x
მეტი
  • 12.11.2019
  • სტატია:96487
  • ვიდეო:343648
  • სურათი:458393
ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წელი გავიდა-საინტერესო ფაქტები

image

1989 წლის 9 ნოემბერს დაინგრა ბერლინის კედელი, რომელიც არა მარტო გერმანიას ყოფდა ორად, არამედ ორ საპირისპირო სამყაროს, ბერლინის კედლის დანგრევა იყო როგორც ცივი ომის დასრულების სიმბოლო, ასევე სოციალისტური ბანაკის რღვევის დასაწყისი.




***კედლის მშენებლობამდე ბერლინის დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეებს შორის საზღვარი შედარებით ღია იყო. გამყოფი ხაზის 44.75 კმ (მთლიანად გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის და დასავლეთ ბერლინის საზღვრის სიგრძე 164 კილომეტრი იყო) სწორად ქუჩებსა და სახლებზე, არხებსა და წყალსადენებზე გადიოდა. ოფიციალურად ფუნქციონირებდა 81 გამშვები პუნქტი, აქედან 13 პუნქტი მეტროში და ქალაქის რკინიგზაზე. გარდა ამისა, იყო ასობით არალეგალური ბილიკი. ყოველდღიურად 300-დან 500 ათასამდე ადამიანი კვეთდა საზღვარს სხვადასხვა მიზეზის გამო.

image


ზონებს შორის აშკარა საზღვრის არარსებობა იწვევდა ხშირ კონფლიქტებს და სპეციალისტების მასიური გადინებას დასავლეთ ბერლინში, ბევრი აღმოსავლეთ გერმანელი ამჯობინებდა დასავლეთ ბერლინში მუშაობას, სადაც ხელფასები მნიშვნელოვნად მაღალი იყო.სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა გდრ-ში კედლის მშენებლობა.

image

***ბერლინის კედლის მშენებლობა დაიწყო 1961 წლის 13 აგვისტოს, როგორც გერმანის დემოკრატიული რესპუბლიკის და დასავლეთ ბერლინის გამყოფი საზღვარი, კედლის მთლიანი სიგრძე 155 კილომეტრი იყო, სიმაღლე 3, 6 მეტრი, აქედან 127 კილომეტრი სასიგნალო ძაბვაზე იყო მიერთებული, ამის გარდა კედელის გასწვრივ განთავსებული იყო 302 საყარულო კოშკი, დამატებით ცალკეულ მონაკვეთებზე გავლებული იყო 66, 5 კმ.მავთულხლართები და ტანკსაწინააღმდეგო გამაგრებები .

image

***გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში კედელს პროპაგანდის გათვალისწინებით უწოდებდნენ „ანტიფაშისტურ თავდაცვით კედელს“, ხოლო გფრ-ში 1960-იანი წლებიდან იყენებდნენ ტერმინს "სამარცხვინო კედელი"

image



***ბერლინის კედლის დანგრევაში თავისებური წვლილი მიუძღვის რონალდ რეიგანსაც, 1987 წლის 12 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა ბრანდენბურგის კარიბჭესთან წარმოსთქვა სიტყვა ბერლინის 750 წლისთავთან დაკავშირებით და თავის ცნობილ სიტყვაში მოუწოდა საბჭოთა კავშირის გენერალურ მდივანს მიხეილ გორბაჩოვს დაენგრია კედელი.

image


***ბერლინის კედელთან დასავლეთში გაქცევის მცდელობის დროს დახვრეტილთა ზუსტი მონაცემების დადგენას შეეცადა ორგანიზაცია "ბერლინის კედლის მსხვერპლნი-1961-1989", რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 260 000 ევრო გამოიყო, კედელთან გაქცევის მცდელობისას მოკლეს 70 მოქალაქე, აქედან 80% 30 წლამდე ახალგაზრდა იყო, 8 ქალი, 21-მა კი კედლის გადალახვის დროს მიიღო სასიკვდილო ტრავმები.100 000 მოქალაქე კი გაქცევის მცდელობისას დააკავეს.

image


**1989 წლის მაისში, საბჭოთა კავშირში მიმდინარე პერესტროიკის შედეგად გდრ-ის პარტნიორმა, ვარშავის პაქტის წევრმა, უნგრეთმა მეზობელ ავსტრიასთან მოშალა საზღვრის გარკვეული მონაკვეთი. გერმანიის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დაკარგა კონტროლი მიმდინარე მოვლენებზე. ასობით აღმოსავლეთ გერმანელი გაიქცა დასავლეთ ბერლინში უნგრეთის გავლით. 1989 წლის 11 სექტემბერს უნგრეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა საზღვრების სრული გახსნა, რითაც ბერლინის კედელლის არსებობამ აზრი დაკარგა. სამი დღის განმავლობაში უნგრეთის გავლით აღმოსავლეთ ბერლინი დატოვა 15 ათასმა მოქალაქემ. ქვეყანაში დაიწყო მასობრივი დემონსტრაციები მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლების მოთხოვნით. დემონსტრაციების შედეგად გერმანიის ერთიანი სოციალისტური პარტიის ლიდერები (ერიხ ჰონეკერი, ვილი შტოფი, ჰორსტ ზინდერმანი, ეგონ კრენცი) ერთმანეთის მიყოლებით გადადგნენ.

image


***1989 წლის 9 ნოემბერს, საღამოს 19 საათზე 34 წუთზე, პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა, გდს-ს მთავრობის წარმომადგენელმა გიუნტერ შაბოვსკიმ ქვეყანაში შესვლისა და გასვლის შესახებ ახალი კანონი აუწყა მოქალაქეებს.

მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, გდრ-ს მოქალაქეებს უპრობლემოდ შეეძლოთ ვიზების მიღება დასავლეთ ბერლინში და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტისთვის. ასობით ათასი აღმოსავლეთ გერმანელი, ისე, რომ დანიშნულ დროს არ დაელოდა, 9 ნოემბრის საღამოს საზღვარს მიადგა. მესაზღვრეებმა, რომლებმაც ჯერ არ ქონდათ ბრძანება მიღებული მათი გაშვების შესახებ, ჯერ შეეცადნენ შეეჩერებინათ ისინი, იყენებდნენ წყლის ჭავლებს, თუმცა შემდეგ, ხალხის მასიური მიწოლა ვეღარ შეაჩერეს და იძულებულები გახდნენ გაეხსნათ საზღვარი.

image

***დღეისთვის ბერლინის კედლის მცირე ნაწილი დატოვებულია, როგორც უახლოესი წარსულის სიმბოლო.

image


0
109
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0