x
"ირაკლიმ იმ დღეს თვალი დაკარგა, მთელი ჩემი სიცოცხლე ენაცვალოს ჩემს სამშობლოსო, ასე თქვა!" - ვინ არის ადამიანი ვისაც უკვე მეორე დღეა დასცინიან

imageბესო დანელია საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

"უკვე იმდენი პოსტი შემხვდა, რომ თავი ვალდებულად ჩავთვალე, გითხრათ: ეს არის-ირაკლი ხომასურიძე, უვაჟკაცესი და ძალიან ღირსეული თბილისელი (ნახალოვკელი) კაცი.

როდესაც წვიმასავით მოდიოდა პლასტიკური ტყვიები სამმართველოსთან 6 მაისს, იმ დღეს, პატარა გრეჩიხა რომ გადახტა სამმართველოს ეზოში. მე ერთი ტყვია მომხვდა მუხლში და ერთი ყურში, გადავრჩი ერთი სიტყვით სერიოზულ დასახიჩრებას, ირაკლიმ კი იმ დღეს რომელიც ჩვენს გვერდით იდგა, თვალი დაკარგა, თუმცა მას შემდეგ არავის გახსენებია და უხსენებია მისი თვალი და ჯანმრთელობა! არც თვითონ უთხოვია ვინმესთვის მოწყალება, არადა თვალი დაკარგა ადამიანმა, - სხეულის ნაწილი და თვალის ჩინი კი არა, მთელი ჩემი სიცოხლე ენაცვალოს ჩემს სამშობლოსო ასე თქვა!

მე არავის არც ჭკუას ვასწავლი და არც ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციობაზე მქონია ოდესმე პრეტენზია, თუმცა ძალიან გულზე მხვდება, რომ ასეთ ღირსეულ ადამიანზე ღლიცინებთ!"

1
1012
2-ს მოსწონს
ავტორი:ლუკა კობახიძე
ლუკა კობახიძე
1012
  
2019, 12 ნოემბერი, 2:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1