x
მეტი
  • 19.11.2019
  • სტატია:96693
  • ვიდეო:343708
  • სურათი:458603
მოდური მინიმალიზმი: გერმანიაში გადაუმუშავებული მასალებისგან სახლი ააშენეს
გარეგნულად სახლი არც თუ ისე შესანიშნავად გამოიყურება. მისი კედლები ბეტონისგან არის დამზადებული და არაფრით არის დაფარული. ეს მის ინტერიერსაც ეხება. თუმცა ამ კომფორტულ შენობას თავისი მფლობელი აუცილებლად გამოუჩნდება.


image

უჩვეულო სახლი

როგორც აღვნიშნე, სახლის კედლები ბეტონისგან არის აგებული. გარეგნულად სამხედრო ბუნკერს მოგაგონებთ. უცოდინარი ადამიანი ამ კონსტრუქციას სწორედ ასეთად მიიღებდა.



image

ერთი შეხედვით, სასტუმრო ოთახი ამ სახლში შთაბეჭდილებას არ ახდენს. მთავარი მიზეზი - ინტერიერის მასალაა. თუ არქიტექტურას გავითვალისწინებთ, ეს შენობა ეკოსახლია.


image

სახლი სამი სართულისგან შედგება. ნულოვანი სართული სარდაფს წარმოადგენს. პირველ სართულზე ავტოფარეხი და ბიბლიოთეკიდან ბაღში გასასვლელია. თაროების მასალა ბუნებრივი წარმოშობისაა. ძირითადად, ეს სხვადასხვა სატრანსპორტო შეფუთვების გადაუმუშავებული ხეა.


image

ბიბლიოთეკის ზომა შთამბეჭდავია. თავისი არსით, მის ადგილას შეიძლება სრულყოფილი საცხოვრებელი ოთახი მოთავსებულიყო, მაგრამ არქიტექტორმა ყველაფერი სხვანაირად გადაწყვიტა.


image

ბაღში გასასვლელთან ახლოს კლუმბი მდებარეობს. მასზე არა მხოლოდ ყვავილები, არამედ ხე იზრდება.


image

ასევე სახლში არის ოთახი სათათბიროდ. სურვილის შემთხვევაში შეიძლება სრულყოფილ სასადილო ოთახად გადაკეთდეს. ამისთვის კი, საკმარისია მაგიდაზე პროდუქტები და კერძები დაალაგოთ.


image

ამ სახლში საძინებელი საკმაოდ ლამაზად გამოიყურება. ეს ფართო სივრცეა დიდი და რბილი საწოლით. მასზე კომფორტულად ძილს შეძლებთ.


image

ცალკე აღსანიშნავია კიბე, რომელიც პირველ და მეორე სართულს აერთიანებს. კიბეც მეორადი ხისგან არის დამზადებული, მაგრამ იმდენად კარგად გამოიყურება, რომ თვალს ახარებს. ეს ნამდვილად ლამაზი და მოდური კიბეა.


image

და ბოლოს, ბეტონის ფასადი თავიდან შთაბეჭდილებას არ ახდენს, მაგრამ თუ მის შიდა განლაგებას გაითვალისწინებთ, ცხადია, რომ ეს შესანიშნავი სახლია. მასში კომფორტული ცხოვრებისთვის ყველაფერია.

ასეთი ინიციატივა მომავალი კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანია. რესურსების ხელმეორე გამოყენება გარემოზე მიყენებულ ზიანს მნიშვნელოვნად შეამცირებს. სწორედ ამიტომ, ამ სახლის არქიტექტორის იდეა შესაქებია. ის სხვებისთვის მაგალითი უნდა იყოს.


ასევე დაგაინტერესებთ:

როგორც აღმოჩნდა ძველი საბურავისგან ასეთი ნივთების გაკეთება შეიძლება. უბრალოდ წარმოუდგენელია!

image

კერძო სახლის ეზოს დიზაინი: საინტერესო იდეები

image

18 ბრწყინვალე იდეა, რომელთა დახმარებით ჩვეული ნივთების სრულიად სხვაგვარად გამოყენებას შეძლებთ

image

ინტერიერის 19 ცვლილება, რომელთაც სახლის ახალ დონეზე აყვანა შეუძლიათ

image

თუ პატარა სახლი გაქვთ, ასეთი იდეები გამოგადგებათ

image

ცოტა კრეატივი და თქვენ შესანიშნავი ინტერიერი გექნებათ

image

0
115
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
115