x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
"ლოცვა და საკურთხის გაკეთება სწორედ ახლაა კარგი" - რას გვირჩევს ასტროლოგი 9 და 10 ნოემბერს
image


ასტროლოგი ხათუნა ნოელი 9 და 10 ნოემბრის ასტროლოგიური ტენდენციების შესახებ წერს და რეკომენდაციებს გვთავაზობს:


"შაბათ-კვირა ხელსაყრელია რელიგიური რიტუალებისათვის. მათ შორის, როგორიცაა ნათლობა, ჯვრისწერა, ან თუნდაც უბრალოდ ტაძარში თუ საკუთარ ჭერქვეშ მფარველი ანგელოზისადმი ლოცვის აღვლენა.


წინაპართა საფლავების მონახულება ან საკურთხის გაცემაც სწორედ ახლაა კარგი, რადგან ჩვენი და მათი სულების კავშირი ახლა იქნება განსაკუთრებით ძლიერი.



თუ ამინდმაც ხელი შეგვიწყო, ბუნებაში გასვლაც კარგი იდეაა ამ გამოსასვლელი დღეებისათვის. ასევე მუზეუმების თუ სახვითი ხელოვნების გამოფენების სტუმრობაც. კონცერტზე დასწრებაც.


დასვენების დღეებში აქტიური იქნება მერკურისა და პლუტონის სექსტილიც. ესეც დადებითი ასპექტია და დაგეხმარება წვრილ-წვრილი დაკარგული ნივთების მოძიებაში, დაფარული ამბების გამორკვევაში, ცოდნის ან საჭირო ინფორმაციის მიღებაში, გარკვეულ ადამიანებზე, ჩვენი სიტყვის ძალის მეშვეობით, ზეგავლენის მოპოვებაში თუ ჩვენს მხარეს გადმოყვანაში... ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ მერკური რეტრო ფაზას გადის, ეს ამბები ცოტა შეიძლება გაიწელოს... მითუმეტეს კვირას, რადგან მთვარე თითქმის მთელი დღე, საღამოს 6 საათამდე უკურსოა და ამიტომ თქვენი წამოწყებები სჯობს დღის ბოლოსათვის შემოინახოთ".


ასევე ნახეთ:


12 ნოემბერს სავსემთვარეობაა, 26-ში ახალმთვარეობა - ნოემბრის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან


"ეს 2 ნოემბერს დაიწყება და 23 ნოემბერს დასრულდება" - რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი


ფული, ჯანმრთელობა, პირადი ცხოვრება - როგორი იქნება 2020 წელი, ნუმეროლოგიის მიხედვით


რა გველის თეთრი ვირთხის წელიწადში - 2020 წლის პროგნოზი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით


"უამრავი ჭორია მოსალოდნელი ამ პერიოდში" - რას უნდა უფრთხილდნენ ზოდიაქოს ნიშნები 20 ნოემბრამდე



ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე: მაია 24

0
286
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0