x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რა სთხოვა სესილია თაყაიშვილმა ტაქსის მძღოლს
image



სესილია თაყაიშვილი იხსენებს:" ვინ მცნობენ ყველაზე კარგად? რათქმა უნდა ტაქსის მძღოლები და თეატრის ფანატიკოსები! გიკვირთ არა? ბაზრიდან დატვირთული რომ ვბრუნდები, თვითონ მიღებენ კარებს და მეპატიჟებიან. უარს ვეუბნები, მარა, რა ვქნა...


ერთხელ ერთმა მძღოლმა ჩემი სახლის მაგიერ თავის სახლში მიმიყვანა, ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად. ამიყვანა ზევით და გაოცებული ცოლ-შვილი გარეთ გამოფინა. არა და არ გამომიშვეს. დატრიალდნენ, უცბად ხინკალი გააკეთეს და სუფრა გაშალეს. ისე მოვილხინეთ, რომ მეზობლებიც კი შემოგვიერთდნენ.შუაღამისას მივედი სახლში ჩემი ნავაჭრით. გზაში ჩემი მასპინძელი მეუბნება:



-ქალბატონო სესილია, თქვენ ხომ თხოვნა შემისრულეთ. ახლა მე მთხოვეთ რამეო. -ვერ შეასრულებ მეთქი, ვუთხარი.-თქვენ ისეთი რა უნდა მთხოვოთ, რომ ვერ შევასრულოო.


აშინ ვუთხარი:-მე რომ მოვკვდები, შეყარე მთელი თბილისის ტაქსები და საფლავში რომ ჩამასვენებენ, საყვირი ჩართეთ ყველამ მეთქი!
ასე ვუთხარი და რავიცი აბა, შემისრულებენ?''

0
508
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
508
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0