის მცდელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგი.

ზოგჯერ, რაც არ უნდა ვცადოთ, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა. ამიტომაც მნიშვნელოვანია, მშობლებმა შვილები რეალური ცხოვრებისთვის შეამზადონ. ბავშვებს უნდა ესმოდეთ, რომ მარცხის შემდეგ დანებების მაგივრად უნდა გაძლიერდნენ და დაბრკოლებები გამოწვევებად მიიღონ. მათ უნდა გაიაზრონ, რომ წარუმატებლობა ზოგჯერ მათი ინტელექტის ნაკლებობას კი არ ნიშნავს, არამედ ეს შესაძლებლობაა უნარების გაუმჯობესებისთვის. ასეთი მიდგომა მომავალში თქვენს შვილებს ბევრ რამეში გამოადგება და დაეხმარება.

image






7. ისინი შვილებს სახლის საქმეებში დახმარებას სთხოვენ.

კვლევის მიხედვით, ბავშვები, რომლებიც სახლის საქმეებს აკეთებენ, ზრდასრულობაში უფრო ბედნიერები არიან. ეს დაკავშირებულია ფაქტთან, რომ როცა ბავშვი სახლის საქმეებს აკეთებს, ის თავს საზოგადოების ნაწილად გრძნობს და საკუთარი პასუხისმგებლობის გრძნობა უჩნდება. ამით ადამიანი პატარაობიდანვე იაზრებს, რომ სამუშაო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მის საქმეს სხვა არავინ გააკეთებს. ზრდასრულობაში ასეთები უფრო შრომისმოყვარეები და პროდუქტიულები არიან.

image






8. ისინი შვილებს ემოციების ცნობას ასწავლიან.

როგორც წესი, მშობლები ცდილობენ, წაახალისონ პოზიტიური ემოციები და ჩაახშონ ნეგატიური. თუმცა, ნეგატიური ემოციების უკუგდების მცდელობა მათ გაქრობას არ ნიშნავს. უმჯობესია, შვილს აუხსნათ, რომ ნორმალურია განსხვავებული გრძნობების ქონა და ასწავლოთ მათთან გამკლავების ჯანსაღი ხერხები.

image






9. ისინი შვილებს საშუალებას აძლევენ, ის იყვნენ, ვინც არიან.

კარგი მშობელი ზეწოლას არ ახდენს შვილზე და არ ცდილობს, ის ვიღაც სხვა გახადოს. ზოგი მშობელი საკუთარ შვილს სხვას ადარებს იმ იმედით, რომ მისი მიბაძვის სურვილი გაუჩნდება და მოტივაცია აუმაღლდება. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში საპირისპირო ხდება. ასეთი ქცევა ბავშვის თავდაჯერებულობის გრძნობას ადაბლებს და მშობლების მიმართ წყენას აგრძნობინებს. გარდა ამისა, ეს ზეგავლენას ახდენს მის მომავალ ცხოვრებაზეც - ის ყოველთვის, ზრდასრულობაშიც კი, ფიქრობს რომ საკმარისად კარგი არაა ნებისმიერ საქმეში.

image






10. მათ საკუთარი ცხოვრება აქვთ.

მშობლები თავიანთი ცხოვრების, დროისა და ენერგიის უდიდეს ნაწილს უთმობენ შვილებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, პირადი ცხოვრებაც ჰქონდეთ. სხვა შემთხვევაში, ბავშვზე ზეწოლა ხდება. მშობელს უჭირს მისი გაშვება, როცა გაიზრდება და ზედმეტ პასუხისმგებლობას აკისრებს. გარდა ამისა, ბავშვს სჭირდება, ხედავდეს მაგალითს, როგორ დატკბეს ცხოვრებით. კიდევ ერთი რამ - კვლევამ აჩვენა, რომ მომუშავე დედების ქალიშვილებს უფრო მეტი შემოსავალი აქვთ და უკეთეს ადგილებში მუშაობენ.

image






11. ისინი ოჯახში ძლიერ ემოციურ კავშირს ქმნიან.

აუცილებელია, ბავშვი დაცულ გარემოში იზრდებოდეს და საშუალება ჰქონდეს, თავის გარშემო სამყარო გამოიკვლიოს. ასეთი გარემო მას სტრესთან გამკლავებაში ეხმარება და მეტ შესაძლებლობას აძლევს იდეების განსახორციელებლად. ადამიანები ბავშვობაში იძენენ სოციალურ უნარებს, რაც შემდეგ სხვებთან ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ეხმარებათ. მათ არ ეშინიათ უარყოფის და უფრო ღიად ერთვებიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რადგანაც ოჯახის მხარდაჭერასა და ნდობას გრძნობენ, ასეთი ბავშვები სკოლაშიც უკეთეს შედეგს აჩვენებენ.

image






12. ისინი ხედავენ განსხვავებას შვილსა და მის ქცევას შორის.

ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობლებს ყველაფრის მიუხედავად ეყვარებათ. თუმცა, თუ ცუდად მოიქცევა, მშობლებმა უნდა აუხსნან ამ ქცევის ნეგატიური მხარეები და შესაძლო შედეგები. მშობლის მიზანი არ უნდა იყოს, რომ შვილს თავი მუდამ დამნაშავედ და შერცხვენილად აგრძნობინოს, არამედ უნდა ცდილობდეს, ბავშვი გახადოს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ინდივიდი, რომელიც აკონტროლებს თავის ქცევას არა შიშის გამო, არამედ სხვა ადამიანებთან დამოკიდებულების გამო.

image




p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. რა უნდა ასწავლოთ ბავშვს სიყვარულის შესახებ

image


2. 10 მტკივნეული რამ, რაც შეიძლება შვილებმა მშობლებს გაუკეთონ

image


3. თუ განქორწინების შემდეგ ამ შეცდომებს დაუშვებთ, ბავშვს ცხოვრებას გაუნადგურებთ - გაითვალისწინეთ!

image


0
186
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0