x
მეტი
  • 12.12.2019
  • სტატია:97321
  • ვიდეო:344149
  • სურათი:459310
"ბიძინას ააჭერით ბარკალი თუ მისი ეკა ხარშავს თავისი ხელით და მაგიტომაა ასე ძვირი?" - ოქრუაშვილი წულუკიანს

image


პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ციხის მაღაზიაში არსებული წარმოუდგენლად მაღალი ფასების გამო საგანგებო პოსტით მიმართავს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, 1 კგ. მოხარშული ხორცი 59 ლარი ღირს, რაც საქართველოს რეალობისთვის უბრალოდ წარმოუდგენელია, ოქრუაშვილის განცხადებით მსგავსი ფასები პარიზის ყველაზე ძვირადღირებულ რესტორნებშიც კი არ არის: "წულუკიანი თეა რა არის ციხის მაღაზიაში 1 კგ.მოხარშული ხორცი 59 ლარი რომ ღირს, ბიძინას ააჭერით ბარკალი თუ მისი ეკა ხარშავს თავისი ხელით და მაგიტომაა ასე ძვირი? კობეს, ვაგუს და შაროლეს ხორცი არ ღირს პარიზის რესტორნებში მაგდენი. P.S. პოსტის დაწერიდან მეორე დღეს საწოლი შემიცვალეს. ბარემ ერთი კარგი საქმეც გააკეთე. ამ ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების НТВ, ОРТ და РЕН-TV -ის მაგივრად ქართული არხები ჩაგვირთეთ -TV პალიტრა და მთავარი არხი, " - დაწერა პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი დაკავებული სსკ-ის 225-ე მუხლით არის, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. საქმე 20-21 ივნისის მოვლენებს ეხება.



0
347
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
347