x
მეტი
  • 17.11.2019
  • სტატია:96625
  • ვიდეო:343716
  • სურათი:458538
15 წლის გოგონამ "ინსტაგრამით" 2,5 მილიონი დოლარი იშოვა,თუმცა მამამისი უკმაყოფილოა
image
ამ გოგონას ადგილზე ყოფნას მრავალი ზრდასრული ადამიანი ინატრებდა, დანიელ კონი(Danielle Cohn) კალიფორნიიდან, რომელიც 15 წლისაა უკვე სოციალური ქსელის ვარსკვლავია და თანაც მილიონერი, თუმცა მედალს ორი მხარე აქვს.
image

დანიელს 4 მილიონი გამომწერი ჰყავს "ინსტაგრამზე" და თითქმია 1, 5 მილიონი "იუტუბზე", გოგონა თანამშრომლობს მრავალ ცნობილ ბრენდთან, მათ შორისაა Fashion Nova.


დღეისთვის მისი შემოსავალი 2, 5 მილიონი აშშ დოლარია, დენიელის დედამ, მიატოვა სამსახური, ქალიშვილთან ერთად კალიფორნიაში გადასახლდა და დანიელის მენეჯერი გახდა.

image

თუმცა ქალიშვილის ცხოვრების ასეთ ტენდეციას სასტიკად ეწინააღმდეგება გოგონას მამა, დასტინ კონი.როგორც ცნობილია დენიელის დედ-მამა არასდროს ყოფილა დაქორწინებული და გოგონას 10 წლამდე მარტო მამა ზრდიდა, მან განაცხადა, რომ გოგონას არასდროს აძლევდა უფლებას ემუშავა, რადგან არასრულწლოვანია, მამამისს მიაჩნია, რომ ადამიანებს და კომპანიებს, რომლებიც მის არასრულწლოვანი გოგონას გარშემო ტრიალებენ, მხოლოდ ფული აინტერესებთ და ექსპულატაციას უწევენ ბავშვს.


image

"არასდროს მიმიცა მისთვის უფლება, რომ ის სარეკლამო რგოლებში გადაიღონ, ან რაიმე შოუში მიიღოს მონაწილეობა და არც არასდროს დავრთავ ნებას.ის ჯერ კიდევ ბავშვია და არ შეიძლება ასეთ ნორჩ ასაკში მისი მუშაობა, თუმცა მის გარშემო ხალხს და კომპანიებს მხოლოდ ფული აინტერესებთ"-აღნიშნა დასტინ კონმა.

image

დასტინი წინააღმდეგია იმის, რომ გოგონა საცურაო კოსტუმში გადაიღონ და გამოაჭენონ მისი "ნახევრადშიშველი ფოტოები", მამამისს ისიც აღელვებს, რომ დანიელი მასზე საკმაოდ უფროს მამაკაცს ხვდება, მას სურს, რომ მისი ქალიშვილი ბედნიერი იყოს, იცხოვროს ისე, როგორც ნორმალურმა ბავშვმა და არა "ქვედა საცვლებით" მოცეკვავემ.

image

თუმცა გოგონა შეეწინააღმდეგა მამის განცხადებას, დანიელმა აღნიშნა, რომ კმაყოფილია საკუთარი ცხოვრებით, მამა კი არც ისე დიდი მზრუნველობით გამორჩეოდა მის მიმართ, სამი წელი არც გახსენებია იგი და დაკავებული იყო იმით, რომ დედისთვის ალიმენტი არ გადაეხადა.

1
433
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
433
  
გუშინ, 0:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1