x
მეტი
  • 12.11.2019
  • სტატია:96470
  • ვიდეო:343633
  • სურათი:458366
ამერიკული "B-52"-ი ბომბდამშენების ჯგუფმა ევროპა დატოვა

image ამერიკული სტრატეგიული დანიშნულების ბომბდამშენების "B-52"-ის ჯგუფმა, რომელიც ოთხი ბომბდამშენისაგან შესდგებოდა ევროპა დატოვა, ბრიტანეთში ავიაბაზა ფეირფორდში 1 თვიანი ბაზირების შემდეგ,
იტყობინება პორტალი- Forces Network . სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა ბრიტანეთი და საერთოდ ევროპა გუშინ დატოვეს.
თვითმფრინავები დაბრუნდნენ აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების ბარკსდეილის ბაზაზე, რომელიც ლუიზიანას შტატში მდებარეობს.
შეერთებულ შტატებში ასევე დაბრუნდა ის 300 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც აღნიშნულ სტრატეგიულ ბომბდამშენებს ემსახურებოდნენ ბრიტანულ ბაზაზე.
"ჩვენი გუნდი ბრიტანეთში ჩაფრინდა 10 ოქტომბერს ოთხი სტრატეგიული თვითმფრინავით და ამ ერთი თვის მანძილზე განვახორციელეთ 32 გაფრენა, ჩვენ ჩვენი ევროპელი მოკავშირეების და პარტნიორების 13 საფრენ აპარატთან გავერთიანდით და განვახორციელეთ ერთობლივი ფრენები"-განაცხადა 96-ე ბომბდამშენების ესკადრილიის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა ჯონ ბეიკერმა.
23 ოქტომბერს ორმა ამერიკულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა "B-52H Stratofortress" განახორციელა საწვრთვნელი ფრენები შავი ზღვის თავზე პროგრამის ფარგლებში: "შეთანხმებული ურთიერთქმედება ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან".

0
106
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
106